კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი
"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ფორ­მატ­ში 5 ნივ­თი­ე­რე­ბა, ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზეზ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის აპი­რებს მი­მარ­თოს გა­მო­ძი­ე­ბას, რომ ექ­სპერ­ტი­ზა­ში ჩა­ერ­თვნენ ნარ­კო­ლო­გი, კლი­ნი­კუ­რი ტოქ­სი­კო­ლო­გი და ნევ­რო­პა­თო­ლო­გი.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა გან­მარ­ტა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დად­გინ­დეს, რა რა­ო­დე­ნო­ბით აღ­მოჩ­ნდა გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­გორ ზე­მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ზე და ასე­ვე ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში რა გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ორ­გა­ნიზ­მზე.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ფორ­მატ­ში სამ­ხა­რა­უ­ლი სა­ექ­სპერ­ტო სტრუქ­ტუ­რის ქი­მი­კო­სე­ბის მიერ 5 ნივ­თი­ე­რე­ბა: მორ­ფი­ნი, კო­დე­ი­ნი და და­ნარ­ჩე­ნი სამი პრე­პა­რა­ტი, ერთ-ერთი, მგო­ნი - ფსი­ქოტ­რო­პუ­ლია, ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზეზ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას არ აქვს.

ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ჰის­ტო­პა­თო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გებს. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, მი­მაჩ­ნია, რომ მივ­მარ­თო გა­მო­ძი­ე­ბას ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ნარ­კო­ლო­გის, კლი­ნი­კუ­რი ტოქ­სი­კო­ლო­გი­სა და ნევ­რო­პა­თო­ლო­გის, რად­გან მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში. რომ გა­ა­ჩე­როთ ქუ­ჩა­ში 10-დან 2-3-ს შე­იძ­ლე­ბა, ჰქონ­დეს, თუ 5 კომ­პო­ნენ­ტი არა, 2-3 კომ­პო­ნენ­ტი მა­ინც იმ ნივ­თი­ე­რე­ბის, რაც აღ­მო­აჩ­ნდა გარ­დაც­ვლილს, მაგ­რამ ისი­ნი და­დი­ან, ცხოვ­რო­ბენ, მუ­შა­ო­ბენ.

სწო­რედ ამი­ტომ, მჭირ­დე­ბა მე ეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ ერ­თად დავ­სხდეთ, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ. თვი­სობ­რი­ვად აღ­მოჩ­ნდა ეს პრე­პა­რა­ტე­ბი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა რა­ო­დე­ნო­ბით იყო. ამ პრე­პა­რა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ანუ აძ­ლი­ე­რე­ბენ თუ არა ისი­ნი ეფექტს, ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ თუ არა უფრო მე­ტად ერ­თად აღე­ბუ­ლი სუნ­თქვის ფუნ­ქცი­ა­ზე, რა­მე­თუ ამ დროს ძი­რი­თა­დად სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი არის სუნ­თქვის დამ­ბლა ანუ სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
80

ადამიანი მკურნალობდა,ძვლები ქონდა ჩამსხვრეული და დანიშნულებაც ექნებოდა ექიმებისაგან და რაც ჰოსპიტალში ოპერაციის დროს გაუკეთეს ისიც ბოლომდე არ იქნებოდა გამოსული სისხლიდან? რას ედავებით მიცვალებულს? არ იყო ნაცემი? არ ქონდა ძვლები ჩამტვრეული? არ ქონდა ტვინის შერყევა? საერთოდ ხმის ამოღებას როგორ ბედავთ? 

?????
19

კაცო შენ ექსპერტი ხარ თუ ფილოლოგი? თუ ჯერ ვერ მტკიცდება ბოლომდე ის მაინც თქვი შეიძლება ეს იყოს მიზეზიო, კაცი პადიეზდამდე ძლივს მივიდა და ქუჩაში წამოწვა ისეთ დღეში იყო ფეხზე მდგომს ეძინა და მაგას რა აინშტაინის ტვინი უნდა ქუჩის ნებისმიერ ნარკომანს რო კითხო ის დასვამს 5 წამში დიაგნოზს რით გარდაიცვალა და ამ "პროფესორებს" ეა გჭირთ? თუ სპეციალურად წელავთ? ნარკოტიკს რო სასმელს დააყოლებს კაცი რამდენი შემთხვევა იყო რაც მარტო მე ვიცი კომაში რო ჩაცვივდნენ და გარდაიცვალნენ, ისე მართალია იქნებ დამატებით მოწამლეს კიდეც რომ მერე ეს გამოსვლები და პროცესები აეგორებინათ ამ ოპოზიციისგან არც ეგაა გამორიცხული, ერთ თვეში სრული დასკვნა დაიდება და მერე რაღას იტყვით მაინტერესებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი ალექსანდრე ლაშქარავას ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა ქიმიური ექსპერტიზის ფორმატში 5 ნივთიერება, ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის აპირებს მიმართოს გამოძიებას, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვნენ ნარკოლოგი, კლინიკური ტოქსიკოლოგი და ნევროპათოლოგი.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა რაოდენობით აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერებები, როგორ ზემოქმედებენ ისინი ერთმანეთზე და ასევე ერთობლიობაში რა გავლენას ახდენენ ორგანიზმზე.

"მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილ იქნა ქიმიური ექსპერტიზის ფორმატში სამხარაული საექსპერტო სტრუქტურის ქიმიკოსების მიერ 5 ნივთიერება: მორფინი, კოდეინი და დანარჩენი სამი პრეპარატი, ერთ-ერთი, მგონი - ფსიქოტროპულია, ამ ეტაპზე რაიმე დასკვნების გამოტანის საფუძველი სიკვდილის მიზეზზე სამედიცინო ექსპერტიზას არ აქვს.

ჩვენ ველოდებით ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევის შედეგებს. მაღალი ალბათობით, მიმაჩნია, რომ მივმართო გამოძიებას ამ ექსპერტიზაში ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე ნარკოლოგის, კლინიკური ტოქსიკოლოგისა და ნევროპათოლოგის, რადგან მოჭარბებული რაოდენობით არიან ნარკოტიკების მიმღები პირები მთლიანობაში. რომ გააჩეროთ ქუჩაში 10-დან 2-3-ს შეიძლება, ჰქონდეს, თუ 5 კომპონენტი არა, 2-3 კომპონენტი მაინც იმ ნივთიერების, რაც აღმოაჩნდა გარდაცვლილს, მაგრამ ისინი დადიან, ცხოვრობენ, მუშაობენ.

სწორედ ამიტომ, მჭირდება მე ეს სპეციალისტები, რომ ერთად დავსხდეთ, ეს მონაცემები გავაანალიზოთ. თვისობრივად აღმოჩნდა ეს პრეპარატები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით იყო. ამ პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს, ანუ აძლიერებენ თუ არა ისინი ეფექტს, ზემოქმედებას ახდენენ თუ არა უფრო მეტად ერთად აღებული სუნთქვის ფუნქციაზე, რამეთუ ამ დროს ძირითადად სიკვდილის მიზეზი არის სუნთქვის დამბლა ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - განაცხადა გეჯაძემ.

შსს-მ "ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

"მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" და... - შსს-ს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?