სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი
"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კო­მი­სი­ის კრი­ტი­კულ­მა შე­ფა­სე­ბამ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, „დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით“ იმოქ­მე­დოს და საფრ­თხე შე­უქ­მნას არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაკ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შის გად­მო­რი­ცხვას, არა­მედ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მსგავ­სი სან­ქცი­ის და­წე­სე­ბა ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის რის­კის ზო­ნა­ში შეს­ვლაა.

„თა­ვის­თა­ვად ეს ტრან­ში ფი­ნან­სუ­რად იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს, მაგ­რამ ტრან­შის შე­ჩე­რე­ბას, სრუ­ლად შე­წყვე­ტას, ან დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბის გა­ჩე­ნას აქვს ე.წ. დო­მი­ნოს ეფექ­ტი. რო­გორც კი ასე­თი რამ ხდე­ბა, ეს არის ნი­შა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის დახ­მა­რე­ბის­თვის, ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის. თუ შენ ევ­რო­კავ­ში­რი გი­ჩე­რებს ტრანშს, ეს არის სიგ­ნა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი და­სავ­ლე­ლი ინ­ვეს­ტო­რის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­წყვი­ტოს ნე­ბის­მი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. ტრან­შის შე­წყვე­ტა რომც მოხ­დეს, ეს არ იქ­ნე­ბა დიდი უბე­დუ­რე­ბა იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა არ­ცთუ ისე დიდ თან­ხა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ „დო­მი­ნოს ეფექ­ტი“ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე ისე­დაც საკ­მა­ოდ მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, რა­შიც ვართ. ახლა კი­დევ უფრო გარ­თულ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­სა­გე­ბია ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბა, რომ ეს არის ევ­რო­პუ­ლი გა­რან­ტი­ით და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, ანუ ევ­რო­პა ცალ­სა­ხად თვლის, რომს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­არ­ღვია შე­თან­ხმე­ბის ერთ-ერთი პუნ­ქტი და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბენ, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ უფრო გარ­თუ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ჩნდე­ბა 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით. ეს კი­დევ ერთი ლურ­სმა­ნია ამ პრობ­ლე­მე­ბის გამ­წვა­ვე­ბა­ში.

ეს იმოქ­მე­დებს არა მხო­ლოდ ამე­რი­კის შერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე, არა­მედ აზი­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­ზეც და ნე­ბის­მი­ერ სხვა ინ­ვეს­ტორ­ზეც. აზი­ელ­მა ინ­ვეს­ტორ­მა, ია­პო­ნე­ლი იქ­ნე­ბა ჩი­ნე­ლი თუ სხვა, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ როცა ასე­თი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბი, ეს მათ­თვი­საც ირი­ბად არის რის­კის ზო­ნა­ში შეს­ვლა. როცა ვსა­უბ­რობ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაპ­რობ­ლე­მე­ბა­ზე, ვსა­უბ­რობ გლო­ბა­ლურ გაპ­რობ­ლე­მე­ბა­ზე და არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­აჩ­ნია, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

„ნა­წი­ლობ­რივ ტეს­ტავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მძე­ვა­ლია იმ მან­კი­ე­რი სის­ტე­მის, რო­მელ­საც თა­ვად აყა­ლი­ბებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ნამ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებ­და, მა­ნამ­დე კონ­ტრაქ­ტი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი „კო­ლექ­ტი­ურ მუ­რუ­სი­ძეს­თან“, რომ­ლის პი­რო­ბე­ბიც ასე­თია - ეს ხალ­ხი ეუბ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შე­ას­რუ­ლებს ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას და ჩვენ ამის არა­ერ­თი ფაქ­ტი ვნა­ხეთ, ამის სა­ნაც­ვლოდ სა­სა­მარ­თლო­ში მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი უნდა მქონ­დეს რომ მო­გემ­სა­ხუ­რო, მი­თუ­მე­ტეს, რომ ახლა არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის. მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მი­აჩ­ნი­ათ, რომ უფრო სე­რ­რი­ო­ზუ­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ევ­რო­პე­ლებს აქე­დან „და­ა­ბო­ლე­ბენ“ და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ა­გო­რე­ბენ; მო­სა­მარ­თლე­ე­ბი კი, მათი პირ­და­პი­რი საფრ­თხეა“, - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­კო­მი­სის პრესს­პი­კერ­მა დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­კარ­გუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის. ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ ნა­ბი­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა მაკ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შის გა­მო­ყო­ფა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
40

ამ კაცმა დიპლომი წარმოადგინოს არ შეიძლება? რა აქვს ასეთი დამთავრებული?

რეზი
46

ამის ნაექსპერტალი არ გაიშვა უკანა კარში. მარჩიელი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, შესაძლოა, „დომინოს პრინციპით“ იმოქმედოს და საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვას, არამედ უცხოურ ინვესტიციებსაც.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოსთვის მსგავსი სანქციის დაწესება ინვესტორებისთვის რისკის ზონაში შესვლაა.

„თავისთავად ეს ტრანში ფინანსურად იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ტრანშის შეჩერებას, სრულად შეწყვეტას, ან დახმარებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენას აქვს ე.წ. დომინოს ეფექტი. როგორც კი ასეთი რამ ხდება, ეს არის ნიშანი ნებისმიერი სხვა ტიპის დახმარებისთვის, ინვესტორებისთვის. თუ შენ ევროკავშირი გიჩერებს ტრანშს, ეს არის სიგნალი ნებისმიერი დასავლელი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა. ტრანშის შეწყვეტა რომც მოხდეს, ეს არ იქნება დიდი უბედურება იმიტომ, რომ შეიძლება არცთუ ისე დიდ თანხაზე იყოს საუბარი, მაგრამ „დომინოს ეფექტი“ იქნება ძალიან მძიმე ისედაც საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რაშიც ვართ. ახლა კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა. გასაგებია ევროკომისიის მოსაზრება, რომ ეს არის ევროპული გარანტიით დადებული შეთანხმება, ანუ ევროპა ცალსახად თვლის, რომს საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაარღვია შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი და ამაზე რეაგირებენ, მაგრამ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფუძველი ჩნდება 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებით. ეს კიდევ ერთი ლურსმანია ამ პრობლემების გამწვავებაში.

ეს იმოქმედებს არა მხოლოდ ამერიკის შერთებულ შტატებზე, არამედ აზიელ ინვესტორებზეც და ნებისმიერ სხვა ინვესტორზეც. აზიელმა ინვესტორმა, იაპონელი იქნება ჩინელი თუ სხვა, ძალიან კარგად იცის, რომ როცა ასეთი სანქციების ქვეშ აღმოჩნდები, ეს მათთვისაც ირიბად არის რისკის ზონაში შესვლა. როცა ვსაუბრობ ინვესტიციების გაპრობლემებაზე, ვსაუბრობ გლობალურ გაპრობლემებაზე და არა მხოლოდ ევროკავშირიდან ინვესტიციებზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ევროპული მხარის გადაწყვეტილებები.

„ნაწილობრივ ტესტავს ხელისუფლება ამ ნაბიჯებით, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება მძევალია იმ მანკიერი სისტემის, რომელსაც თავად აყალიბებს წლების განმავლობაში. ხელისუფლებას, სანამ ამ ხელშეკრულებას გააფორმებდა, მანამდე კონტრაქტი აქვს გაფორმებული „კოლექტიურ მურუსიძესთან“, რომლის პირობებიც ასეთია - ეს ხალხი ეუბნება ხელისუფლებას, რომ შეასრულებს ნებისმიერ პოლიტიკურ დაკვეთას და ჩვენ ამის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ამის სანაცვლოდ სასამართლოში მყარი პოზიციები უნდა მქონდეს რომ მოგემსახურო, მითუმეტეს, რომ ახლა არჩევნები მოდის. მოსამართლეებთან დაკავშირებული პრობლემა მიაჩნიათ, რომ უფრო სერრიოზულია, ვიდრე ევროპული მხარის გადაწყვეტილებები, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროპელებს აქედან „დააბოლებენ“ და რაღაცნაირად გადააგორებენ; მოსამართლეები კი, მათი პირდაპირი საფრთხეა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ევროკომისის პრესსპიკერმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო" - რას წერს ენტონი ბლინკენი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი