მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაშა ბანკმა წინანდლის მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა
პაშა ბანკმა წინანდლის მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა

პაშა ბან­კმა სა­ქარ­თვე­ლომ სას­ტუმ­რო „პარკ ჰო­ტე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სა. წი­ნან­დლის ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში, ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო „პარკ ჰო­ტე­ლი“ 2019 წელს სილ­ქრო­უდ ჯგუფ­მა გახ­სნა. სას­ტუმ­რო რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ელ სტუმ­რებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მას­პინ­ძლობს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­სა და მო­თხოვ­ნებ­ზე იდე­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო, წი­ნან­დლის ყო­ველ­წლი­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი­ცაა. შე­სა­ბა­მი­სად, „პარკ ჰო­ტე­ლის“ კონ­ცეფ­ცი­ად სწო­რედ მუ­სი­კა, სტრიტ-არტი, კაშ­კა­შა ფე­რე­ბი და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნი იქნა არ­ჩე­უ­ლი.

“პარკ ჰო­ტე­ლი” ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­როა, რო­მელ­საც გარ­შე­მო მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხე­ე­ბით გა­შე­ნე­ბუ­ლი პარ­კი აკ­რავს. სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ერ­ზე ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა - თა­მარ ვა­ლიშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა. სას­ტუმ­როს გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა­ზე ქარ­თველ­მა მხატ­ვარ­მა ქეთი დავ­ლი­ა­ნი­ძემ იზ­რუ­ნა. ინ­ტე­რი­ე­რის მო­ხატ­ვა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იყო მხატ­ვა­რი გი­ორ­გი ქა­ცა­რა­ვა. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო თი­თო­ე­ულ ნო­მერ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კედ­ლის შექ­მნა, რო­მე­ლიც რა­ღაც ფორ­მით სტრიტ არტს და მუ­სი­კას გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და. მან გან­ვლი­ლი სა­უ­კუ­ნის კლა­სი­კო­სე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი სტრიტ არ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ხა­სი­ათ­თან თან­ხვედ­რა­ში მო­იყ­ვა­ნა.

წი­ნან­და­ლი კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლია, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლიც, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა იყო. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სა­სახ­ლე, დღეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუსს ატა­რებს და ის მრა­ვა­ლი ფეს­ტი­ვა­ლი­სა თუ კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლია.

„დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვაგ­რძე­ლებთ პაშა ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­მე­ლიც გვერ­დში გვედ­გა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს - „პარკ ჰო­ტელ წი­ნან­დლის მა­მუ­ლის“ შექ­მნა­ში. ჩვე­ნი სა­ერ­თო ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ფუძ­ვე­ლი არის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა. „პარკ ჰო­ტე­ლი“ არის კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი ხედ­ვი­სა­კენ, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას, რო­გორც ხა­რის­ხი­ა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ლო­კა­ცია. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და იორ­დი ქუ­ი­თიმ, სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

„ტუ­რიზ­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ პაშა ბანკს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ტუ­რიზ­მის და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. „პარკ ჰო­ტე­ლი“ ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გახ­სნის დღი­დან ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­რუ­ლებს და­სა­ხულ მიზ­ნებს. პაშა ბან­კი მხარს უჭერს ბიზ­ნეს გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც შევ­ძლებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყო­ბენ ხელს“, - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ქა­ჯა­ი­ამ, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ბან­კო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ბელ­მა.

პაშა ბან­კი ბა­ქო­ში სა­თა­ვო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. პაშა ბან­კი მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნი­ებს სთა­ვა­ზობს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პაშა ბანკმა წინანდლის მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა

პაშა ბანკმა წინანდლის მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა

პაშა ბანკმა საქართველომ სასტუმრო „პარკ ჰოტელის“ მშენებლობა სრულად დააფინანსა. წინანდლის ისტორიულ მამულში, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ 2019 წელს სილქროუდ ჯგუფმა გახსნა. სასტუმრო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობს.

თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული სასტუმრო, წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელიცაა. შესაბამისად, „პარკ ჰოტელის“ კონცეფციად სწორედ მუსიკა, სტრიტ-არტი, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი იქნა არჩეული.

“პარკ ჰოტელი” ჭავჭავაძეების სასახლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროა, რომელსაც გარშემო მრავალსაუკუნოვანი ხეებით გაშენებული პარკი აკრავს. სასტუმროს ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა - თამარ ვალიშვილმა იმუშავა. სასტუმროს გარკვეული ნაწილის კედლების მოხატვაზე ქართველმა მხატვარმა ქეთი დავლიანიძემ იზრუნა. ინტერიერის მოხატვაში ასევე ჩართული იყო მხატვარი გიორგი ქაცარავა. მისი მთავარი მიზანი იყო თითოეულ ნომერში განსხვავებული კედლის შექმნა, რომელიც რაღაც ფორმით სტრიტ არტს და მუსიკას გააერთიანებდა. მან განვლილი საუკუნის კლასიკოსების პორტრეტები სტრიტ არტის თანამედროვე ხასიათთან თანხვედრაში მოიყვანა.

წინანდალი კახეთში, თელავის რაიონში მდებარე სოფელია, რომლის დიდი ნაწილიც, საუკუნეების განმავლობაში, ჭავჭავაძეების საკუთრება იყო. ჭავჭავაძეების სასახლე, დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ის მრავალი ფესტივალისა თუ კულტურული ღონისძიების მასპინძლია.

„დიდი სიამოვნებით ვაგრძელებთ პაშა ბანკთან თანამშრომლობას, რომელიც გვერდში გვედგა ძალიან წარმატებული სასტუმროს - „პარკ ჰოტელ წინანდლის მამულის“ შექმნაში. ჩვენი საერთო ინიციატივის საფუძველი არის სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარება. „პარკ ჰოტელი“ არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ხედვისაკენ, რომელიც ემსახურება რეგიონალური მხარეების პოზიციონირებას, როგორც ხარისხიანი ტურისტული ლოკაცია. ასევე, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა იორდი ქუითიმ, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი კომპონენტია. მოხარულები ვართ, რომ პაშა ბანკს მიეცა საშუალება წვლილი შეეტანა ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროს განვითარებაში. „პარკ ჰოტელი“ ნამდვილად გამორჩეული პროექტია, რომელიც გახსნის დღიდან ძალიან წარმატებულად ასრულებს დასახულ მიზნებს. პაშა ბანკი მხარს უჭერს ბიზნეს გარემოს განვითარებას საქართველოში და იმედი მაქვს, მომავალშიც შევძლებთ წარმატებულად განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს“, - განაცხადა ზვიად ქაჯაიამ, კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვაბელმა.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

NS

საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა

"ამ ეტაპზე "ფაიზერის" მინიმუმ 200 000 დოზა ჩამოვიდა, ამ ვაქცინის შემოსვლა რადიკალურად შეცვლის ყოველდღიურად აცრილი ადამიანების რიცხვს" - ივანე ჩხაიძე

"Pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია - როდიდან შეძლებენ მოქალაქეები რეგისტრაციას და აცრას

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"