საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN
თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN

CNN აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს და წერს, რომ მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ და­სა­ჯეს ავ­ღა­ნეთ­ში თა­ლი­ბებ­მა სიკ­ვდი­ლით 22 ჯა­რის­კა­ცი. რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ღა­ნე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

შემ­თხვე­ვა 16 ივ­ნისს, ფა­რი­ა­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ დო­ლათ აბად­ში, ავ­ღა­ნე­თი­სა და თურ­ქმე­ნე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მოხ­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქა­ლა­ქის და­სა­კა­ვებ­ლად თა­ლი­ბებ­სა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებს შო­რის სას­ტი­კი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, რა დრო­საც, ჯა­რის­კა­ცებს ტყვი­ე­ბი გა­უ­თავ­დათ და ისი­ნი თა­ლი­ბე­ბის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­დნენ.

ვი­დე­ო­ში პუშ­ტურ ენა­ზე ის­მის - "არ ეს­რო­ლოთ, არ ეს­რო­ლოთ, გე­ვედ­რე­ბით, არ ეს­რო­ლოთ მათ.“

რო­გორც CNN წერს, ტყვედ ჩა­ვარ­დნილ ჯა­რის­კა­ცებს თა­ლი­ბა­ნი გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ უშ­ვებს ხოლ­მე, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ამ­ჯე­რად ასე არ მოხ­და. მათ ია­რა­ღაყ­რილ ჯა­რის­კა­ცებს ეს­რო­ლეს. ვი­დე­ო­ში ის­მის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი - "ალ­ლაჰ აკბარ."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ცი­დენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში თა­ლი­ბან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ ცო­ცხლად აიყ­ვა­ნეს ტყვე­ე­ბი და ისი­ნი გა­ნა­ი­ა­რა­ღეს.

ვი­დე­ო­ში არ იყო სა­უ­ბა­რი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, თა­ლი­ბა­ნის სპი­კერ­მა ყო­ვე­ლი­ვეს სი­ყალ­ბე უწო­და და თქვა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში 22 სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბის დროს და­ი­ღუ­პა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
46

ბაიდენის შედევრი

მოქალაქე
67

ნეტავ საქართველოში ვინ როდის მიხვდება რომ ამერიკაც ისეთვივე მხეცია როგორც მაგალითად რუსეთი და ყველა სხვა ზესახელმწიფო.

 

პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა ავღანეთში, ნატოში ინტეგრაციის აუცილებელი პირობის შირმით ჩვენ გვაომებდა

ახლა კი მიაგდო თალიბანის საჯიჯგნად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN

თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN

CNN აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ დასაჯეს ავღანეთში თალიბებმა სიკვდილით 22 ჯარისკაცი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვიდეოში ნაჩვენები ჯარისკაცები ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

შემთხვევა 16 ივნისს, ფარიაბის პროვინციაში, ქალაქ დოლათ აბადში, ავღანეთისა და თურქმენეთის საზღვართან ახლოს მოხდა. გამოცემის ცნობით, ქალაქის დასაკავებლად თალიბებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა, რა დროსაც, ჯარისკაცებს ტყვიები გაუთავდათ და ისინი თალიბების ალყაში აღმოჩდნენ.

ვიდეოში პუშტურ ენაზე ისმის - "არ ესროლოთ, არ ესროლოთ, გევედრებით, არ ესროლოთ მათ.“

როგორც CNN წერს, ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს თალიბანი გამოსასყიდის სანაცვლოდ უშვებს ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად ასე არ მოხდა. მათ იარაღაყრილ ჯარისკაცებს ესროლეს. ვიდეოში ისმის განწირული ყვირილი - "ალლაჰ აკბარ."

აღსანიშნავია, რომ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში თალიბანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცოცხლად აიყვანეს ტყვეები და ისინი განაიარაღეს.

ვიდეოში არ იყო საუბარი სიკვდილით დასჯაზე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მედიაში სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრები გავრცელდა, თალიბანის სპიკერმა ყოველივეს სიყალბე უწოდა და თქვა, რომ სინამდვილეში 22 სამხედრო შეტაკებების დროს დაიღუპა.