ავტორი:

"გიორგი 9 წლის წინ, ჯერ მოკლეს, შემდეგ ჯაჭვებმობმული ზღვაში გადაადგეს, რომ არ გამოერიყა...“ - რას წერს რაულ ქირია გიორგი ფოჩხუას სასტიკ მკვლელობაზე

"გიორგი 9 წლის წინ, ჯერ მოკლეს, შემდეგ ჯაჭვებმობმული ზღვაში გადაადგეს, რომ არ გამოერიყა...“ - რას წერს რაულ ქირია გიორგი ფოჩხუას სასტიკ მკვლელობაზე

მომღერალი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა პროექტით "ჯეობარი“, 2012 წელს მოკლეს. გიორგის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა, რის შესახებაც, ჟურნალისტი რაულ ქირია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"9 წლის წინ, ამ დღეს ანაკლიაში ჩემი მეგობარი გიორგი ფოჩხუა მოკლეს. მე მაშინ პარიზში ვიყავი და როდესაც დამირეკეს, მითხრეს ეს საშინელება, არ დავიჯერე, მეგონა, რომ ხუმრობდნენ, იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის გაფიქრებაც კი, რომ გიორგის ვინმე სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ამ დრომდე გამოძიებას არ გაუცია პასუხი ბევრ კითხვაზე, კი, გიორგის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა რა იყო მოტივი, რატომ მოკლეს, ვინ დაუკვეთა და რის გამო, დღემდე პასუხგაუცემელი კითხვებია. გიორგი ჯერ მოკლეს, შემდეგ ჯაჭვებმობმული ზღვაში გადაადგეს, რომ არ გამოერიყა, თუმცა მაინც გამორიყა და იპოვეს ცხედარი...

მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, ვინ იდგა ამ ვერაგული მკვლელობის უკან და მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ამ საშინელი დანაშაულისთვის. ახლა, როდესაც ვუყურებ ხოლმე საზოგადოების სამართლიან აქტიურობას ამა თუ იმ საქმის, თუ მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ვფიქრობ, მაშინაც რომ შეგვძლებოდა იგივე, იქნებ გაგვეგო რეალურად რა მოხდა." - წერს რაულ ქირია

გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელი - ბექა ცობეხია დააკავეს. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომლის მოტივადაც ურთიერთშელაპარაკება დაასახელა.