სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება, შთამომავლები და გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას
ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება, შთამომავლები და გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, გე­ნი­ო­სი პო­ე­ტის, მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და მო­აზ­როვ­ნის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას და­ბა­დე­ბი­დან 160 წელი შეს­რულ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ვაჟა-ფშა­ვე­ლა და­ი­ბა­და 1861 წლის 14 ივ­ლისს, თუმ­ცა 1912 წელს „სა­ხალ­ხო გა­ზეთ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვა­ჟა­სა­ვე წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ და­ი­ბა­და ძვ. სტი­ლით 1862 წლის 15 მა­ისს (ახ. სტი­ლით 27 მა­ი­სი). ჩარ­გალ­ში 14 ივ­ლისს ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვა­ჟა­ო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ და გე­ნი­ა­ლუ­რი კლა­სი­კო­სი მწერ­ლის ხსოვ­ნას და მემ­კვიდ­რე­ო­ბას მი­ა­გე­ბენ პა­ტივს.

  • "ცო­ლე­ბი" და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბი

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა იცო­დეს, თუმ­ცა ბუმ­ბე­რა­ზი პო­ე­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბი - ცო­ტამ. ცნო­ბი­ლია, რომ ვა­ჟას ორი ცოლი ჰყავ­და, სიყ­ვა­რუ­ლით კი ბევ­რჯერ ჰყვა­რე­ბია, თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო სქესს სიყ­ვა­რულ­ში ხში­რად ვერ უტყდე­ბო­და.

ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თა­მარ შა­რა­ბა­ძე ესა­უბ­რა:

"ვაჟა, რო­გორც თა­ვის და­უმ­თავ­რე­ბელ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერს, ხში­რად ყო­ფი­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს სიყ­ვა­რუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლა მას­ში, სა­ნამ ერთხე­ლაც ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვილს სიყ­ვა­რულ­ში არ გა­მო­უ­ტყდა.

ვაჟა ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის, ოთარ ამი­ლახ­ვრის ოჯახ­ში შინა მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვი­ეს, სწო­რედ ამ ოჯახ­ში შე­უყ­ვარ­და ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი, დაქვრი­ვე­ბუ­ლი ქალი კეკე. იმ დროს უკა­ნო­ნო შვი­ლი შვი­ლად არ ით­ვლე­ბო­და, ამი­ტომ კე­კეს დე­დის გვა­რი, ნე­ბი­ე­რი­ძე ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ შა­რა­ბა­ძემ.

თუმ­ცა, პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვარ­მა, არ­ჩილ ღიბ­რა­ძემ ახ­ლა­ხან სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ამ­ტკი­ცა, რომ კე­კეს გვა­რი არა ნე­ბი­ე­რი­ძე, არა­მედ ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლავთ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და ისი­ნიც, ვინც ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, ეკა­ტე­რი­ნეს გვა­რად ნე­ბი­ე­რი­ძეს ასა­ხე­ლე­ბენ. ეს გვა­რი არას­წო­რად პო­ე­ტის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რის, სო­ლო­მონ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის უნებ­ლიე შეც­დო­მის გამო გავ­რცელ­და, ვინც თა­ვის მხრივ, რო­გორც ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვარ­მა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე გას­წია. ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გად, სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ ეკა­ტე­რი­ნე გვა­რად არა ნე­ბი­ე­რი­ძე, არა­მედ ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლდათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის, ოთარ ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი იყო და დე­დის გვარ­ზე იწე­რე­ბო­და, რაც ცენ­ტრა­ლურ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოთა­რა­შე­ნის, ოთარ ამი­ლახ­ვრის სა­სახ­ლის, წმ. ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის 1865 წლის სა­ეკ­ლე­სიო წიგნ­ში და­ცუ­ლი ჩა­ნა­წე­რით დას­ტურ­დე­ბა. ეკა­ტე­რი­ნეს დედა - ანა ნე­ბა­ლა­ძე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლდათ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის გვა­რიც. ამ ცნო­ბას ადას­ტუ­რებს აგ­რეთ­ვე, ჩარ­გლის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის 1886 წლის ჩა­ნა­წე­რი ვა­ჟას უფ­რო­სი შვი­ლის, თა­მა­რის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ. ჩარ­გლის ეკ­ლე­სი­ის ჩა­ნა­წერ­ში გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ერთ ასო­შია - ასო-ბგე­რა "ა" შეც­ვლი­ლია ასო-ბგე­რა - "ე"-თი.1885 წლის შე­მოდ­გო­მით, ქარ­თლის სო­ფელ ოთა­რა­შე­ნის დიდ­მა ფე­ო­დალ­მა, ოთარ ამი­ლახ­ვარ­მა ვაჟა-ფშა­ვე­ლა შინ თა­ვი­სი შვი­ლის, გი­ორ­გის მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვია. ამ ოჯახ­ში გა­იც­ნო ვა­ჟამ ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე (კეკე).

ნა­ად­რე­ვად გა­თხო­ვილ­მა და დაქვრი­ვე­ბულ­მა კე­კემ თავი კვლავ ამი­ლახ­ვრე­ბის სახ­ლს შე­ა­ფა­რა. მას­წავ­ლებ­ლად მი­სულ ვა­ჟას ქალი შე­უყ­ვარ­და და მისი შერ­თვა გა­და­წყვი­ტა.ოჯა­ხი ღა­რი­ბუ­ლად, თუმ­ცა, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. კეკე, რო­მელ­მაც ქვეყ­ნად ოთხი შვი­ლი (თა­მა­რი, მა­რი­ა­მი, გულ­ქა­ნი და ლე­ვა­ნი) მო­ავ­ლი­ნა, ყვე­ლას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. ვა­ჟას ძმე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ საყ­ვა­რელ რძალს. ტა­ნად მომცროს, თურ­მე, ხელ­ში ბავ­შვი­ვით აიყ­ვან­დნენ და ასე ათა­მა­შებ­დნენ. ბო­ბო­ქა­რი, ფი­ცხი ხა­სი­ა­თის ვა­ჟას მე­უღ­ლე ირ­გვლივ მყოფთ სიმ­შვი­დით აო­ცებ­და. როცა ლუკა გა­ჯავ­რდე­ბო­და, ის უცებ გა­იქ­ცე­ო­და და ყელ­ზე ეხ­ვე­ო­და, რაც მა­შინ­ვე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და "აზ­ვირ­თე­ბულ" გე­ნი­ოს­ზე...

1902 წლის ზამ­თარ­ში დას­თან, მარ­თას­თან ყვა­რელ­ში მყოფ ვა­ჟას მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. პო­ე­ტი ხში­რად და­დი­ო­და დას­თან, სა­დაც ნა­დი­რობ­და და სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად ოჯახ­ში ნა­ნა­დი­რე­ვიც მიჰ­ქონ­და. კეკე მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 36 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. ის მე­ხუ­თე შვილ­ზე ნა­ად­რევ­მა მშო­ბი­ა­რო­ბამ შე­ი­წი­რა.

პო­ე­ტის ძმამ, ბა­ჩა­ნამ იფიქ­რა, ვაჟა თა­ვის დრო­ზე მა­ინც ვერ ჩა­მო­ვაო და საყ­ვა­რე­ლი რძა­ლი მი­წას მე­სა­მე დღეს მი­ა­ბა­რა... უბე­დუ­რე­ბის შე­ტყო­ბი­სას ლუკა ყვარ­ლის მთებ­ში იყო სა­ნა­დი­როდ და ტყი­დან მოკ­ლულ ირემს მო­ათ­რევ­და. როცა ამ­ბის მიმ­ტან­მა და­ბა­რე­ბუ­ლი გა­დას­ცა, ნა­ნა­დი­რე­ვი მი­ა­ტო­ვა და მარ­თას­თან დაბ­რუნ­და. ცხე­ნი მო­ი­კი­თხა, წას­ვლას იმ ღა­მეს­ვე აპი­რებ­და, თუმ­ცა, მარ­თამ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა, სთხო­ვა, დი­ლამ­დე მო­ე­ცა­და. ვა­ჟამ და­ლია (თუმ­ცა, მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მძაფ­რი ემო­ცი­ით გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ოდ­ნა­ვაც არ შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლა), ფან­დუ­რი აიღო და სწო­რედ მა­შინ უკარ­ნა­ხა გულ­მა და გო­ნე­ბამ ლექ­სი "იას უთხა­რით, ტურ­ფა­სა"", - ყვე­ბა არ­ჩილ ღიბ­რა­ძე.

რო­გორც თა­მარ შა­რა­ბა­ძე გვიყ­ვე­ბა: "კე­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ვა­ჟას შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში მისი ძმის, ბა­ჩა­ნას ცოლი ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლამ ურ­ჩია, მე­ო­რე ცოლი მო­ეყ­ვა­ნა. პო­ე­ტის რჩე­უ­ლი თა­მარ დი­დე­ბაშ­ვი­ლი გახ­და. ვაჟა ძმას­თან ერ­თად ქა­ლის და­სა­ნიშ­ნად წა­ვი­და. არ­სე­ბობს თა­მა­რის მა­მას­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ ვა­ჟას ეს ქალი ხა­სად მოჰ­ყავ­და, მაგ­რამ ხასა საყ­ვა­რელს არ ნიშ­ნავ­და. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ვაჟა შე­ხე­დავ­და თა­მარს თუ რო­გორ მო­უვ­ლი­და მის შვი­ლებს, ოჯახს და ამის შემ­დეგ გა­და­წყვეტ­და, და­ე­წე­რა თუ არა მას­ზე ჯვა­რი.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის შემ­დეგ ვა­ჟამ ქალი მა­ღა­როს­კარ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც შვი­ლე­ბი და ძმა ელო­დე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბობს ვა­ჟას შვი­ლის, გულ­ქა­ნის ასე­თი მო­გო­ნე­ბა - ბა­ჩა­ნას ცოლს პა­ტა­რე­ბის­თვის უთ­ქვამს, რომ დედა მო­დი­სო, ბავ­შვე­ბიც მიც­ვივ­დნენ და ცხენ­ზე მჯდომ თა­მარს შე­მო­ეხ­ვივ­ნენ, მან კი პა­ტა­რებს ცო­ტა­თი ფეხი გაჰ­კრაო. თა­მა­რი უცხო ოჯახ­ში შე­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვი­უ­ლობ­და, ბა­ჩა­ნას ცოლს კი უთ­ქვამს, თა­მარ ესე­ნი ობ­ლე­ბი არი­ან და ღმერ­თი არ გა­პა­ტი­ებ­სო.

თა­მარს შე­ე­ძი­ნა შვი­ლი ვახ­ტან­გი, მაგ­რამ კა­მა­თო­ბენ, რომ ვახ­ტან­გი ვა­ჟას შვი­ლი არ იყო. ამ­ბო­ბენ, თა­მარს რკი­ნიგ­ზე­ლი მუშა უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა და ვახ­ტან­გი მის­გან ჰყო­ლია. როცა ბავ­შვი ეყო­ლა, ვა­ჟას­თან ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ პო­ე­ტის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ვახ­ტანგს გვა­რი რა­ზი­კაშ­ვი­ლი მერე მის­ცე­სო, ეტყო­ბა ვაჟა ყოყ­მა­ნობ­და, მი­ე­ცა თუ არა მის­თვის გვა­რი.

ვაჟა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, თა­მა­რი ცო­ცხა­ლი იყო. რო­დე­საც ცოლ-შვი­ლი პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­მო­ვი­და, მათ და­ნახ­ვა­ზე ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში მდგა­რი ხალ­ხი ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო, ოჯახ­მა პო­ე­ტი ხმა­მაღ­ლა ვერ და­ი­ტი­რა, რად­გან სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ძა­ლი­ან მორ­ცხვე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მა­რი და გულ­ქა­ნი ამ­ბობ­დნენ, არ გვე­გო­ნა მამა ასე­თი და­ფა­სე­ბუ­ლი და დიდი თუ ყო­ფი­ლაო".

  • შთა­მო­მავ­ლე­ბი ("კვი­რის პა­ლიტ­რის" 2016 წლის ინ­ტერ­ვი­უ­დან)

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ერ­თა­დერთ პირ­და­პირ (შვი­ლე­ბი­დან) მემ­კვიდ­რეს, 1923 წელს ბოლ­შე­ვი­კე­ბი­სა­გან დახ­ვრე­ტილ ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვილს, მძი­მე ბედი ერგო, მე­ტიც - მარ­ტო თვი­თონ კი არა, მისი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც მსხვერ­პლი შე­იქ­ნენ. ვა­ჟას შთა­მო­მავ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა ისე მო­ე­წყო, რომ მხო­ლოდ 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდნენ სამ­ზე­ო­ზე, რო­გორც ვა­ჟას ნამ­დვი­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბი...

ლე­ვა­ნის ბედი კი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია: როცა მას დახ­ვრე­ტას უპი­რებ­დნენ, ხალ­ხის მო­სა­ლოდ­ნე­ლი რე­აქ­ცი­ით შე­ში­ნე­ბულ­მა მკვლე­ლებ­მა სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს მო­ახ­სე­ნეს, - ვაჟა-ფშა­ვე­ლას ვაჟი უნდა დავ­ხვრი­ტოთ და რას გვე­ტყვიო. მან - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დახ­ვრი­ტეთ! რომ შე­მეძ­ლოს, ვა­ჟას შვილს კი არა, თა­ვად ვა­ჟას დავ­ხვრეტ­დიო!

არ­ჩილ ღიბ­რა­ძეს დიდი მწერ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხი­დან მოს­დევს, ამი­ტომ მისი ყვე­ლა შთა­მო­მა­ვა­ლი გა­იც­ნო და მო­გო­ნე­ბე­ბი ჩა­ი­წე­რა.

- მა­მა­ჩემს ვაჟა გა­მორ­ჩე­ვით უყ­ვარ­და და თით­ქოს ამ სიყ­ვა­რუ­ლით და­მა­ვა­ლა, რომ მის კვალს მივ­ყო­ლო­დი. ჩვენ, იმის ნაც­ვლად, რომ ამ გე­ნი­ო­სის­თვის პა­ტი­ვი მიგ­ვე­გო, ვაჟი მო­ვუ­კა­ლით, ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ავ­კრძა­ლეთ, მისი სის­ხლი და ხორ­ცი ისე და­ვა­ში­ნეთ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდილ­ში შე­მა­ლუ­ლი­ყო. აი, ამ გან­ცდის ამოშ­ლა მო­მინ­და და ამი­ტო­მაც ჩა­ვე­დი გორ­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვილ­თაშ­ვი­ლებ­თან, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან.

- ისი­ნი ახ­ლაც გორ­ში ცხოვ­რო­ბენ?

- დიახ. თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, თუ რა­ტომ დამ­კვიდ­რდნენ გორ­ში. ვა­ჟას პირ­ვე­ლი ცო­ლის, კე­კეს­გან, ოთხი შვი­ლი დარ­ჩა: თა­მა­რი, ლე­ვა­ნი, გულ­ქა­ნი და მა­რი­ა­მი. მათ­გან მხო­ლოდ ლე­ვანს ჰყავ­და შვი­ლე­ბი (თა­მა­რი უშ­ვი­ლო დარ­ჩა, გულ­ქანს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­უკ­ვდა, ფეხ­მძი­მე მა­რი­ა­მი ღო­ბეს­თან მი­ა­ჭყლი­ტა ურემ­მა). ლე­ვა­ნი ხში­რად და­დი­ო­და გორ­ში ბი­ძას­თან, თე­დოს­თან. იქ გა­იც­ნო და გა­ტა­ცე­ბით შე­უყ­ვარ­და ბი­ძის ამ­ხა­ნა­გის, სოსო თვა­რე­ლი­ძის ქალი თა­მა­რი და ისე სას­წრა­ფოდ და­ი­წე­რა ჯვა­რი, მა­მის­თვის არც შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია... ჯვრის­წე­რის შემ­დეგ მა­მას დიდი სა­ბო­დი­შო წე­რი­ლი მის­წე­რა, - ვიჩ­ქა­რე, მაგ­რამ თა­მა­რი იმ­დე­ნად ლა­მა­ზი და კე­თილ­შო­ბი­ლია, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი უსა­თუ­ოდ მო­გე­წო­ნე­ბაო. ვაჟა გორ­ში ჩა­ვი­და და რძალს ოქ­როს­სა­მა­ჯუ­რი­ა­ნი სა­ა­თი და ყელ­სა­ბა­მი აჩუ­ქა. თა­მარ­მა 1987 წლამ­დე იცო­ცხლა.

- კი მაგ­რამ, სა­ი­დან უნდა ჰქო­ნო­და ამ­დე­ნი ფული ვა­ჟას?!

- იმ­დე­ნად თავ­მოყ­ვა­რე კაცი იყო, თუ არ ჰქონ­და, ისეს­ხებ­და. სა­დაც უსინ­დი­სო მე­დუქ­ნეს სცე­მა და მერე 3 მა­ნე­თი და­უ­დო დახლზე, ამ ჯა­რი­მას სა­სა­მარ­თლო მა­ინც გა­და­მახ­დე­ვი­ნებ­სო (ცე­მის­თვის 3 მა­ნე­თი იყო ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც მა­შინ უზარ­მა­ზა­რი ფული იყო), მში­ე­რიც რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რძალს რო­გორ და­ტო­ვებ­და უსა­ჩუქ­როდ! როცა უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში ვაჟა ფეხ­მძი­მე რძალ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა, მუ­ცელ­ზე ხელი და­ა­დო და უთხრა, - ვიცი, რომ შვი­ლიშ­ვი­ლი ბიჭი გა­მიჩ­ნდე­ბა, მანდ ლუ­კა­აო და რძა­ლიც ასე­თი ბუმ­ბე­რა­ზი მა­მამ­თი­ლის სა­ხელს შვილს რო­გორ არ და­არ­ქმევ­და!.. მერე და­ი­ბად­ნენ ეკა­ტე­რი­ნე და ქე­თე­ვა­ნი. ლუკა 9 წლის იყო, როცა ლე­ვა­ნი და­ი­ჭი­რეს - ის მი­ლი­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­პყრო­ბა და­ა­ვა­ლეს. ლე­ვან­მა შე­პყრო­ბის ნაც­ვლად მას სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვა­ში შე­უ­წყო ხელი. ბევ­რი იარა მის გა­მო­სახ­სნე­ლად თა­მარ­მა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. მარ­ტო­დარ­ჩე­ნილ სამ­შვი­ლი­ან ქალს ჩარ­გალ­ში, ქმრი­სე­ულ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა არ ეწე­რა - რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვა­ჟას მე­ო­რე ცოლს, თა­მარს, არ ეჭაშ­ნი­კე­ბო­და მისი იქ ყოფ­ნა, ამი­ტომ გორ­ში მა­მას­თან დაბ­რუნ­და.

თა­მარ­მა მე­ტად მძი­მე დრო­ში გა­ზარ­და შვი­ლე­ბი და ქმრის ბე­დით და­ში­ნე­ბუ­ლი შვი­ლებს დღე­და­ღამ ჩას­ჩი­ჩი­ნებ­და, - არ გა­ამ­ხი­ლოთ, რომ ვა­ჟას პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი ხარ­თო. მა­თაც ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ტვირ­თი უმაღ­ლე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბით ატა­რეს, - იყ­ვნენ ჩუ­მად, არა­სო­დეს არა­ვის­თვის უღა­ლა­ტი­ათ, ქვე­ყა­ნა არ შე­ურ­ცხვე­ნი­ათ. ოთხნი არი­ან და ცო­ცხლე­ბი არი­ან ვა­ჟას შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი, ანუ ლე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი: ნინო და თა­მარ რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი (ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი) და გო­დერ­ძი და ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლე­ბი (ქე­თე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი). სწო­რედ ეს უკა­ნას­კნე­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი მათ ძველ სახ­ლში. ერ­თად ვუს­ხე­დით სუფ­რას, ერთი ტკი­ვი­ლით ვსა­უბ­რობ­დით მათ ტრა­გი­კულ ბედ­ზე. ამ ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი ის ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც მათ, ვაჟა-ფშა­ვე­ლას და ლე­ვანს ეხე­ბა, ცო­ცხლად არის შე­ნა­ხუ­ლი ბე­ბი­ის მო­ნა­ყო­ლით.

დღეს ვაჟა-ფშა­ვე­ლას პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი 20-ნი არი­ან, მათ შო­რის 9 ბავ­შვია. ეს კი ქვეყ­ნის იმე­დია. თუ რო­მე­ლი­მე მე­ო­რე ვაჟა ვერ გახ­დე­ბა, ქვე­ყა­ნას ხომ ეყო­ლე­ბა და ქარ­თველ ერს გა­აგ­რძე­ლებს. და კი­დევ: ვა­ჟას შვილ­თაშ­ვი­ლე­ბის­გან ორი ისე ჰგავს ვა­ჟას ძმას, თე­დოს, შე­ხედ­ვის­თა­ნა­ვე იგ­რძნობ, რომ გე­ნე­ტი­კა უკ­ვდა­ვია. ესე­ნი არი­ან ქე­თე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი - გი­ორ­გი და მინ­დია გო­დერ­ძიშ­ვი­ლე­ბი, კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

...რა­ხან ვა­ჟას ყვე­ლა შთა­მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბა არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა, შე­ვე­ცა­დეთ, გი­ორ­გი­სა და მინ­დი­ას შევ­ხვედ­რო­დით. მარ­თა­ლია, მინ­დი­ამ გვი­თხრა, ჩვენ ვა­ჟას შვილ­თაშ­ვი­ლო­ბის შე­სა­ფე­რი­სი ჯერ ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე­თო, მაგ­რამ ასე არ გვგო­ნია - ისი­ნი არა მხო­ლოდ ვაჟა-ფშა­ვე­ლას, არა­მედ ქარ­თულ გე­ნე­ტი­კას აგ­რძე­ლე­ბენ და ღირ­სე­უ­ლა­დაც. სხვა რომ არა­ფე­რი, თუნ­დაც მინ­დი­ას ორი პა­ტა­რას - 6 წლის ლუ­კას და 4 წლის ლა­ზა­რეს ნახ­ვა ერთ სი­ა­მოვ­ნე­ბად ღირს!სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა, თა­ნაც გე­ნი­ო­სის სი­ცო­ცხლე. ღმერ­თმა ქნას, ჩვენ მა­თი­თაც გვე­ა­მა­ყოს!

  • გე­ნი­ა­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ბევრ სხვა ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ დროს უს­წრებს - ავ­ტო­რის ყო­ვე­ლი ფრა­ზა დღეს და­წე­რი­ლი­ვით ახა­ლია...

ამ­ჯე­რად, წიგ­ნი­დან - "ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფრა­ზე­ბი და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი", რო­მე­ლიც მისი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი სხვა­დას­ხვა გა­მო­ნათ­ქვა­მის­გა­ნაა შექ­მნი­ლი, რამ­დე­ნი­მე გე­ნი­ა­ლურ ფრა­ზას გა­გახ­სე­ნებთ:

  • "ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კო­ბა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა: პირ­ველთ ად­ვი­ლად ვი­შო­რებთ თა­ვი­დან, ავა­ზა­კებს ვე­ძა­ხით, ვსდევ­ნით, რო­გორც ცო­ფი­ან ძაღ­ლებს, ვე­ტე­ვე­ბით თო­ფით და ხმლით, მო­საკ­ლა­ვად არა ვზო­გავთ, ხოლო მე­ო­რე ჯუ­რის ავა­ზა­კებს ვძმო­ბი­ლობთ და ვე­მოყვრე­ბით".
  • "ყვე­ლა ერი თა­ვის ცე­ცხლს უკე­თებს და თა­ვის კერძს ჩას­ცქე­რის და სხვის­თვის ხე­ი­რი იმ­დე­ნად უნდა, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად გა­მო­ად­გე­ბა იგი. მხო­ლოდ ერთ ნა­წილს ქარ­თვე­ლე­ბი­სას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუ­სე­თი­სა­გან ისი­ნი მო­ე­ლი­ან წყა­ლო­ბას. აბა, სა­ი­დან სადა? ნუთუ რუ­სე­თი არ არის სა­ში­ში მე­ზო­ბე­ლი ჩვენ­თვის? ნუ ჰგო­ნი­ათ, რომ ბა­ტო­ნო­ბის მის­წრა­ფე­ბა და სურ­ვი­ლი და­მო­ნე­ბულ მცი­რე ერე­ბი­სა შე­უმ­ცირ­დე­ბა რუ­სეთს? არა და ცხრა­ჯერ არა".
  • "ზოგს ჰგო­ნია, რომ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კოს­მო­პო­ლი­ტიზმს, მაგ­რამ ეს შეც­დო­მაა. ყო­ვე­ლი ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი კოს­მო­პო­ლი­ტია ისე, რო­გორც ყო­ვე­ლი გო­ნი­ე­რი კოს­მო­პო­ლი­ტი (და არა ჩვე­ნე­ბუ­რი) პატ­რი­ო­ტია... კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ასე უნდა გვეს­მო­დეს: გიყ­ვარ­დეს შენი ერი, შენი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წრა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შენი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს. ვინც უარ­ყოფს თა­ვის ეროვ­ნე­ბას, თა­ვის ქვე­ყა­ნას იმ ფიქ­რით, ვი­თომ კოს­მო­პო­ლი­ტი ვარო, ის არის მა­ხინ­ჯი გრძნო­ბის პატ­რო­ნი, იგი თა­ვი­სა­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად დიდი მტე­რია კა­ცობ­რი­ო­ბი­სა, რო­მელ­საც ვი­თომ ერ­თგუ­ლე­ბას და სიყ­ვა­რულს უცხა­დებს".
  • "მე­გო­ბა­რო! დღეს ქა­ლე­ბიც თხო­უ­ლო­ბენ მა­მა­კა­ცებ­თან თა­ნას­წორ უფ­ლე­ბას. სჯობს, მი­ე­ცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ სა­კი­თხზე გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ პა­სუხს არ მოგ­ცემ... მე მხო­ლოდ ამას ვი­ტყვი: დი­დად და დი­დად სა­ჭი­როა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ქალ­თა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მჯე­რა, მწამს და ვერც ვე­რა­ვინ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ რწმე­ნას... დე­და­კაც­ნი უფრო ლმო­ბი­ერ­ნი, გრძნო­ბი­ერ­ნი არი­ან და დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რას მო­ი­თხოვს, თუ გარ­და, ერ­თის გრძნო­ბი­სა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა შებ­რა­ლე­ბა, შე­წყნა­რე­ბა".
  • "მღვდლე­ბო-სო­ცი­ა­ლის­ტე­ბო! ჩემ­ში თქვე­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის წყა­ლო­ბით აღ­ძრუ­ლი გრძნო­ბა ეს არის, იქ­ნე­ბა თქვენც გე­წყი­ნოსთ, თქვენს წო­დე­ბის გა­რე­შე ბევ­რს სხვა­საც, მე პი­რა­დად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანა­ფო­რე­ბი გაც­ვი­ათ და ჰრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რობთ… გა­ი­ხა­დეთ ან ანა­ფო­რე­ბი და სთქვით სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­რე­ბი რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა, ან არა და გეც­ვასთ ანა­ფო­რა და სთქვით შე­უ­ბღა­ლა­ვად, გა­ნურყვნე­ლად ის, რაც გი­ან­დერ­ძათ თქვენ­მა მა­მათმთა­ვარ­მა იესო ნა­ზა­რე­ველ­მა. არც არა­ფე­რი იმით და­შავ­დე­ბა თქვე­ნი გავ­ლე­ნა ხალ­ხზე გე­უბ­ნე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბით, აშ­კა­რად, სა­ბო­ლო­ოდ მავ­ნე­ბე­ლი გა­მოდ­გე­ბა, არ არი მო­სა­წო­ნი თქვე­ნი გავ­ლე­ნა ვი­ნა­ი­დან იგი სა­სარ­გებ­ლო ნა­ყოფს არ გა­მო­ი­ღებს და მხო­ლოდ მო­ნებს აღუზ­რდის ქვე­ყა­ნას და არა ნამ­დვილ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს".…
  • "მხო­ლოდ იმა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გნე­ბავს ის ილა­პა­რა­კო, სწე­რო, აკე­თო - არა! უნდა ყო­ველს სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო ბედ­ნი­ე­რე­ბა ედ­ვას სარ­ჩუ­ლად, ქვეყ­ნის თუ სა­სარ­გებ­ლო არა, სა­მავ­ნებ­ლო, სა­ზა­რა­ლო მა­ინც არ უნდა იყოს ქვეყ­ნი­სათ­ვის".
  • "აზ­რის წარ­მოთ­ქმა რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე თვით საგ­ნის შე­უს­წავ­ლე­ლად და შე­უგ­ნებ­ლად მხო­ლოდ რეგ­ვენს ადა­მი­ანს შე­უძ­ლია".
  • "მუტ­რუ­კი მი­ტომ მუტ­რუ­კობს, დედა ჰყო­ლია ვი­რიო. კაცი ბე­ჩა­ვის მჩაგ­რა­ვი სად გა­გო­ნი­ლა გმი­რიო!"
  • "არც ის მგო­ნია ბი­ჭო­ბა, ვი­საც ერე­ვი ახ­რჩობ­დე, ბიჭს მა­შინ და­გი­ძა­ხებ­დი, რომ სხვას დამ­ხრჩვალ­სა სწამ­ლობ­დე"...
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
0

მგონი თამარ შარაბიძე უნდა გეწეროთ.

ნინო ტალახაძე
0

გენია. ეს ერთი შეხედვით მოკლე სიტყვა, სრულად მოიცავს ვაჟას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება, შთამომავლები და გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას

ვაჟა-ფშაველას ბევრისთვის უცნობი პირადი ცხოვრება, შთამომავლები და გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას

ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, გენიოსი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი შესრულდა.

გავრცელებული ვერსიის თანახმად, ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი). ჩარგალში 14 ივლისს ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები ვაჟაობას აღნიშნავენ და გენიალური კლასიკოსი მწერლის ხსოვნას და მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს.

  • "ცოლები" და სიყვარულის ისტორიები

ვაჟა-ფშაველას ნამდვილი სახელი შეიძლება ბევრმა იცოდეს, თუმცა ბუმბერაზი პოეტის პირადი ცხოვრება და სიყვარულის ისტორიები - ცოტამ. ცნობილია, რომ ვაჟას ორი ცოლი ჰყავდა, სიყვარულით კი ბევრჯერ ჰყვარებია, თუმცა საპირისპირო სქესს სიყვარულში ხშირად ვერ უტყდებოდა.

ლუკა რაზიკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე AMBEBI.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბაძე ესაუბრა:

"ვაჟა, როგორც თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში წერს, ხშირად ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ეს სიყვარული დარჩენილა მასში, სანამ ერთხელაც ამილახვრის უკანონო შვილს სიყვარულში არ გამოუტყდა.

ვაჟა ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მიიწვიეს, სწორედ ამ ოჯახში შეუყვარდა ამილახვრის უკანონო შვილი, დაქვრივებული ქალი კეკე. იმ დროს უკანონო შვილი შვილად არ ითვლებოდა, ამიტომ კეკეს დედის გვარი, ნებიერიძე ჰქონდა", - აღნიშნა თამარ შარაბაძემ.

თუმცა, პოეტის ბიოგრაფიის მკვლევარმა, არჩილ ღიბრაძემ ახლახან საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ კეკეს გვარი არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლავთ.

"საქართველოში ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე და ისინიც, ვინც ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ეკატერინეს გვარად ნებიერიძეს ასახელებენ. ეს გვარი არასწორად პოეტის ცნობილი მკვლევარის, სოლომონ ყუბანეიშვილის უნებლიე შეცდომის გამო გავრცელდა, ვინც თავის მხრივ, როგორც ვაჟას ბიოგრაფიის მკვლევარმა, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე გასწია. ვაჟას ბიოგრაფიული მასალების მრავალწლიანი კვლევის შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკატერინე გვარად არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლდათ. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის უკანონო შვილი იყო და დედის გვარზე იწერებოდა, რაც ცენტრალურ არქივში დაცული გორის რაიონის სოფელ ოთარაშენის, ოთარ ამილახვრის სასახლის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის 1865 წლის საეკლესიო წიგნში დაცული ჩანაწერით დასტურდება. ეკატერინეს დედა - ანა ნებალაძე იყო. შესაბამისად, ნებალაძე გახლდათ მისი ქალიშვილის გვარიც. ამ ცნობას ადასტურებს აგრეთვე, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის 1886 წლის ჩანაწერი ვაჟას უფროსი შვილის, თამარის დაბადების შესახებ. ჩარგლის ეკლესიის ჩანაწერში განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია - ასო-ბგერა "ა" შეცვლილია ასო-ბგერა - "ე"-თი.1885 წლის შემოდგომით, ქართლის სოფელ ოთარაშენის დიდმა ფეოდალმა, ოთარ ამილახვარმა ვაჟა-ფშაველა შინ თავისი შვილის, გიორგის მასწავლებლად მიიწვია. ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე (კეკე).

ნაადრევად გათხოვილმა და დაქვრივებულმა კეკემ თავი კვლავ ამილახვრების სახლს შეაფარა. მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა.ოჯახი ღარიბულად, თუმცა, ბედნიერად ცხოვრობდა. კეკე, რომელმაც ქვეყნად ოთხი შვილი (თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი) მოავლინა, ყველას გამორჩეულად უყვარდა. ვაჟას ძმები ეთაყვანებოდნენ საყვარელ რძალს. ტანად მომცროს, თურმე, ხელში ბავშვივით აიყვანდნენ და ასე ათამაშებდნენ. ბობოქარი, ფიცხი ხასიათის ვაჟას მეუღლე ირგვლივ მყოფთ სიმშვიდით აოცებდა. როცა ლუკა გაჯავრდებოდა, ის უცებ გაიქცეოდა და ყელზე ეხვეოდა, რაც მაშინვე დამამშვიდებლად მოქმედებდა "აზვირთებულ" გენიოსზე...

1902 წლის ზამთარში დასთან, მართასთან ყვარელში მყოფ ვაჟას მეუღლის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. პოეტი ხშირად დადიოდა დასთან, სადაც ნადირობდა და სხვა პროდუქტებთან ერთად ოჯახში ნანადირევიც მიჰქონდა. კეკე მოულოდნელად, 36 წლისა გარდაიცვალა. ის მეხუთე შვილზე ნაადრევმა მშობიარობამ შეიწირა.

პოეტის ძმამ, ბაჩანამ იფიქრა, ვაჟა თავის დროზე მაინც ვერ ჩამოვაო და საყვარელი რძალი მიწას მესამე დღეს მიაბარა... უბედურების შეტყობისას ლუკა ყვარლის მთებში იყო სანადიროდ და ტყიდან მოკლულ ირემს მოათრევდა. როცა ამბის მიმტანმა დაბარებული გადასცა, ნანადირევი მიატოვა და მართასთან დაბრუნდა. ცხენი მოიკითხა, წასვლას იმ ღამესვე აპირებდა, თუმცა, მართამ გადააფიქრებინა, სთხოვა, დილამდე მოეცადა. ვაჟამ დალია (თუმცა, მოგონებების მიხედვით, მძაფრი ემოციით გაქვავებული ოდნავაც არ შეზარხოშებულა), ფანდური აიღო და სწორედ მაშინ უკარნახა გულმა და გონებამ ლექსი "იას უთხარით, ტურფასა"", - ყვება არჩილ ღიბრაძე.

როგორც თამარ შარაბაძე გვიყვება: "კეკეს გარდაცვალების შემდეგ ვაჟას შვილების აღზრდაში მისი ძმის, ბაჩანას ცოლი ეხმარებოდა, მაგრამ ყველამ ურჩია, მეორე ცოლი მოეყვანა. პოეტის რჩეული თამარ დიდებაშვილი გახდა. ვაჟა ძმასთან ერთად ქალის დასანიშნად წავიდა. არსებობს თამარის მამასთან დადებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ვაჟას ეს ქალი ხასად მოჰყავდა, მაგრამ ხასა საყვარელს არ ნიშნავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაჟა შეხედავდა თამარს თუ როგორ მოუვლიდა მის შვილებს, ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყვეტდა, დაეწერა თუ არა მასზე ჯვარი.

ხელშეკრულების დადების შემდეგ ვაჟამ ქალი მაღაროსკარში ჩამოიყვანა, სადაც შვილები და ძმა ელოდებოდნენ. არსებობს ვაჟას შვილის, გულქანის ასეთი მოგონება - ბაჩანას ცოლს პატარებისთვის უთქვამს, რომ დედა მოდისო, ბავშვებიც მიცვივდნენ და ცხენზე მჯდომ თამარს შემოეხვივნენ, მან კი პატარებს ცოტათი ფეხი გაჰკრაო. თამარი უცხო ოჯახში შედიოდა და შეიძლება ნერვიულობდა, ბაჩანას ცოლს კი უთქვამს, თამარ ესენი ობლები არიან და ღმერთი არ გაპატიებსო.

თამარს შეეძინა შვილი ვახტანგი, მაგრამ კამათობენ, რომ ვახტანგი ვაჟას შვილი არ იყო. ამბობენ, თამარს რკინიგზელი მუშა უყვარდა, რომელიც დაიღუპა და ვახტანგი მისგან ჰყოლია. როცა ბავშვი ეყოლა, ვაჟასთან ცხოვრობდა, მაგრამ პოეტის შვილიშვილები ინტერვიუებში ამბობენ, რომ ვახტანგს გვარი რაზიკაშვილი მერე მისცესო, ეტყობა ვაჟა ყოყმანობდა, მიეცა თუ არა მისთვის გვარი.

ვაჟა რომ გარდაიცვალა, თამარი ცოცხალი იყო. როდესაც ცოლ-შვილი პანაშვიდზე ჩამოვიდა, მათ დანახვაზე ეკლესიის ეზოში მდგარი ხალხი ორ ნაწილად გაიყო, ოჯახმა პოეტი ხმამაღლა ვერ დაიტირა, რადგან სოფლიდან ჩამოსულები ძალიან მორცხვები იყვნენ. მოგვიანებით თამარი და გულქანი ამბობდნენ, არ გვეგონა მამა ასეთი დაფასებული და დიდი თუ ყოფილაო".

  • შთამომავლები ("კვირის პალიტრის" 2016 წლის ინტერვიუდან)

ვაჟა-ფშაველას ერთადერთ პირდაპირ (შვილებიდან) მემკვიდრეს, 1923 წელს ბოლშევიკებისაგან დახვრეტილ ლევან რაზიკაშვილს, მძიმე ბედი ერგო, მეტიც - მარტო თვითონ კი არა, მისი შვილები და შვილიშვილებიც მსხვერპლი შეიქნენ. ვაჟას შთამომავლების ცხოვრება ისე მოეწყო, რომ მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ სამზეოზე, როგორც ვაჟას ნამდვილი მემკვიდრეები...

ლევანის ბედი კი ყველასთვის ცნობილია: როცა მას დახვრეტას უპირებდნენ, ხალხის მოსალოდნელი რეაქციით შეშინებულმა მკვლელებმა სერგო ორჯონიკიძეს მოახსენეს, - ვაჟა-ფშაველას ვაჟი უნდა დავხვრიტოთ და რას გვეტყვიო. მან - დაუყოვნებლივ დახვრიტეთ! რომ შემეძლოს, ვაჟას შვილს კი არა, თავად ვაჟას დავხვრეტდიო!

არჩილ ღიბრაძეს დიდი მწერლის სიყვარული ოჯახიდან მოსდევს, ამიტომ მისი ყველა შთამომავალი გაიცნო და მოგონებები ჩაიწერა.

- მამაჩემს ვაჟა გამორჩევით უყვარდა და თითქოს ამ სიყვარულით დამავალა, რომ მის კვალს მივყოლოდი. ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ამ გენიოსისთვის პატივი მიგვეგო, ვაჟი მოვუკალით, ათწლეულების მანძილზე მისი შემოქმედება ავკრძალეთ, მისი სისხლი და ხორცი ისე დავაშინეთ, რომ იძულებული გახდა, ათეული წლების განმავლობაში ჩრდილში შემალულიყო. აი, ამ განცდის ამოშლა მომინდა და ამიტომაც ჩავედი გორში ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილებთან, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილებთან.

- ისინი ახლაც გორში ცხოვრობენ?

- დიახ. თუმცა ბევრმა არ იცის, თუ რატომ დამკვიდრდნენ გორში. ვაჟას პირველი ცოლის, კეკესგან, ოთხი შვილი დარჩა: თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი. მათგან მხოლოდ ლევანს ჰყავდა შვილები (თამარი უშვილო დარჩა, გულქანს ერთადერთი შვილი მოუკვდა, ფეხმძიმე მარიამი ღობესთან მიაჭყლიტა ურემმა). ლევანი ხშირად დადიოდა გორში ბიძასთან, თედოსთან. იქ გაიცნო და გატაცებით შეუყვარდა ბიძის ამხანაგის, სოსო თვარელიძის ქალი თამარი და ისე სასწრაფოდ დაიწერა ჯვარი, მამისთვის არც შეუტყობინებია... ჯვრისწერის შემდეგ მამას დიდი საბოდიშო წერილი მისწერა, - ვიჩქარე, მაგრამ თამარი იმდენად ლამაზი და კეთილშობილია, ჩემი არჩევანი უსათუოდ მოგეწონებაო. ვაჟა გორში ჩავიდა და რძალს ოქროსსამაჯურიანი საათი და ყელსაბამი აჩუქა. თამარმა 1987 წლამდე იცოცხლა.

- კი მაგრამ, საიდან უნდა ჰქონოდა ამდენი ფული ვაჟას?!

- იმდენად თავმოყვარე კაცი იყო, თუ არ ჰქონდა, ისესხებდა. სადაც უსინდისო მედუქნეს სცემა და მერე 3 მანეთი დაუდო დახლზე, ამ ჯარიმას სასამართლო მაინც გადამახდევინებსო (ცემისთვის 3 მანეთი იყო ჯარიმა, რომელიც მაშინ უზარმაზარი ფული იყო), მშიერიც რომ დარჩენილიყო, რძალს როგორ დატოვებდა უსაჩუქროდ! როცა უკანასკნელ დღეებში ვაჟა ფეხმძიმე რძალმა მოინახულა, მუცელზე ხელი დაადო და უთხრა, - ვიცი, რომ შვილიშვილი ბიჭი გამიჩნდება, მანდ ლუკააო და რძალიც ასეთი ბუმბერაზი მამამთილის სახელს შვილს როგორ არ დაარქმევდა!.. მერე დაიბადნენ ეკატერინე და ქეთევანი. ლუკა 9 წლის იყო, როცა ლევანი დაიჭირეს - ის მილიციაში მსახურობდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეპყრობა დაავალეს. ლევანმა შეპყრობის ნაცვლად მას საზღვარგარეთ გაქცევაში შეუწყო ხელი. ბევრი იარა მის გამოსახსნელად თამარმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მარტოდარჩენილ სამშვილიან ქალს ჩარგალში, ქმრისეულ სახლში ცხოვრება არ ეწერა - როგორც ამბობენ, ვაჟას მეორე ცოლს, თამარს, არ ეჭაშნიკებოდა მისი იქ ყოფნა, ამიტომ გორში მამასთან დაბრუნდა.

თამარმა მეტად მძიმე დროში გაზარდა შვილები და ქმრის ბედით დაშინებული შვილებს დღედაღამ ჩასჩიჩინებდა, - არ გაამხილოთ, რომ ვაჟას პირდაპირი შთამომავლები ხართო. მათაც ცხოვრების ყველა ტვირთი უმაღლესი ადამიანური ღირსებით ატარეს, - იყვნენ ჩუმად, არასოდეს არავისთვის უღალატიათ, ქვეყანა არ შეურცხვენიათ. ოთხნი არიან და ცოცხლები არიან ვაჟას შვილთაშვილები, ანუ ლევანის შვილიშვილები: ნინო და თამარ რაზიკაშვილები (ლუკა რაზიკაშვილის შვილები) და გოდერძი და ლევან გოდერძიშვილები (ქეთევან რაზიკაშვილის შვილები). სწორედ ეს უკანასკნელები გავიცანი მათ ძველ სახლში. ერთად ვუსხედით სუფრას, ერთი ტკივილით ვსაუბრობდით მათ ტრაგიკულ ბედზე. ამ ხალხის ცნობიერებაში თითოეული ის ნიუანსი, რომელიც მათ, ვაჟა-ფშაველას და ლევანს ეხება, ცოცხლად არის შენახული ბებიის მონაყოლით.

დღეს ვაჟა-ფშაველას პირდაპირი შთამომავლები 20-ნი არიან, მათ შორის 9 ბავშვია. ეს კი ქვეყნის იმედია. თუ რომელიმე მეორე ვაჟა ვერ გახდება, ქვეყანას ხომ ეყოლება და ქართველ ერს გააგრძელებს. და კიდევ: ვაჟას შვილთაშვილებისგან ორი ისე ჰგავს ვაჟას ძმას, თედოს, შეხედვისთანავე იგრძნობ, რომ გენეტიკა უკვდავია. ესენი არიან ქეთევან რაზიკაშვილის შვილიშვილები - გიორგი და მინდია გოდერძიშვილები, კარგი ქართველები, ღირსეული ადამიანები.

...რახან ვაჟას ყველა შთამომავალთან დაკავშირება არც ისე იოლი აღმოჩნდა, შევეცადეთ, გიორგისა და მინდიას შევხვედროდით. მართალია, მინდიამ გვითხრა, ჩვენ ვაჟას შვილთაშვილობის შესაფერისი ჯერ ვერაფერი გავაკეთეთო, მაგრამ ასე არ გვგონია - ისინი არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას, არამედ ქართულ გენეტიკას აგრძელებენ და ღირსეულადაც. სხვა რომ არაფერი, თუნდაც მინდიას ორი პატარას - 6 წლის ლუკას და 4 წლის ლაზარეს ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს!სიცოცხლე გრძელდება, თანაც გენიოსის სიცოცხლე. ღმერთმა ქნას, ჩვენ მათითაც გვეამაყოს!

  • გენიალური გამონათქვამები

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ბევრ სხვა ღირსებებთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ დროს უსწრებს - ავტორის ყოველი ფრაზა დღეს დაწერილივით ახალია...

ამჯერად, წიგნიდან - "ვაჟა-ფშაველას ფრაზები და გამონათქვამები", რომელიც მისი პუბლიცისტური წერილებიდან ამოკრებილი სხვადასხვა გამონათქვამისგანაა შექმნილი, რამდენიმე გენიალურ ფრაზას გაგახსენებთ:

  • "ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა: პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯურის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით".
  • "ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა".
  • "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია... კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს".
  • "მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება".
  • "მღვდლებო-სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს".…
  • "მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის".
  • "აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია".
  • "მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!"
  • "არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახრჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხრჩვალსა სწამლობდე"...