პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა
ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

"ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ და­ვით კუ­ტა­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თე­ი­მუ­რაზ სი­ხა­რუ­ლი­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა კუ­ტა­ლა­ძის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. დაც­ვის მხა­რე კი აცხა­დებ­და რომ, და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არც ერთი სახე არ უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კუ­ტა­ლა­ძე და მას­თან ერ­თად მყო­ფი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით და შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თავს და­ესხნენ ტე­ლე­კომ­პა­ნია „TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტას აი­ძუ­ლებ­დნენ, რათა მისი მხრი­დან არ მომ­ხდა­რი­ყო ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.

და­ვით კუ­ტა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

„TV პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას მი­მართ და ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლისტ მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი პირი, მათ შო­რის ოთხს პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

“თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 21 პირს წა­რედ­გი­ნა. ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 36 პირი, მათ შო­რის 30 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----------------
29

სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა სასტიკად!!!! თუ რამე არ მოგწონს გადართე და ნუ უყურებ!!! ადამინები ისედაც ხვდებიან როცა ტყუინა და როცა არა!! ცემა ტყეპა და კვლა არაა ნორმალური თანაც უდანაშაულო ადამინის!!!

irakli
27

მოვითხოვ მის უმკაცრესად დასჯას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

"ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებუ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა რომ, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო.

წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება თავად ბრალდებული და აღნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

გამოძიების ინფორმაციით, დავით კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

„TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი

"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს