ავტორი:

"ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში..." - როგორია "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლი გახდა

"ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში..." - როგორია "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლი გახდა

"ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.

ამასთან, ფოტოგრაფმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო.

ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არამხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება“ , - განაცხადა ნიკოლიშვილმა.

ასევე, ნიკოლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა და არც საავადმყოფოში მის სანახავად ყოფილან.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

როგორ და რა სირთულით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი - ივანე ჩხაიძის განმარტება

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ