ავტორი:

"საქართველოში ამ ეტაპზე "ფაიზერის" 28 000 დოზაა შემოსული" - ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს

"საქართველოში ამ ეტაპზე "ფაიზერის" 28 000 დოზაა შემოსული" - ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული. მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზე.

„ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად - 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა).

ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა - როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის - 16 წლის ზემოთ. მომავალ კვირაში ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „ფაიზერის“ უკვე, მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე „ბუკინგ ჯავშნები“ იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. არ არის ზედა ზღვარი“, - აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის განცხადებით, გარდა მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინისა, მალე გახდება ცნობილი როდის და დამატებით რამდენი დოზა „ფაიზერი“ შემოვა აშშ-იდან დონაციის სახით.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ძალაში შედის ვაქცინაციის ინტენსიციფიცირების პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციაზე გადის სწორედ ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა. გუშინ 24 საათში ჩვენ გვყავდა 7000 ვაქცინირებული, დღეს დაჯავშნილია 8 ათასამდე ჯავშანი და თანდათანობით ჯავშნების რაოდენობამ უნდა მოიმატოს. დღემდე ქვეყანაში ვაქცინაცია 4 ვაქცინით იყო: „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერის“ დარჩენილი დოზები, რომლითაც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ის უნივერსიტეტებში გამგზავრებამდე სტუდენტებზე ვიყენებდით. გუშინ გვიან ღამე ქვეყანაში შემოვიდა პირველი პარტია „ფაიზერის“, იმ დიდი მილიონ დოზიანი ხელშეკრულების. მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და ამ ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს მილიონამდე დოზა. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება, 16 ივლისიდან კი აცრა. დამატებით „ფაიზერი“ გამოიყო აშშ-ის დონაციის ფარგლებში, მალე გახდება ცნობილი რამდენი დოზა და როდის შემოვა აშშ-იდან დონაციის სახით.

ვაქცინების მარაგი დიდია. გარდა „ფაიზერისა“ ქვეყანაში არის ნახევარი-ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით 50 ათას დოზამდე „ასტრაზენეკა“ და დღეს დაემატა პირველი პარტია „ფაიზერისა“. ყველა საფუძველი არის იმისა, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება