პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა
"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი 4 შვი­ლის დედა შო­რე­ნა ბუხ­რაშ­ვი­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შავ კარ­კას­ში ცხოვ­რობ­და. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შვი­ლე­ბის მოვ­ლას­თან ერ­თად, ყო­ველ წუთს მტვრი­ან ზე­და­პი­რებს უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან გა­უ­რე­მონ­ტე­ბელ სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად იმ­ტვე­რე­ბო­და.

"ჭურ­ჭელს გავ­რე­ცხავ­დი თუ არა, მა­შინ­ვე მტვე­რი ედე­ბო­და, ბავ­შვებს რომ ხე­ლებს დავ­ბან­დი, მა­შინ­ვე უჭუ­ჭყი­ან­დე­ბო­დათ და თა­ვი­დან და­სა­ბა­ნი უხ­დე­ბო­დათ. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა კი მა­ინც ია­ტა­კის არ­ქო­ნა იყო, რად­გან ბე­ტონ­ზე ბავ­შვე­ბი სულ მი­ცივ­დე­ბოდ­ნენ და წამ­ლე­ბი რომ მჭირ­დე­ბო­და, საკ­ვე­ბის ფულს ვაკ­ლებ­დი. ჩემი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა. ამით ვა­ხერ­ხებ ცხოვ­რე­ბას და ბავ­შვე­ბის გა­მოკ­ვე­ბას“, - გვი­ამ­ბობს შო­რე­ნა.

შო­რე­ნას და მისი 4 შვი­ლის მძი­მე ყოფა ცოტა ხნის წინ ერთი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და "რე­ზი­და­ი­ნის“ ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით დას­რულ­და.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს რო­გორც ყვე­ლას, მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და ერთ-ერთ ფონდს, რო­მე­ლიც მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დებს ეხ­მა­რე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ მივ­წე­რე. ჩემ­თან საკ­ვე­ბით მო­ვი­და ერთი კე­თი­ლი გოგო, რო­მე­ლიც ახ­ლაც სულ მეხ­მა­რე­ბა. მას მი­უ­წე­რია "რე­დი­ზა­ი­ნის­თვის“ ჩემ შე­სა­ხებ და მეც მი­თხრა, იქ­ნებ და­გეხ­მა­რონ, "ფე­ის­ბუქ­ზე“ მა­შინ­ვე მი­პა­სუ­ხე­სო. მარ­თლა არ მე­გო­ნა, რომ ასე მოხ­დე­ბო­და, გა­და­ცე­მებს ვუ­ყუ­რე და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ყვე­ლაფ­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი...“, - გვი­ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

ერთ დღე­საც "რე­დი­ზა­ი­ნის“ წამ­ყვა­ნებ­მა შო­რე­ნას სახ­ლის კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნეს და ამ­ცნეს, რომ ყვე­ლაფ­რის მთლი­ა­ნად შეც­ვლას აპი­რებ­დნენ. გა­რე­მონ­ტე­ბულ სახ­ლში კი მას ყვე­ლა სა­ჭი­რო ავე­ჯი დახ­ვდე­ბო­და.

"წამ­ყვა­ნე­ბი მარ­თლა უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი არი­ან. კადრს მიღ­მაც მე­სა­უბრნენ და თბი­ლად გა­მომ­კი­თხეს ყვე­ლა­ფე­რი. ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რო­და და არ ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ იმ შე­დეგს მი­ვი­ღებ­დი, რაც ვნა­ხე, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ყვე­ლაფ­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, ვერც კი ვამ­ბობ ზუს­ტად სახ­ლის რო­მე­ლი კუ­თხე მომ­წონს, ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია ია­ტა­კი, რად­გან ბავ­შვე­ბი ბე­ტონ­ზე აღარ გა­მი­ცივ­დე­ბი­ან. უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი 4-5 წლი­სე­ბი არი­ან და იმ­დე­ნად ვერ აღიქ­ვა­მენ, რა მოხ­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და უზო­მოდ მოს­წონთ. “, - აღ­ნიშ­ნა შო­რე­ნამ.

სახლზე "რე­დი­ზა­ი­ნის“ პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა გუნ­დმა იმუ­შა­ვა და შავი კარ­კა­სი­დან სრულ­ყო­ფილ სა­ცხოვ­რე­ბელ სივ­რცედ აქ­ცია. შე­სას­ვლე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­ხა­ლი­სა მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა შპა­ლერ­მა, ნა­თე­ლი ფე­რე­ბი კი სახ­ლს სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და სით­ბოს შეგ­რძნე­ბას სძენს. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ჰი­პერ­მარ­კეტ "მი­ჰა­უ­სის“ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, უშუ­ა­ლოდ რე­მონტზე კი "ბრი­გად არ­ტმა“ იზ­რუ­ნა.

თუ გსურთ, გა­და­ცე­მის მხი­ა­რუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ანა და ნოდო თქვენ­თა­ნაც მო­ვიდ­ნენ და თქვენს სახ­ლს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნონ, მის­წე­რეთ "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე, აუხ­სე­ნით თქვენ შე­სა­ხებ და და­ე­ლო­დეთ მათ ზარს.

"რე­დი­ზა­ინს“ შე­გიძ­ლი­ათ მის­წე­როთ აქ.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა

"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა

სოციალურად დაუცველი მცირეწლოვანი 4 შვილის დედა შორენა ბუხრაშვილი 10 წლის განმავლობაში შავ კარკასში ცხოვრობდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ყოველდღიურობა შვილების მოვლასთან ერთად, ყოველ წუთს მტვრიან ზედაპირებს უკავშირდებოდა, რადგან გაურემონტებელ სახლში ყველაფერი ადვილად იმტვერებოდა.

"ჭურჭელს გავრეცხავდი თუ არა, მაშინვე მტვერი ედებოდა, ბავშვებს რომ ხელებს დავბანდი, მაშინვე უჭუჭყიანდებოდათ და თავიდან დასაბანი უხდებოდათ. ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც იატაკის არქონა იყო, რადგან ბეტონზე ბავშვები სულ მიცივდებოდნენ და წამლები რომ მჭირდებოდა, საკვების ფულს ვაკლებდი. ჩემი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ამით ვახერხებ ცხოვრებას და ბავშვების გამოკვებას“, - გვიამბობს შორენა.

შორენას და მისი 4 შვილის მძიმე ყოფა ცოტა ხნის წინ ერთი კეთილი ადამიანისა და "რეზიდაინის“ ჯგუფის დახმარებით დასრულდა.

"კორონავირუსის პირველი ტალღის დროს როგორც ყველას, მეც ძალიან გამიჭირდა და ერთ-ერთ ფონდს, რომელიც მრავალშვილიან დედებს ეხმარებოდა, ამის შესახებ მივწერე. ჩემთან საკვებით მოვიდა ერთი კეთილი გოგო, რომელიც ახლაც სულ მეხმარება. მას მიუწერია "რედიზაინისთვის“ ჩემ შესახებ და მეც მითხრა, იქნებ დაგეხმარონ, "ფეისბუქზე“ მაშინვე მიპასუხესო. მართლა არ მეგონა, რომ ასე მოხდებოდა, გადაცემებს ვუყურე და ყველაფერი ძალიან მომწონდა, ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი...“, - გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ერთ დღესაც "რედიზაინის“ წამყვანებმა შორენას სახლის კარზე დააკაკუნეს და ამცნეს, რომ ყველაფრის მთლიანად შეცვლას აპირებდნენ. გარემონტებულ სახლში კი მას ყველა საჭირო ავეჯი დახვდებოდა.

"წამყვანები მართლა უსაყვარლესები არიან. კადრს მიღმაც მესაუბრნენ და თბილად გამომკითხეს ყველაფერი. ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და არ ველოდებოდი, რომ იმ შედეგს მივიღებდი, რაც ვნახე, გაოცებული ვარ. ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ, ვერც კი ვამბობ ზუსტად სახლის რომელი კუთხე მომწონს, ყველაზე მეტად მიხარია იატაკი, რადგან ბავშვები ბეტონზე აღარ გამიცივდებიან. უფროსი ბავშვები 4-5 წლისები არიან და იმდენად ვერ აღიქვამენ, რა მოხდა, თუმცა ძალიან გახარებულები არიან და უზომოდ მოსწონთ. “, - აღნიშნა შორენამ.

სახლზე "რედიზაინის“ პროფესიონალმა გუნდმა იმუშავა და შავი კარკასიდან სრულყოფილ საცხოვრებელ სივრცედ აქცია. შესასვლელი განსაკუთრებით გაახალისა მრავალფეროვანმა შპალერმა, ნათელი ფერები კი სახლს სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას სძენს. რაც მთავარია, ყველაფერი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ "მიჰაუსის“ უმაღლესი ხარისხის მასალებითაა გაკეთებული, უშუალოდ რემონტზე კი "ბრიგად არტმა“ იზრუნა.

თუ გსურთ, გადაცემის მხიარული წამყვანები ანა და ნოდო თქვენთანაც მოვიდნენ და თქვენს სახლს ახალი სიცოცხლე შესძინონ, მისწერეთ "ფეისბუქის“ გვერდზე, აუხსენით თქვენ შესახებ და დაელოდეთ მათ ზარს.

"რედიზაინს“ შეგიძლიათ მისწეროთ აქ.

(R)

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ