ავტორი:

როგორ და რა სირთულით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი - ივანე ჩხაიძის განმარტება

როგორ და რა სირთულით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი - ივანე ჩხაიძის განმარტება

"ბავშვებში "დელტა“ ვარიანტის დროს უფრო მეტად აღინიშნება ფილტვის დაზიანება, მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების ბევრი შემთხვევაა", - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, სადაც ბავშვების კორონავირუსის "დელტა“ შტამით ინფიცირებაზე ისაუბრა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, "დელტა“ ვარიანტს ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა ნაკლებად ახასიათებს.

"რა თქმა უნდა, როდესაც "დელტა“ ვარიანტს ვახასიათებთ, მას შედარებით უფრო მეტად გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში, ასევე 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამ მონაცემების უკან, პირველ რიგში, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები დგას. ყველაზე მეტი მონაცემი ჩვენი ბრიტანელი კოლეგების გვაქვს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტი გაახალგაზრდავდა, ბავშვებში სიმპტომების მეტად გამოვლენა.

შეიძლება თუ არა, კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, განვასხვავოთ კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტი, რომელიმე სხვა ვარიანტისგან?- ალბათ, არა. თუმცა, რაღაც ნიუანსები არის.

ეს ნიუანსია ყველასთვის კარგად ცნობილი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, რომელიც საკმაოდ ხშირია კორონავირუსის ბრიტანული და ჩინური ვარიანტის შემთხვევაში, რაც ნაკლებად ახასიათებს "დელტა“ ვარიანტს. ასევე, ერთ-ერთ თავისებურებად ითვლება უფრო მეტად გამოხატული თავის ტკივლი და არა ცხელება, ყელის ტკივლი და არა ხველა. კიდევ ერთი, რაც ბავშვებშიც ფიქსირდება, უფრო მეტად "დელტა“ ვარიანტის დროს, აღინიშნება ფილტვის დაზიანება, კერძოდ, ფილტვების ანთების განვითარება. მაინც მინდა გავიმეორო, რომ მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ძალიან რთული იქნება კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის განსხავება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, ყველა 1 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსის რომელიმე სიმპტომი აქვს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.

"აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მშობლების მდგომარეობა. დღეისათვის ქვეყანაში ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებები პრაქტიკულად დაკეტილია. ბავშვი ვერ დაინფიცირდება გარეთ, სკოლასა და ბაღში. დღეისთვის, ბავშვების ინფიცირების ერთადერთი შესაძლებლობა საყოფაცხოვრებო კონტაქტია.

როდესაც მშობელი სვამს კითხვას, აქვს თუ არა კორონავირუსი ბავშვს, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს არის, თუ არა ვინმე ოჯახში ინფიცირებული. თუ, ოჯახის რომელიმე წევრი ინფიცირებულია, აუცილებელია ბავშვის სიმძმის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს. თუ სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ყველა სიმპტომი, რაც სხვა ვირუსებისთვისაა დამახასიათებელი, შესაძლოა, იყოს დაფიქსირებული კორონავირუსის დროს, ეს არის-ცხელება, თავის და ყელის ტკივილი, ხველა, მუცლის ტკივილი.

ბავშვებში კიდევ ერთი განსხვავებაა ის, რომ მოზრდილებთან შედარებით ბევრი შემთხვევაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარეობა. ეს არის გულისრევა, ღებინება, ნაწლავების მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივლი და მადის დაქვეითება. რაც შეეება იმას, თუ როდის უნდა ვინერვიულოთ, ეს არის ასაკი. ჩვენი დღევანდელი პროტოკოლით, ყველა ბავშვი, წლამდე ასაკის, რომელსაც კორონავირუსის რომელიმე სიმპტომი აქვს, მაგრამ მისი ასაკი 1 წლამდეა, მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავდად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ყველა სხვა შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ ის ნიშნები, რომელიც ბავშვის ზოგად მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. ეს არის 3 დღე და მეტი მაღალი ტემპერატურა, ხშირი სუნთქვა, საკვების მიღების შეუძლებლობა, როდესაც ბავშვს არ შეუძლია საკვების და სითხის მიღება, ეს უკვე მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. ასევე, როდესაც ბავშვს ძალიან უჭირს სუნთქვა, აქვს გახშირებული კუჭის მოქმედება, ამასთან ერთად, არის მივარდნილი, ნაკლებად აქტიურია, ან კვება გამოტოვა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ აქ შესაძლოა, იყოს კორონავირუსის ის ფორმა, რომელსაც მეთვალყურეობა სჭირდება. ხაზს ვუსვამ, სუნთქვის გახშირებას, სუნთვის გაძნელებას, ტემპერატურის და ხველის მნიშვნელობას. გაუსინჯეთ თქვენ შვილს სატურაციის მაჩვენებელი, თუ ის 94-ის ქვემოთ არის, ბევრი მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ, გადაწყვიტოთ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია“,-აღნიშნავს ჩხაიძე.

კითხვაზე, ბავშვებში, რომელი ასაკობრივი კატეგორიაა საყურადღებო "დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულებს შორის, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ძნელი სათქმელია, როგორია მოზრდილებში ინფიცირებულთა ასაკობრივი განაწილება.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში ოფიციალურად დაფიქსირებული გვაქვს "დელტა“ ვარიანტის 72 შემთხვევა. აქედან, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ერთადერთი ბავშვია ინფიცირებული, რომელიც ციციშვილში მკურნალობს, დანარჩენი მოზრდილია. ასაკობრივი განაწილება ძნელი სათქმელია. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ 72 ადამიანია "დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული, გაცილებით მეტია. როგორია განაწილება ძნელი სათქმელია, ჩვენ ვიყენებთ ჩვენი კოლეგების მონაცემს, რომლებიც აღნიშნავენ რომ გაახალგაზრდავდა. ინფიცირებულების საშუალო ასაკი თუ იყო 50-55 წელზე მაღალი, ახლა სავარაუდოდ, უფრო დაბალი იქნება“,-აღნიშნავს ჩხაიძე.

კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ევიპდვითარება რეგიონებში

თსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

რა ახალი რეგულაციები შედის ძალაში 19 ივლისიდან?