ვისურვებდი დიდი ხნით არ იყოს ტელევიზიები გათიშული - აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან და თბილისის ქუჩებში ხელისუფლება დაამყარეს მოძალადეებმა, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ტელეკომპანიის მიერ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობის შეწყვეტას გამოეხმაურა.
ელისაშვილის თქმით, 5 ივლისს სახელმწიფომ თავის მოვალეობა არ შეასრულა.
„ტელევიზიებს უფლება აქვთ მსგავსი პროტესტის ფორმა ჰქონდეთ. ვისურვებდი დიდ ხანს არ იყოს ტელევიზიები გათიშული. აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა თავის მოვალეობა 5 ივლისს, 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან და თბილისის ქუჩებში ხელისუფლება დაამყარეს მოძალადეებმა, რომლებიც დასდევდნენ ადამიანებს, ზოგს ტანსაცმლის ფერის გამო უტყამდნენ, ზოგს იმის გამო, რომ ვიდეოკამერა ან მიკროფონი ეჭირა და სახლში უვარდებოდნენ პირდაპირ მოქალაქეებს. იმ დღეს ხელისუფლება ჰქონდა არა „ქართულ ოცნებას", არამედ გამძვინვარებულ ხალხს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისათვის, პრემიერ- მინისტრის გადადგომისა და ყველა მოძალადის დასჯის მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.
კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.
შენც დაახლოებით იმდენივე ხმას მიიღებ მომავალ არჩევნებში, რამდენსაც ბურჯანაძე იღებს ხოლმე! ეს ცალტვინა კოდალა!
შენი მსგავსინაგავი პოლიტიკოსებით რომ ამოტენა ხიხომ პარლამენტი ეგ არის მიზეზი. უყურეთ ახლა ინდურ სერიალებს იმედზე და გაბრწყინებულ საქართველოს მისი 1000 მოგუგუნე ქარხნებით და უსმინეთ რამიშვილის პოს ტვ, ღორს რომ მიუგავს თავი. მის თვალებში ამოიკითხავთ რას წარმოადგენს