პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა, კრემლთან დაკავშირებული, ჰაკერთა ჯგუფი? - "ისინი დიდი კომპანიების სერვერებს უტევდნენ, შემდეგ კი, გამოსასყიდს ითხოვდნენ"
სად გაქრა, კრემლთან დაკავშირებული, ჰაკერთა ჯგუფი? - "ისინი დიდი კომპანიების სერვერებს უტევდნენ, შემდეგ კი, გამოსასყიდს ითხოვდნენ"

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ჰა­კერ­თა ჯგუ­ფის REvil-ის ვებგ­ვერ­დე­ბი "დარ­ქნე­თი­დან" გაქ­რა. მათი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ აღარ იძებ­ნე­ბა, ხოლო ნა­წილ­ზე წე­რია, რომ ამ დრო­ის­თვის "მი­უწ­ვდო­მე­ლია."

რო­გორვ BBC-ი წერს, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზი, მაგ­რამ არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა, მათი გაქ­რო­ბა რუ­სე­თის ან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ვი­ნა­ი­დან ყო­ვე­ლი­ვე და­ემ­თხვა პე­რი­ოდს, როცა ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის კი­ბერ­თავ­დას­ხმებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

  • კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც ესა­უბ­რა. რო­გორც ბა­ი­დენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მან ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უთხრა რუს კო­ლე­გას, რომ ამე­რი­კა რუ­სე­თის­გან კონ­კრე­ტულ მოქ­მე­დე­ბას ელო­და. გარ­და ამი­სა, ბა­ი­დენ­მა ისიც თქვა, რომ თუკი რუ­სე­თი არ იმოქ­მე­დებ­და, ამე­რი­კას ჰქონ­და მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი.

სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­სე­ბობს შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ REvil-ის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა ან შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ან რუ­სეთ­მა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­კერ­თა ჯგუ­ფის სა­ი­ტე­ბის გა­თიშ­ვის კი­დევ ერთი ვერ­სია არ­სე­ბობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მათ თა­ვად გა­და­წყვი­ტეს ასე მოქ­ცე­ვა, რად­გა­ნაც თავი აა­რი­დონ ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას, ხოლო შემ­დეგ, სხვა სა­ხე­ლით გა­მოჩ­დნენ. ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა.

ცნო­ბის­თვის FBI ადა­ნა­შა­უ­ლებს REVIL-ს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა­ში, მათ შო­რის, ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა გა­სულ თვე­ში ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის სერ­ვერ­ზე კი­ბერ­თავ­დას­ხმას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჰა­კე­რე­ბის­თვის 11 მი­ლი­ო­ნი გა­და­ე­ხა­და.

მათ ჰქონ­დათ ასე­ვე ვებგ­ვერ­დი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­მო­მავ­ლოდ იმ მსხვერ­პლი კომ­პა­ნი­ე­ბის სია, რომ­ლე­ბიც სა­მიზ­ნე­ე­ბად შე­არ­ჩი­ეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პორ­ტა­ლი ახლა გა­თი­შუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­კე­რე­ბი კი­ბერ­თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­მო­სას­ყიდ თან­ხას ითხოვ­დნენ ხოლ­მე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sd
18

ყანდიაშვილის ბოტები არ მიაყოლეს? ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სად გაქრა, კრემლთან დაკავშირებული, ჰაკერთა ჯგუფი? - "ისინი დიდი კომპანიების სერვერებს უტევდნენ, შემდეგ კი, გამოსასყიდს ითხოვდნენ"

სად გაქრა, კრემლთან დაკავშირებული, ჰაკერთა ჯგუფი? - "ისინი დიდი კომპანიების სერვერებს უტევდნენ, შემდეგ კი, გამოსასყიდს ითხოვდნენ"

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთთან ასოცირებული ჰაკერთა ჯგუფის REvil-ის ვებგვერდები "დარქნეთიდან" გაქრა. მათი ნაწილი საერთოდ აღარ იძებნება, ხოლო ნაწილზე წერია, რომ ამ დროისთვის "მიუწვდომელია."

როგორვ BBC-ი წერს, ამ ეტაპზე უცნობია, გაუჩინარების მიზეზი, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მათი გაქრობა რუსეთის ან შეერთებული შტატების ხელისუფლების ჩარევას უკავშირდებოდეს, ვინაიდან ყოველივე დაემთხვა პერიოდს, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის კიბერთავდასხმებთან დაკავშირებულ საკითხზე განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობაა.

  • კიბერთავდასხმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა. როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ძალიან მკაფიოდ უთხრა რუს კოლეგას, რომ ამერიკა რუსეთისგან კონკრეტულ მოქმედებას ელოდა. გარდა ამისა, ბაიდენმა ისიც თქვა, რომ თუკი რუსეთი არ იმოქმედებდა, ამერიკას ჰქონდა მოქმედების შესაბამისი რესურსი.

სწორედ ამ განცხადების გათვალისწინებით, არსებობს შეხედულება, რომ REvil-ის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა ან შეერთებულმა შტატებმა, ან რუსეთმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ჰაკერთა ჯგუფის საიტების გათიშვის კიდევ ერთი ვერსია არსებობს, რომლის მიხედვითაც, მათ თავად გადაწყვიტეს ასე მოქცევა, რადგანაც თავი აარიდონ ზედმეტ ყურადღებას, ხოლო შემდეგ, სხვა სახელით გამოჩდნენ. ექსპერტთა შეფასებით, ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

ცნობისთვის FBI ადანაშაულებს REVIL-ს სხვადასხვა კომპანიებზე კიბერშეტევაში, მათ შორის, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება გასულ თვეში ხორცის გადამამუშავებელი მსხვილი კომპანიის სერვერზე კიბერთავდასხმას. აღსანიშნავია, რომ კომპანია იძულებული გახდა ჰაკერებისთვის 11 მილიონი გადაეხადა.

მათ ჰქონდათ ასევე ვებგვერდი, სადაც განთავსებული იყო სამომავლოდ იმ მსხვერპლი კომპანიების სია, რომლებიც სამიზნეებად შეარჩიეს. აღნიშნული პორტალი ახლა გათიშულია. აღსანიშნავია, რომ ჰაკერები კიბერთავდასხმის შემდეგ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ ხოლმე.

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან

დანგრეული სახლები, ათობით გარდაცვლილი და დაკარგული მოქალაქე - გერმანიაში წყალდიდობას უმძიმესი შედეგი მოჰყვა (ფოტოები)