კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე
"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე

მე შე­მომ­თა­ვა­ზეს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ მე უარი ვთქვი, დავ­რჩი ჩემ ბი­ჭებ­თან, მე გა­საქ­ცე­ვი არ მაქვს, გა­საქ­ცე­ვი იმ ადა­მი­ანს აქვს ვინც მარ­თა­ლი არაა და ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კობს, - ამის შე­სა­ხებ „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ­მა და­ვით კუ­ტა­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის მარ­თალ გზა­ზე დგას.

"მე შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მქონ­დეს, ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და, მაგ­რამ მე მარ­თა­ლი, ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი ვარ, ვინც მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს. იმ ფე­რა­დი დრო­შის უკან სა­ტა­ნა დგას, მათ არ გა­აჩ­ნი­ათ მო­რა­ლი, მე ვარ ღა­რი­ბი, მაგ­რამ სუ­ლით მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის გულ­ში არას­დროს მოგ­ცემთ უფ­ლე­ბას ასე­თი მარ­ში ჩა­ტარ­დეს. მათ არ იცი­ან რას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნო­ბა, ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან. თქვენ წინ დგას ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი, ვინც თა­ვი­სი ხე­ლე­ბით აჭ­მევს მის დედ-მა­მას, ვი­საც აქვს მე­ურ­ნე­ო­ბა. მე არ მე­ში­ნია არა­ვი­სი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ მარ­თა­ლი ხალ­ხი ვართ. მე და­მაბ­რა­ლეს შავი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რად და რუ­სეთ­თან კავ­ში­რი, მე მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო. მე აქე­დან შე­იძ­ლე­ბა ცი­ხე­ში ამო­მა­ყო­ფი­ნონ თავი, რად­გან მე პა­ტი­ო­სა­ნი გლე­ხი ოჯა­ხის შვი­ლი ვარ, მათ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა არ აქვთ, შო­უ­ებ­შიც კი ყვე­ლა­ნი ერ­თდრო­უ­ლად შე­მო­მიტ­რი­ალ­და, მა­შინ მივ­ხვდი რომ მარ­თალ გზა­ზე ვდგა­ვარ",- გა­ნა­ცხა­და კუ­ტა­ლა­ძემ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კუ­ტა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია „TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტას აი­ძუ­ლებ­დნენ, რათა მისი მხრი­დან არ მომ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.

და­ვით კუ­ტა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

„TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ და ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი პირი, მათ შო­რის ოთხს პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

“თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 21 პირს წა­რედ­გი­ნა. ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

მეტი რა აღიარება გინდათ!!!

tazo
8

აუ რა დებილი არი, აბა ეს ვინმეს დაინდობს 2 კაპიკის სანაცვლოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე

"შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი" - დავით კუტალაძე

მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ის მართალ გზაზე დგას.

"მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ. მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრად და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდა, მაშინ მივხვდი რომ მართალ გზაზე ვდგავარ",- განაცხადა კუტალაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

"მიუხედავად იმისა, რომ ლაშქარავას ორგანიზმში 5 ნივთიერება იქნა აღმოჩენილი, სიკვდილის მიზეზზე რაიმე დასკვნების საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს" - ექსპერტი