საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ
რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი, მზე და რუჯი - ერთი შე­ხედ­ვით უხი­ლა­ვი საფრ­თხე რე­ა­ლუ­რად, მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. რუ­ჯის მოყ­ვა­რულ ქალ­ბა­ტო­ნებს სა­კუ­თარ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუნ­ვა, ხში­რად, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ უწევთ და სწო­რედ ამი­ტომ, ყო­ველ­დღი­უ­რად, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი და დერ­მა­ტო-ონ­კო­ლო­გე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით პა­ცი­ენ­ტის დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ იმა­ში, რომ მზის სხი­ვე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა მარ­თლაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კა­ნის ნა­ად­რე­ვი და­ბე­რე­ბა, პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი კა­ნის ფერი - ამ და სხვა მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვია მზის UV გა­მოს­ხი­ვე­ბა არამ­ხო­ლოდ მზი­ან, არა­მედ ღრუბ­ლი­ან ამინ­დში. შე­სა­ბა­მი­სად, მი­თია, რომ მზის­გან დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ზა­ფხულ­შია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. იმ ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს კანს მზის გა­მოს­ხი­ვე­ბის შე­დე­გად ად­გე­ბა, მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ, ხან­გრძლი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

არ­სე­ბობს რის­კი იმი­სა, რომ UV გა­მოს­ხი­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არა­თუ კა­ნის ნა­ად­რე­ვი და­ბე­რე­ბა, არა­მედ ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რიც არის რამ­დე­ნი­მე სა­ხის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა. მათ შო­რის არის მე­ლა­ნო­მა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და მის­გან გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. თავ­და­პირ­ვე­ლად, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი UVB სხი­ვე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად იყო გა­მო­გო­ნი­ლი, რად­გან მე­დი­კო­სე­ბი ეჭ­ვობ­დნენ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ხის კარ­ცი­ნო­მას სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა იწ­ვევ­და. წლე­ბის შემ­დეგ და­დას­ტურ­და, რომ UVA სხი­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნა­სა და კა­ნის და­ბე­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს, მე­ლა­ნო­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თა­ნაც იყო კავ­შირ­ში.

მზის­გან დამ­ცა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად, სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი უსაფრ­თხო პრო­დუქ­ცი­ის შერ­ჩე­ვა. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ცხი არ იყოს გა­ჯე­რე­ბუ­ლი ისე­თი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ტერ­მი­ნი „უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვა“ არ არ­სე­ბობს, რად­გან კა­ნის ფე­რის ცვლი­ლე­ბა უკვე მის და­ზი­ა­ნე­ბას ნიშ­ნავს, ალ­ბათ, მა­ინც შეგ­ვიძ­ლია, გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბის­გან თავი და­ვი­ზღვი­ოთ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ ისეთ მზის­გან დამ­ცავს, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს პა­რა­ბე­ნებს, ფე­ნოქ­სი­ე­თა­ნოლს, ალ­კოჰოლს, პარ­ფი­უმს და სხვა ქი­მი­ურ ელე­მენ­ტებს.

უსაფრ­თხო შე­მად­გენ­ლო­ბის გამო, ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მი­ნე­რა­ლუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხებ სტა­ტი­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკვე შე­ი­ტყობ­დით. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სა­ცხის მა­გა­ლით­ზე ავ­ხსნათ, თუ რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს მი­ნე­რა­ლურ მზის­გან დამ­ცავს და რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის:

მი­ნე­რა­ლუ­რი მზის­გან დამ­ცა­ვი მოქ­მე­დებს ერ­თგვა­რი ფა­რი­ვით და ჩვე­ნამ­დე არ „უშ­ვებს“ UV გა­მოს­ხი­ვე­ბას, ქი­მი­უ­რი კი შთან­თქავს მას. აშშ-ში მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა ბა­ზარ­ზე ისე­თი ქი­მი­უ­რი მზის­გან დამ­ცა­ვე­ბის მოხ­ვედ­რა, რო­მელ­საც კანი იწოვს, რად­გან მათი გა­მო­ყე­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნას უკავ­შირ­დე­ბა. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­გვა­რი რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ თუ ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის წა­კი­თხვა და სწო­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია, უმ­ჯო­ბე­სია ვენ­დოთ მზის­გან დამ­ცავს, რო­მელ­საც აქვს მი­ნე­რა­ლუ­რი და არა ქი­მი­უ­რი ფილტრი.

ნა­ტუ­რა­ლურ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე დამ­ზა­დე­ბულ სა­ცხებს შო­რის კი სჯობს ავარ­ჩი­ოთ ისე­თი, რო­მელ­საც აქვს მა­ღა­ლი დაც­ვა, მი­ნი­მუმ SPF 30 და წყალ­ში მარ­ტი­ვად არ ჩა­მო­ი­ბა­ნე­ბა. მი­ნე­რა­ლუ­რი ფილტრით დამ­ზა­დე­ბულ მზის­გან დამ­ცა­ვებს შო­რის, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აქვს ფრან­გუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Alphanova-ს სა­ცხებს, რო­მელ­საც კა­ნის მოვ­ლის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვლო­გე­რე­ბი ხში­რად ურ­ჩე­ვენ თა­ვი­ანთ გა­მომ­წე­რებს და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ფრან­გი დერ­მა­ტო­ლო­გე­ბის მიერ. Alphanova-ს მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხე­ბი იცავს უსაფრ­თხოდ და ეფექ­ტუ­რად, მათ შო­რის წყალ­შიც. სა­ცხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია წლის ნე­ბის­მი­ერ დროს სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე. მისი მზის­გან დაც­ვა მო­ი­ცავს სა­ცხებს მთე­ლი ოჯა­ხის­თვის, მათ შო­რის ახალ­შო­ბი­ლე­ბის­თვი­საც კი და ამი­ტომ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ფრან­გი დე­დე­ბის # 1 არ­ჩე­ვა­ნი.

კომ­პა­ნია Alphanova-ს პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხე­ბი „იმ­პექ­სის“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მაც უკვე შე­იყ­ვა­რა. Alphanova გვთა­ვა­ზობს მზის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­გორც სა­ცხე­ბის ისე სპრე­ის სა­ხით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­დუქ­ტე­ბი არ იტეს­ტე­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ბრენ­დი ზრუ­ნავს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე, ზღვის ფლო­რა­სა და ფა­უ­ნა­ზე.

მზის­გან უსაფრ­თხო დაც­ვა არამ­ხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნებს, არა­მედ მა­მა­კა­ცებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ. დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცე­მენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხი ზრდას­რუ­ლის მსგავ­სად, ბავ­შვებ­მაც გა­მო­ი­ყე­ნონ, რად­გან მათი კანი UV გა­მოს­ხი­ვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრნო­ბი­ა­რეა. სწო­რედ ეს არის ბრენ­დის კი­დევ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ ის გვთა­ვა­ზობს მზის­გან უსაფრ­თხო დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს რო­გორც ზრდას­რულ­თათ­ვის, ასე­ვე ჩვი­ლე­ბის­თვი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის.

კა­ნის UV გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან ეფექ­ტუ­რად და­სა­ცა­ვად და რუ­ჯის მი­ღე­ბის დროს რის­კე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე და­საყ­ვა­ნად, გთა­ვა­ზობთ Alphanova-ს სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც:

  • მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხე­ბი კან­ზე უნდა და­ვი­ტა­ნოთ და­ახ­ლო­ე­ბით 2 მგ/1 სმ-ზე. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, კან­ზე ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ 0,5 მგ-ის და­ტა­ნა ხდე­ბა, რაც UV გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად საკ­მა­რი­სი არ არის;
  • სა­ცხი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ 2 სა­ათ­ში ერთხელ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მთელს დღეს მზე­ზე ვა­ტა­რებთ. ასე­ვე, კან­ზე დამ­ცა­ვი უნდა და­ვი­ტა­ნოთ წყლი­დან ამოს­ვლის შემ­დეგ;
  • დამ­ცა­ვი უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ კა­ნის ფე­რი­სა და მზის ინ­ტენ­სი­ვო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, უფრო მუქ კანს შე­და­რე­ბით და­ბა­ლი დაც­ვის მქო­ნე მზის­გან დამ­ცა­ვი შეგ­ვიძ­ლია, შე­ვურ­ჩი­ოთ; თუ ინ­ტენ­სი­ურ მზე­ზე გვი­წევს ყოფ­ნა, სა­ცხი მი­ნი­მუმ SPF 30-ს უნდა შე­ი­ცავ­დეს;
  • ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, ბავ­შვე­ბის­თვის და მოზ­რდი­ლის სა­ხის კა­ნის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხე­ბი მა­ღა­ლი დაც­ვით - SPF 50, 30.

ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ სა­ცხის ვა­და­საც, რად­გან ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­თუ შე­დეგს არ იძ­ლე­ვა, შე­საძ­ლოა სა­ზი­ა­ნოც კი იყოს და კან­ზე გარ­კვე­უ­ლი ალერ­გი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. იმი­სათ­ვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ კა­ნის ჯან­სა­ღი იერი და გა­უფრ­თხილ­დეთ თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, შე­ა­ჩე­რეთ თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ფილტრზე დამ­ზა­დე­ბულ ნა­ტუ­რა­ლურ და ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე UVB და UVA დაც­ვით, რო­მე­ლიც უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

კრემი წყლიდან ამოსვლის შემდეგ როგორ უნდა წავისვათ, გავიმშრალოთ და ისე?

-----
0

ყველაზე უპრიანი იქნებოდა მავანთათვის გაგეწიათ რეკომენდაცია: რომ დაიცვან ზომიერება არა მარტო გარუჯვასთან მიმართებაში, საერთოდ ყველაფერში. ზომიერება ყველაზე კარგი მკურნალიცაა და გამოსავალიც

ავტორი:

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

ზაფხულის სეზონი, მზე და რუჯი - ერთი შეხედვით უხილავი საფრთხე რეალურად, მრავალი პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. რუჯის მოყვარულ ქალბატონებს საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა, ხშირად, ჯანმრთელობის სანაცვლოდ უწევთ და სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად, დერმატოლოგები და დერმატო-ონკოლოგები მილიონობით პაციენტის დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავის დაცვა მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კანის ნაადრევი დაბერება, პიგმენტური ლაქები, არაერთგვაროვანი კანის ფერი - ამ და სხვა მრავალი პრობლემის გამომწვევია მზის UV გამოსხივება არამხოლოდ მზიან, არამედ ღრუბლიან ამინდში. შესაბამისად, მითია, რომ მზისგან დამცავის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია რეკომენდებული. იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ჩვენს კანს მზის გამოსხივების შედეგად ადგება, მხოლოდ ნაწილობრივ, ხანგრძლივი სამედიცინო და ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური ჩარევებითაა შესაძლებელი.

არსებობს რისკი იმისა, რომ UV გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს არათუ კანის ნაადრევი დაბერება, არამედ ისეთი სერიოზული გართულება, როგორიც არის რამდენიმე სახის სიმსივნური დაავადება. მათ შორის არის მელანომა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნური დაავადებაა და მისგან განკურნების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. თავდაპირველად, მზისგან დამცავი საშუალებები UVB სხივებისგან თავის დასაცავად იყო გამოგონილი, რადგან მედიკოსები ეჭვობდნენ, რომ რამდენიმე სახის კარცინომას სწორედ აღნიშნული გამოსხივება იწვევდა. წლების შემდეგ დადასტურდა, რომ UVA სხივები, რომელიც ნაოჭების წარმოქმნასა და კანის დაბერების პროვოცირებას იწვევს, მელანომის ჩამოყალიბებასთანაც იყო კავშირში.

მზისგან დამცავის გამოყენების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება შესაბამისი უსაფრთხო პროდუქციის შერჩევა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საცხი არ იყოს გაჯერებული ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ დერმატოლოგების თქმით, ტერმინი „უსაფრთხო გარუჯვა“ არ არსებობს, რადგან კანის ფერის ცვლილება უკვე მის დაზიანებას ნიშნავს, ალბათ, მაინც შეგვიძლია, გარკვეული რისკებისგან თავი დავიზღვიოთ. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ მზისგან დამცავს, რომელიც არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, ალკოჰოლს, პარფიუმს და სხვა ქიმიურ ელემენტებს.

უსაფრთხო შემადგენლობის გამო, ბოლო პერიოდში პოპულარობით სარგებლობს მინერალური მზისგან დამცავები, რომლის შესახებ სტატიებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე შეიტყობდით. ერთი კონკრეტული საცხის მაგალითზე ავხსნათ, თუ რა უპირატესობები აქვს მინერალურ მზისგან დამცავს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის:

მინერალური მზისგან დამცავი მოქმედებს ერთგვარი ფარივით და ჩვენამდე არ „უშვებს“ UV გამოსხივებას, ქიმიური კი შთანთქავს მას. აშშ-ში მკაცრად კონტროლდება ბაზარზე ისეთი ქიმიური მზისგან დამცავების მოხვედრა, რომელსაც კანი იწოვს, რადგან მათი გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ენდოკრინოლოგიური დაავადებების გაჩენას უკავშირდება. ზოგიერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ამგვარი რეგულაცია არ არსებობს, ამიტომ თუ ქიმიური შემადგენლობის წაკითხვა და სწორი დასკვნის გაკეთება არ შეგვიძლია, უმჯობესია ვენდოთ მზისგან დამცავს, რომელსაც აქვს მინერალური და არა ქიმიური ფილტრი.

ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ საცხებს შორის კი სჯობს ავარჩიოთ ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი დაცვა, მინიმუმ SPF 30 და წყალში მარტივად არ ჩამოიბანება. მინერალური ფილტრით დამზადებულ მზისგან დამცავებს შორის, კლინიკური კვლევებით საუკეთესო შედეგი აქვს ფრანგული ორგანული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Alphanova-ს საცხებს, რომელსაც კანის მოვლის კომპეტენტური ვლოგერები ხშირად ურჩევენ თავიანთ გამომწერებს და რეკომენდებულია ფრანგი დერმატოლოგების მიერ. Alphanova-ს მზისგან დამცავი საცხები იცავს უსაფრთხოდ და ეფექტურად, მათ შორის წყალშიც. საცხების გამოყენება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს სხვადასხვა სეზონზე. მისი მზისგან დაცვა მოიცავს საცხებს მთელი ოჯახისთვის, მათ შორის ახალშობილებისთვისაც კი და ამიტომ აღიარებულია, როგორც ფრანგი დედების # 1 არჩევანი.

კომპანია Alphanova-ს პრემიუმ ხარისხის მზისგან დამცავი საცხები „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი და ქართველმა მომხმარებელმაც უკვე შეიყვარა. Alphanova გვთავაზობს მზისგან დამცავ საშუალებას, როგორც საცხების ისე სპრეის სახით. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე. შესაბამისად, ბრენდი ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე, ზღვის ფლორასა და ფაუნაზე.

მზისგან უსაფრთხო დაცვა არამხოლოდ ქალბატონებს, არამედ მამაკაცებს და განსაკუთრებით ბავშვებს ესაჭიროებათ. დერმატოლოგები რეკომენდაციას გასცემენ, რომ აუცილებელია, მზისგან დამცავი საცხი ზრდასრულის მსგავსად, ბავშვებმაც გამოიყენონ, რადგან მათი კანი UV გამოსხივების მიმართ განსაკუთრებით მგრნობიარეა. სწორედ ეს არის ბრენდის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომ ის გვთავაზობს მზისგან უსაფრთხო დაცვის საშუალებებს როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ჩვილებისთვისა და მოზარდებისთვის.

კანის UV გამოსხივებისგან ეფექტურად დასაცავად და რუჯის მიღების დროს რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, გთავაზობთ Alphanova-ს სხვა რეკომენდაციებსაც:

  • მზისგან დამცავი საცხები კანზე უნდა დავიტანოთ დაახლოებით 2 მგ/1 სმ-ზე. სტატისტიკის თანახმად, კანზე ძირითადად მხოლოდ 0,5 მგ-ის დატანა ხდება, რაც UV გამოსხივებისგან თავის დასაცავად საკმარისი არ არის;
  • საცხი უნდა გამოვიყენოთ 2 საათში ერთხელ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელს დღეს მზეზე ვატარებთ. ასევე, კანზე დამცავი უნდა დავიტანოთ წყლიდან ამოსვლის შემდეგ;
  • დამცავი უნდა შევარჩიოთ კანის ფერისა და მზის ინტენსივობის გათვალისწინებით. მაგალითად, უფრო მუქ კანს შედარებით დაბალი დაცვის მქონე მზისგან დამცავი შეგვიძლია, შევურჩიოთ; თუ ინტენსიურ მზეზე გვიწევს ყოფნა, საცხი მინიმუმ SPF 30-ს უნდა შეიცავდეს;
  • ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებისთვის და მოზრდილის სახის კანისთვის რეკომენდებულია მზისგან დამცავი საცხები მაღალი დაცვით - SPF 50, 30.

ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ საცხის ვადასაც, რადგან ვადაგასული პროდუქტის გამოყენება არათუ შედეგს არ იძლევა, შესაძლოა საზიანოც კი იყოს და კანზე გარკვეული ალერგიული გართულებები გამოიწვიოს. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ კანის ჯანსაღი იერი და გაუფრთხილდეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, შეაჩერეთ თქვენი არჩევანი მინერალური წარმოშობის ფილტრზე დამზადებულ ნატურალურ და ორგანულ პროდუქციაზე UVB და UVA დაცვით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.