მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი
"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი

მთავ­რო­ბამ კომ­პა­ნია „მო­დერ­ნას­თან" ვაქ­ცი­ნის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა ჩა­შა­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, ვინც ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - გა­ნა­ცხა­და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სას.

კან­დე­ლა­კის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის გან­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კომ­პა­ნია „მო­დერ­ნას­თან“, რი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ ისარ­გებ­ლა და და­კარ­გა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ერ­ჩი­ნა ასე­უ­ლო­ბით სი­ცო­ცხლე. კან­დე­ლა­კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრსა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს აკის­რებს და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრას ითხოვს.

კან­დე­ლა­კი ასე­ვე შე­ე­ხო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ი­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ სის­ტე­მას აქვს მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზი, რაც აჩენს „კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის ნიშ­ნებს“.

„გუ­შინ­დელ­მა დღემ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ხე­ზე გვაქვს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის სრუ­ლი კრა­ხი, რომ გვაქვს მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთ ბოლო ად­გილ­ზეა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კით. მხო­ლოდ ეს კრა­ხი იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი, სხვა ყვე­ლა სა­კითხს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მთავ­რო­ბის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად. დღეს მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ჰქონ­და კომ­პა­ნია „მო­დერ­ნას­თან“, ჯერ კი­დევ ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბამ­დე წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის გან­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რი­თაც მთავ­რო­ბამ არ ისარ­გებ­ლა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­შიც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბო­და დღეს ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით მსოფ­ლი­ო­ში და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, იქ­ნე­ბო­და ცო­ცხა­ლი.

ეს თა­ვად­ვე და­ა­დას­ტუ­რა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­სულ კვი­რას, როცა მან თქვა, რომ კომ­პა­ნია „მო­დერ­ნას“ და „ჯონ­სონ&ჯონ­სო­ნის“ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი ჩვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი არ იყოო. მა­ინ­ტე­რე­სებს, განა რა პი­რო­ბე­ბი იყო ისე­თი, რო­მელ­თაც მათ შეგ­ნე­ბუ­ლად არ­ჩი­ეს დღე­ში 20-30 ადა­მი­ა­ნამ­დე სიკ­ვდი­ლი. დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იღუ­პე­ბა 20-დან 30 ადა­მი­ა­ნამ­დე, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ჰქონ­და ვირუს­თან ვი­თომ ქუ­ჩე­ბის „შამ­პუ­ნის“ მო­რე­ცხვის­თვის ასე­ულ ათა­სო­ბით ლარი, თუკი მთავ­რო­ბას ჰქონ­და კო­რუმ­პი­რე­ბულ და სუ­ლე­ლურ ე.წ. სა­მოგ­ზა­უ­რო კა­რან­ტინ­ში 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­დაყ­რის, გაფ­ლან­გვის ფული, რა იყო ამის­თა­ნა, რომ მათ არ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ კომ­პა­ნი­ებ­თან „მო­დერ­ნა“ და „ჯონ­სონ&ჯონ­სო­ნი“.

მო­ვუ­წო­დებ ტი­კა­რა­ძეს, გა­ა­სა­ჯა­რა­ვოს დო­კუ­მენ­ტე­ბი ამ ორ კომ­პა­ნი­ას­თან, მი­მო­წე­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი და თუკი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლაც ჰქონ­და წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის გან­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ არ ისარ­გებ­ლა, უნდა აღიძ­რას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, ვინც მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ეს ეხე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს.

ასე­ვე მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რი გუ­შინ­დელ კრახს „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთელ თბი­ლის­ში მუ­სი­რებს და ყვე­ლა იც­ნობს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ჩა­წყო­ბით გა­ი­კე­თეს „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა. ამ კო­მუ­ნის­ტუ­რი ნო­მენკლა­ტუ­რის მე­ტას­ტა­ზებ­მა, რო­მელ­თათ­ვის მშობ­ლი­უ­რია ეს „ჩა­წყო­ბა“, შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დეს, რომ ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს აქვს რა­ღაც „შავი სი­ე­ბი“, მარ­ცხე­ნა სი­ე­ბი და ასე სის­ტე­მის ავ­ლით ვი­ღა­ცებს კა­ნო­ნის ავ­ლით უკე­თე­ბენ „ფა­ი­ზე­რის“ აც­რას, უკე­თებ­დნენ ად­რეც, რო­მელ­თაც არც ასა­კით ეკუთ­ვნო­დათ და არც სხვა კრი­ტე­რი­უ­მით. ამის ერთ-ერთი დას­ტუ­რი ისი­ცაა, რომ რო­დე­საც გა­იხ­სნა გუ­შინ, 15:00 სა­ათ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ი­ტი, უამ­რა­ვი ად­გი­ლი უკვე იყო და­ჯავ­შნი­ლი“ , - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
9

რატომ არ ხსნიან მაფიოზ გამყრელიძეს, იმიტომ რო "გაყოფა" იცის!

tngh
35

დააბრეხვა მორიგი ჭორი... "ნაც-აქტივისტისებისატვის"... ჯერ არავინ არ იცის რომელი ვაქცინაა უკეთესი. მხოლოდ ჭორიკნებმა იციან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს "შავი სიები" აქვს და კანონის ავლით უკეთებენ "ფაიზერს", როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო" - გიორგი კანდელაკი

მთავრობამ კომპანია „მოდერნასთან" ვაქცინის წინასწარი შეკვეთა ჩაშალა, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა, ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას.

კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა კომპანია „მოდერნასთან“, რითაც ხელისუფლებამ არ ისარგებლა და დაკარგა შესაძლებლობა გადაერჩინა ასეულობით სიცოცხლე. კანდელაკი პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს აკისრებს და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მათზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვს.

კანდელაკი ასევე შეეხო ვაქცინაციის საიტის გაუმართაობის საკითხს და აღნიშნა, რომ სისტემას აქვს მრავალი ხარვეზი, რაც აჩენს „კორუფციული სქემების ნიშნებს“.

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სახეზე გვაქვს ვაქცინაციის პროცესის სრული კრახი, რომ გვაქვს მაღალი სიკვდილიანობა ქვეყანაში და საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ვაქცინაციის სტატისტიკით. მხოლოდ ეს კრახი იქნებოდა საკმარისი, სხვა ყველა საკითხს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად. დღეს მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომპანია „მოდერნასთან“, ჯერ კიდევ ვაქცინების გამოშვებამდე წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც მთავრობამ არ ისარგებლა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც საქართველო იქნებოდა დღეს ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე ვაქცინაციის თვალსაზრისით მსოფლიოში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, იქნებოდა ცოცხალი.

ეს თავადვე დაადასტურა თამარ გაბუნიამ გასულ კვირას, როცა მან თქვა, რომ კომპანია „მოდერნას“ და „ჯონსონ&ჯონსონის“ მიერ შემოთავაზებული პირობები ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყოო. მაინტერესებს, განა რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. დღეში საქართველოში იღუპება 20-დან 30 ადამიანამდე, თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვირუსთან ვითომ ქუჩების „შამპუნის“ მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ. სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გადაყრის, გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ კომპანიებთან „მოდერნა“ და „ჯონსონ&ჯონსონი“.

მოვუწოდებ ტიკარაძეს, გაასაჯარავოს დოკუმენტები ამ ორ კომპანიასთან, მიმოწერის დოკუმენტები და თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს მთავრობამ არ ისარგებლა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს.

ასევე მინდა გამოვეხმაური გუშინდელ კრახს „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, მთელ თბილისში მუსირებს და ყველა იცნობს ადამიანებს, რომლებმაც ჩაწყობით გაიკეთეს „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ კომუნისტური ნომენკლატურის მეტასტაზებმა, რომელთათვის მშობლიურია ეს „ჩაწყობა“, შესაძლებელი გახადეს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს რაღაც „შავი სიები“, მარცხენა სიები და ასე სისტემის ავლით ვიღაცებს კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერის“ აცრას, უკეთებდნენ ადრეც, რომელთაც არც ასაკით ეკუთვნოდათ და არც სხვა კრიტერიუმით. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ როდესაც გაიხსნა გუშინ, 15:00 საათზე ვაქცინაციის საიტი, უამრავი ადგილი უკვე იყო დაჯავშნილი“ , - განაცხადა კანდელაკმა.