მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში
იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში

გლემ­ფინ­გი გლა­მუ­რულ კემ­პინგს ნიშ­ნავს. ეს ვე­ლურ გა­რე­მო­ში მო­წყო­ბი­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოა.

ბა­თუმ­თან ახ­ლოს და აჭა­რის მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში უკვე არა­ერ­თი ასე­თი კემ­პინ­გი და სახ­ლია. მყუდ­რო, დიდი და კომ­ფორ­ტუ­ლი კარ­ვე­ბი, ხის სახ­ლე­ბი - მსუ­ბუ­ქი და ზა­ფხუ­ლის­თვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი გა­რე­მო­თი.

სა­მუ­შაო დღე­ე­ბის შემ­დეგ ასეთ სახ­ლებ­ში დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლი ნე­ტა­რე­ბაა. ხის სახ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ტყე­ებ­სა და სიმწვა­ნე­შია.

გლემ­ფინ­გის მთა­ვა­რი სი­კე­თე ის არის, რომ ბუ­ნე­ბას და სიმ­შვი­დეს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უძ­ლია გა­ა­ბედ­ნი­ე­როს ისე, რომ მათ არც კომ­ფორ­ტი მო­აკ­ლდეთ.

ამ­ჯე­რად რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გლემ­ფინგს მი­გას­წავ­ლით აჭა­რა­ში.

ბუკ­ნა­რი - არის ასე­თი სო­ფე­ლი ბა­თუმ­თან ახ­ლოს, სულ რა­ღაც 15 წუ­თის სა­ვალ­ზე ტრან­სპორ­ტით. ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბაა, გა­გახ­სენ­დე­ბათ კუნ­ძუ­ლი კორ­ფუ ჯე­რალდ და­რე­ლის წიგ­ნი­დან „ჩემი ოჯა­ხი და სხვა ცხო­ვე­ლე­ბი“. ამ წიგნ­ში ლონ­დო­ნის ნის­ლის­გან დაღ­ლი­ლი ინ­გლი­სე­ლე­ბის დიდი ოჯა­ხი 4 შვი­ლით მზი­ან სა­ბერ­ძნეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა ზა­ფხულ­ში, გე­მით. სახ­ლდე­ბი­ან კუნ­ძულ კორ­ფუ­ზე, მარ­წყვის­ფერ სახ­ლში, რო­მე­ლიც ციტ­რუ­სის ბაღ­შია ჩაფ­ლუ­ლი, ეზო­ში უამ­რა­ვი მწე­რი ფუთ­ფუ­თებს, ჰა­მა­კე­ბია გაბ­მუ­ლი, მზე ჩახ­ჩა­ხებს და იქ­ვეა ზღვა.

ზუს­ტად ასე­თი სო­ფე­ლია ბუკ­ნა­რი. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ წიგნ­ში ვი­ყა­ვი.

„სან­ლენ­დი“/Sunland

სახ­ლი ხი­საა, „სან­ლენ­დი“ ჰქვია, შიგ­ნი­თაც ყვე­ლა­ფე­რი ხის ფე­რია.

დიდი აივ­ნი­დან მო­ჩანს მხო­ლოდ ზღვა და ფორ­თოხ­ლის ბა­ღე­ბი. როცა ციტ­რუ­სი შე­მო­ვა, აქ ყოფ­ნას შე­მოდ­გო­მა­ზეც არა­ფე­რი სჯობს.

არ­სა­ი­დან არა­ვის ხმა არ ის­მის, სი­ჩუ­მეა და შორს ჩანს ბა­თუ­მი - შე­ნო­ბე­ბით, ნე­ო­ნის გა­ნა­თე­ბე­ბით, პორ­ტი­თა და ზღვა­ში ნელა მცუ­რა­ვი გე­მე­ბით.

აქ­ვეა ჩაქ­ვის პლა­ჟიც - ფე­ხით ჩა­ირ­ბენ ბი­ლი­კით ზღვამ­დე, იბა­ნა­ვებ და შენს მყუდ­რო ხის სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბი.

ვი­საც ყვე­ლას­გან და ყვე­ლაფ­რის­გან დას­ვე­ნე­ბა სურს, ბუკ­ნარ­ში უნდა წა­ვი­დეს.

და­სა­ჯავ­შნად და მე­ტის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე

„ტე­რა­ბი­თია“

„ტე­რა­ბი­თია“ ხეზე აშე­ნე­ბულ ხის სახ­ლს ჰქვია, რო­მე­ლიც ქე­დის სო­ფელ დან­და­ლო­შია.

სახ­ლი ნაძვნარ­შია ჩაფ­ლუ­ლი და შიგ ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ე­თი­შოთ, თავი ბუ­ნებ­რივ, ვე­ლურ გა­რე­მო­ში იგ­რძნოთ და ასეთ გა­რე­მო­შიც კომ­ფორ­ტუ­ლად იცხოვ­როთ.

ხის სახ­ლებ­ში ორად­გი­ლი­ან ნომ­რებს გთა­ვა­ზო­ბენ კი­ნო­თე­ატ­რი­თა და მცი­რე ბიბ­ლი­ო­თე­კით, ასე­ვე - ამ­ფი­თე­ატრს კო­ცო­ნის­თვის, მო­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებს და სპა­ზო­ნას ჯა­კუ­ზი­თა და სა­უ­ნით. მოკ­ლედ, ეს ის ად­გი­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად რომ ღირს წას­ვლა.

და­სა­ჯავ­შნად და მე­ტის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე

„ეკო ჰა­უ­სი“

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია ასე­ვე ლუქ­სის ტი­პის კო­ტე­ჯი „ეკო ჰა­უ­სი", კერ­ძოდ, სო­ფელ სა­ლი­ბა­ურ­ში.

კო­ტე­ჯის ტე­რა­სი­დან ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა.

დამ­სვე­ნე­ბელს აქ სთა­ვა­ზო­ბენ: ტრანსფერს, ექ­სკურ­სი­ას მე­რი­სის ხე­ო­ბა­ში და აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის მას­ტერკლასს. მთებ­ში, ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ჩვე­ულ კერ­ძებს აქვე ამ­ზა­დებთ თა­ვად და აგე­მოვ­ნებთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

„ეკო ჰა­უ­სის" ხის კო­ტე­ჯია ასე­ვე „ემი­ლი“ ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რის­ში. კო­ტე­ჯი­დან ხე­ო­ბის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. სა­ძი­ნე­ბე­ლი პირ­და­პირ ტყე­შია გა­და­კი­დე­ბუ­ლი, თით­ქოს ხის კენ­წე­რო­ებ­ზე გძი­ნავს.

კო­ტეჯ­თან ახ­ლო­საა ასე­ვე: მე­რი­სის ჩანჩქე­რი, მე­ძიბ­ნას ჩანჩქე­რი, გვა­ხას სა­პიკ­ნი­კე, მთა ნა­კო­ნაღ­ვა­რი და ქე­დის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი.

და­სა­ჯავ­შნად და მე­ტის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე

„ჰილ ინნ“/Hill in

ერთხელ მა­ინც თუ ხართ ნამ­ყო­ფი ლაშ­ქრო­ბა­ში მძი­მე ზურგჩან­თით, ნაც­ნო­ბი გრძნო­ბა იქ­ნე­ბა თქვენ­თვის, როცა და­ქან­ცუ­ლი მწვერ­ვა­ლებ­ზე მი­ა­ბი­ჯებ და ნატ­რობ სად­მე კომ­ფორ­ტუ­ლი, უკვე გაშ­ლილ-გა­მარ­თუ­ლი კა­რა­ვი დაგ­ხვდეს აბა­ზა­ნით, ცხე­ლი წყლით და იქვე პა­ტა­რა კი­ნო­თე­ატ­რი­თაც, ოღონდ ისე, რომ მთის ხედი არ შე­იც­ვა­ლოს.

ასე­თი ნატ­ვრის ახ­დე­ნაა სწო­რედ „ჰილ ინნ“-ის კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კარ­ვე­ბი ბა­თუ­მი­დან სულ რა­ღაც 21 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით.

აქ დაგ­ხვდე­ბათ დიდი ხის კას­რებ­ში მო­წყო­ბი­ლი სა­უ­ნა და ჯა­კუ­ზი ღია ცის ქვეშ, მცი­რე კი­ნო­თე­ატ­რი ფილ­მე­ბის დიდ ეკ­რან­ზე სა­ნა­ხა­ვად, სრუ­ლი კომ­ფორ­ტი და რაც მთა­ვა­რია, უზარ­მა­ზა­რი ტყე და პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი თვალ­წინ.

და­სა­ჯავ­შნად და მე­ტის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე

„გლემ­ფინგ თაგო"

Glamping Tago სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­სნი­ლი კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კარ­ვე­ბის "და­სახ­ლე­ბაა" სო­ფელ თა­გო­ში. ეს სო­ფე­ლი ხუ­ლო­შია და იქამ­დე ძვე­ლი, წი­თე­ლი სა­ბა­გი­რო მოძ­რა­ობს. გარ­და იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბი­სა და მწვა­ნე სიმ­შვი­დე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი­სა, გლემ­ფინგ თა­გო­ში შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ სა­უზ­მე­სა და სა­დილს - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან შე­ძე­ნი­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს.

და­სა­ჯავ­შნად და მე­ტის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ბმულ­ზე

„ვუდ­ჰა­ი­დი"/Woodhide

ეს კი ვუდ­ჰა­ი­დია, სას­ტუმ­რო-კო­ტე­ჯე­ბი აჭა­რა­ში, მა­ჭახ­ლის ხე­ო­ბა­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ზედა ჩხუ­ტუ­ნეთ­ში. აქ თქვე­ნი პრო­დუქ­ტით უნდა მიხ­ვი­დეთ, მაგ­რამ ად­გილ­ზე ყვე­ლა­ფე­რია: მა­ცი­ვა­რი, კომ­ფორ­ტუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­სა­დი­ლო გა­რე­მო ვე­რან­და­სა და სახ­ლში.

მე­ტის სა­ნა­ხა­ვად და და­სა­ჯავ­შნად გა­და­დით ბმულ­ზე

[blue_box]„ვუ­დფე­ქე­რი"/Woodpecker[/blue_box]

ესეც ხის კომ­ფორ­ტუ­ლი ეკო­კო­ტე­ჯე­ბია აჭა­რის ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში მთი­სა და მდი­ნა­რის ხე­დე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვი სა­რეკ­რე­ა­ციო ად­გი­ლე­ბით ტყის მა­სივ­ში. ვუ­დფე­ქე­რი ბა­თუ­მი­დან 25 წუ­თის სა­ვალ­ზეა.

აქ არის ვე­რან­და მზის აბა­ზა­ნე­ბის­თვის, ჯა­კუ­ზი ღია ცის ქვეშ, სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბი, ნა­დი­რო­ბი­სა და თევ­ზა­ო­ბის ტუ­რე­ბი, სა­რე­ლაქ­სა­ციო ღია ზო­ნე­ბი, ჰა­მა­კე­ბი, სა­ქა­ნე­ლე­ბი და ად­გი­ლი შუ­ა­ცე­ცხლის­თვის, ასე­ვე სა­სე­ირ­ნო ბი­ლი­კე­ბი ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში.

კო­ტე­ჯში დაგ­ხვდე­ბათ: ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შე­სას­ვლე­ლი, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, პა­ნო­რა­მუ­ლი სა­ძი­ნე­ბე­ლი, აბა­ზა­ნა, თეთ­რე­უ­ლი, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, ინ­ტერ­ნე­ტი და ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი უზ­რუნ­ვე­ლად დას­ვე­ნე­ბის­თვის.

მე­ტის სა­ნა­ხა­ვად და და­სა­ჯავ­შნად გა­და­დით ბმულ­ზე

გლემ­ფინ­გი სრუ­ლი­ად ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა აჭა­რა­ში, ეს არის რო­გორც ზურგჩან­თი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო, ასე­ვე გლა­მუ­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი სივ­რცე, სა­დაც ის­ვე­ნებთ ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი გა­გე­ბით.

გლემ­ფინ­გის ტი­პის და­სას­ვე­ნე­ბელ გა­რე­მო­ში იდე­ა­ლუ­რად გა­ა­ტა­რე­ბენ დროს წყვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ოჯახ­თან, ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბაც, მაგ­რამ სა­ჭი­როა წი­ნას­წარ დარ­ე­კოთ ამა თუ იმ ად­გი­ლას, რათა გა­არ­კვი­ოთ არის თუ არა კონ­კრე­ტულ სივ­რცე­ში ბავ­შვე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო.

არა­ერ­თი კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ მწვა­ნე გა­რე­მო და ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­სა და ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე. გლემ­ფინ­გი მო­მავ­ლის ტუ­რიზ­მია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც სიმ­შვი­დე, პირ­ველ­სა­წყი­სებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა და ყვე­ლას­გან შორს ყოფ­ნა ენატ­რე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში

იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში

გლემფინგი გლამურულ კემპინგს ნიშნავს. ეს ველურ გარემოში მოწყობილი, მაქსიმალურად ბუნებრივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოა.

ბათუმთან ახლოს და აჭარის მაღალმთიანეთში უკვე არაერთი ასეთი კემპინგი და სახლია. მყუდრო, დიდი და კომფორტული კარვები, ხის სახლები - მსუბუქი და ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი გარემოთი.

სამუშაო დღეების შემდეგ ასეთ სახლებში დასვენება ნამდვილი ნეტარებაა. ხის სახლები ძირითადად ტყეებსა და სიმწვანეშია.

გლემფინგის მთავარი სიკეთე ის არის, რომ ბუნებას და სიმშვიდეს მონატრებული ადამიანები შეუძლია გააბედნიეროს ისე, რომ მათ არც კომფორტი მოაკლდეთ.

ამჯერად რამდენიმე საინტერესო გლემფინგს მიგასწავლით აჭარაში.

ბუკნარი - არის ასეთი სოფელი ბათუმთან ახლოს, სულ რაღაც 15 წუთის სავალზე ტრანსპორტით. ნამდვილი საოცრებაა, გაგახსენდებათ კუნძული კორფუ ჯერალდ დარელის წიგნიდან „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“. ამ წიგნში ლონდონის ნისლისგან დაღლილი ინგლისელების დიდი ოჯახი 4 შვილით მზიან საბერძნეთში მიემგზავრება ზაფხულში, გემით. სახლდებიან კუნძულ კორფუზე, მარწყვისფერ სახლში, რომელიც ციტრუსის ბაღშია ჩაფლული, ეზოში უამრავი მწერი ფუთფუთებს, ჰამაკებია გაბმული, მზე ჩახჩახებს და იქვეა ზღვა.

ზუსტად ასეთი სოფელია ბუკნარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ წიგნში ვიყავი.

„სანლენდი“/Sunland

სახლი ხისაა, „სანლენდი“ ჰქვია, შიგნითაც ყველაფერი ხის ფერია.

დიდი აივნიდან მოჩანს მხოლოდ ზღვა და ფორთოხლის ბაღები. როცა ციტრუსი შემოვა, აქ ყოფნას შემოდგომაზეც არაფერი სჯობს.

არსაიდან არავის ხმა არ ისმის, სიჩუმეა და შორს ჩანს ბათუმი - შენობებით, ნეონის განათებებით, პორტითა და ზღვაში ნელა მცურავი გემებით.

აქვეა ჩაქვის პლაჟიც - ფეხით ჩაირბენ ბილიკით ზღვამდე, იბანავებ და შენს მყუდრო ხის სახლში დაბრუნდები.

ვისაც ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება სურს, ბუკნარში უნდა წავიდეს.

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ტერაბითია“

„ტერაბითია“ ხეზე აშენებულ ხის სახლს ჰქვია, რომელიც ქედის სოფელ დანდალოშია.

სახლი ნაძვნარშია ჩაფლული და შიგ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველაფერს გაეთიშოთ, თავი ბუნებრივ, ველურ გარემოში იგრძნოთ და ასეთ გარემოშიც კომფორტულად იცხოვროთ.

ხის სახლებში ორადგილიან ნომრებს გთავაზობენ კინოთეატრითა და მცირე ბიბლიოთეკით, ასევე - ამფითეატრს კოცონისთვის, მოსასვენებელ სივრცეებს და სპაზონას ჯაკუზითა და საუნით. მოკლედ, ეს ის ადგილია, აუცილებლად რომ ღირს წასვლა.

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ეკო ჰაუსი“

ქედის მუნიციპალიტეტშია ასევე ლუქსის ტიპის კოტეჯი „ეკო ჰაუსი", კერძოდ, სოფელ სალიბაურში.

კოტეჯის ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება.

დამსვენებელს აქ სთავაზობენ: ტრანსფერს, ექსკურსიას მერისის ხეობაში და აჭარული კერძების მასტერკლასს. მთებში, ბუნებრივ გარემოში, ადგილობრივებისთვის ჩვეულ კერძებს აქვე ამზადებთ თავად და აგემოვნებთ მეგობრებთან ერთად.

„ეკო ჰაუსის" ხის კოტეჯია ასევე „ემილი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. კოტეჯიდან ხეობის ულამაზესი ხედები იშლება. საძინებელი პირდაპირ ტყეშია გადაკიდებული, თითქოს ხის კენწეროებზე გძინავს.

კოტეჯთან ახლოსაა ასევე: მერისის ჩანჩქერი, მეძიბნას ჩანჩქერი, გვახას საპიკნიკე, მთა ნაკონაღვარი და ქედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ჰილ ინნ“/Hill in

ერთხელ მაინც თუ ხართ ნამყოფი ლაშქრობაში მძიმე ზურგჩანთით, ნაცნობი გრძნობა იქნება თქვენთვის, როცა დაქანცული მწვერვალებზე მიაბიჯებ და ნატრობ სადმე კომფორტული, უკვე გაშლილ-გამართული კარავი დაგხვდეს აბაზანით, ცხელი წყლით და იქვე პატარა კინოთეატრითაც, ოღონდ ისე, რომ მთის ხედი არ შეიცვალოს.

ასეთი ნატვრის ახდენაა სწორედ „ჰილ ინნ“-ის კეთილმოწყობილი კარვები ბათუმიდან სულ რაღაც 21 კილომეტრის დაშორებით.

აქ დაგხვდებათ დიდი ხის კასრებში მოწყობილი საუნა და ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, მცირე კინოთეატრი ფილმების დიდ ეკრანზე სანახავად, სრული კომფორტი და რაც მთავარია, უზარმაზარი ტყე და პანორამული ხედები თვალწინ.

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„გლემფინგ თაგო"

Glamping Tago სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი კეთილმოწყობილი კარვების ,,დასახლებაა" სოფელ თაგოში. ეს სოფელი ხულოშია და იქამდე ძველი, წითელი საბაგირო მოძრაობს. გარდა იდეალური დასვენებისა და მწვანე სიმშვიდეში გატარებული დღეებისა, გლემფინგ თაგოში შემოგთავაზებენ საუზმესა და სადილს - ადგილობრივი მოსახლეობისგან შეძენილი, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ კერძებს.

დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე

„ვუდჰაიდი"/Woodhide

ეს კი ვუდჰაიდია, სასტუმრო-კოტეჯები აჭარაში, მაჭახლის ხეობაში, კერძოდ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. აქ თქვენი პროდუქტით უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ადგილზე ყველაფერია: მაცივარი, კომფორტული სამზარეულო, შესანიშნავი სასადილო გარემო ვერანდასა და სახლში.

მეტის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე

[blue_box]„ვუდფექერი"/Woodpecker[/blue_box]

ესეც ხის კომფორტული ეკოკოტეჯებია აჭარის ბუნების წიაღში მთისა და მდინარის ხედებით. ბუნებრივი სარეკრეაციო ადგილებით ტყის მასივში. ვუდფექერი ბათუმიდან 25 წუთის სავალზეა.

აქ არის ვერანდა მზის აბაზანებისთვის, ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, საპიკნიკე ადგილები, ნადირობისა და თევზაობის ტურები, სარელაქსაციო ღია ზონები, ჰამაკები, საქანელები და ადგილი შუაცეცხლისთვის, ასევე სასეირნო ბილიკები ველურ ბუნებაში.

კოტეჯში დაგხვდებათ: ადაპტირებული შესასვლელი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, პანორამული საძინებელი, აბაზანა, თეთრეული, კონდიციონერი, ტელევიზორი, ინტერნეტი და ყველა საჭირო ნივთი უზრუნველად დასვენებისთვის.

მეტის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე

გლემფინგი სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა აჭარაში, ეს არის როგორც ზურგჩანთიანი მოგზაურებისთვის შესაფერისი გარემო, ასევე გლამურული დასვენების მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილი სივრცე, სადაც ისვენებთ ამ სიტყვის ყველაზე ნამდვილი გაგებით.

გლემფინგის ტიპის დასასვენებელ გარემოში იდეალურად გაატარებენ დროს წყვილები და მეგობრები, შესაძლებელია ოჯახთან, ბავშვებთან ერთად დასვენებაც, მაგრამ საჭიროა წინასწარ დარეკოთ ამა თუ იმ ადგილას, რათა გაარკვიოთ არის თუ არა კონკრეტულ სივრცეში ბავშვებისთვის შესაფერისი გარემო.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მწვანე გარემო და ბუნებაში დასვენება დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე. გლემფინგი მომავლის ტურიზმია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმშვიდე, პირველსაწყისებთან დაბრუნება, ჩიტების ჭიკჭიკი, ტყეში სეირნობა და ყველასგან შორს ყოფნა ენატრება.

NS

საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა