მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?
"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გლ­დან­ში, სა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი ცო­ლის ძმამ მოკ­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს.

"მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი, სრო­ლის ხმა რომ გა­ვი­გე. მე­გო­ნა, ბავ­შვე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ რა­მეს, გა­მო­ვე­დი მა­ღა­ზი­ი­დან და მან­ქა­ნას­თან და­ვი­ნა­ხე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გარ­დაც­ვლი­ლი იყო. 30-35 წლის იქ­ნე­ბო­და, ალ­ბათ. ამ უბ­ნე­ლი არ არის და არ ვიც­ნობთ. ქუ­ჩა­ში სხვა არა­ვინ და­მი­ნა­ხავს. ყვე­ლა ჩემს ყვი­რილ­ზე გა­მო­ვი­და. კონ­ფლიქ­ტის ხმა არ გაგ­ვი­გია. გას­რო­ლი­ლი ტყვია მან­ქა­ნა­საც მოხ­ვდა. მგო­ნი, გა­ი­ა­რა და ისე ეს­რო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ambebi.ge-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი 30 წლის გეგი ნი­გუ­რი­ა­ნია, ხოლო მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მისი ახალ­შერ­თუ­ლი ცო­ლის ძმა.

გვე­სა­უბ­რე­ბა მეს­ტი­ის მკვიდ­რი:

"მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გეგი ღვა­ჩლი­ა­ნია, მოკ­ლუ­ლი კი - გეგი ნი­გუ­რი­ა­ნი. ღვა­ჩლი­ა­ნი გარ­და­ბა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლემ­შვე­ნი­ე­რა­ში გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა წარ­მო­შო­ბით უშ­გუ­ლე­ლია, მას უკარ­გე­სი, წე­სი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა მშობ­ლე­ბი ჰყავს, თუმ­ცა თვი­თონ აე­რია ცხოვ­რე­ბა. ღვა­ჩლი­ა­ნი ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლე აქვს. ნი­გუ­რი­ანს ღვა­ჩლი­ა­ნის და უყ­ვარ­და, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი შვი­ლი ჰყავს. ძმა ეუბ­ნე­ბო­და, თურ­მე, ერთხელ არ გა­გი­მარ­თლა და მეტი ნუ­ღარ გა­თხოვ­დე­ბიო. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გე­გის ერთი დღის მოყ­ვა­ნი­ლი ჰყო­ლია გოგო ცო­ლად, ანუ მკვლე­ლო­ბის წინა დღეს მო­იყ­ვა­ნა. არ ვი­ცით, რით მოკ­ლა და ზუს­ტად რა მოხ­და, მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში მოხ­და. გეგი ნი­გუ­რი­ა­ნი ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნი­დან, ბოლო ხანს აქ არც იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, უპ­რობ­ლე­მო, წე­სი­ე­რი. მხო­ლოდ იმი­ტომ მოკ­ლა, რომ მისი და უყ­ვარ­და...“.

და­ვუ­კავ­შირ­დით შსს-საც, სა­დაც გვი­თხრეს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. გთა­ვა­ზობთ შსს-ს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

'ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ღ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 14 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, გლ­დან­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სხე­ულ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა - 1991 წელს და­ბა­დე­ბულ გ. ნ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, გ.ღ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

რა 7-დან 15 წლამ­დე, სამუდამო მიეცით მაგ ცივსისხლიან მკვლელს, რისთვის გაიმეტა ახალგაზრდა კაცი. ან აქამდე რა სიკეთე უკეთებია, ციხიდან გამობრძანდა თუ არა, მკვლელობა ჩაიდინა, მერე რომ გამოვა რაღას იზამს უკეთესს, რამდენი ადამიანი უნდა გაამწაროს.

jjj
17

ვაახ ლამის დავიჯერო მართლა ხისთავიანებია არია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?

"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?

მკვლელობა მოხდა გლდანში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცოლის ძმამ მოკლა.

ადგილობრივების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

"მაღაზიაში ვიყავი, სროლის ხმა რომ გავიგე. მეგონა, ბავშვები აღნიშნავდნენ რამეს, გამოვედი მაღაზიიდან და მანქანასთან დავინახე მამაკაცი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი იყო. 30-35 წლის იქნებოდა, ალბათ. ამ უბნელი არ არის და არ ვიცნობთ. ქუჩაში სხვა არავინ დამინახავს. ყველა ჩემს ყვირილზე გამოვიდა. კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია. გასროლილი ტყვია მანქანასაც მოხვდა. მგონი, გაიარა და ისე ესროლა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ambebi.ge-ის ინფორმაციით, მოკლული 30 წლის გეგი ნიგურიანია, ხოლო მკვლელობაში ბრალდებული მისი ახალშერთული ცოლის ძმა.

გვესაუბრება მესტიის მკვიდრი:

"მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია, მოკლული კი - გეგი ნიგურიანი. ღვაჩლიანი გარდაბანის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში გაიზარდა, თუმცა წარმოშობით უშგულელია, მას უკარგესი, წესიერებისა და პატიოსნების განსახიერება მშობლები ჰყავს, თუმცა თვითონ აერია ცხოვრება. ღვაჩლიანი ციხიდან ახალი გამოსული იყო, როგორც ამბობენ, მას პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. ნიგურიანს ღვაჩლიანის და უყვარდა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ძმა ეუბნებოდა, თურმე, ერთხელ არ გაგიმართლა და მეტი ნუღარ გათხოვდებიო. როგორც შევიტყვეთ, გეგის ერთი დღის მოყვანილი ჰყოლია გოგო ცოლად, ანუ მკვლელობის წინა დღეს მოიყვანა. არ ვიცით, რით მოკლა და ზუსტად რა მოხდა, მკვლელობა თბილისში მოხდა. გეგი ნიგურიანი ახალი ჩამოსული იყო უკრაინიდან, ბოლო ხანს აქ არც იყო, ძალიან კარგი ბიჭი იყო, უპრობლემო, წესიერი. მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მისი და უყვარდა...“.

დავუკავშირდით შსს-საც, სადაც გვითხრეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გთავაზობთ შსს-ს განცხადებას უცვლელად:

'შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ გ. ნ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს".

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

"ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს" - როგორ სძალავდნენ ქართველ ემიგრანტებს ფულს: პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?