მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო" - გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე
"მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო" - გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე

ის, რაც მოხ­და 5 ივ­ლისს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფომ მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ვერ შე­ას­რუ­ლა და ვერ და­იც­ვა ვერც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა, ვერც სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეს ჩემ­თვის უკვე საკ­მა­რის­ზე მე­ტია, მე არ მჭირ­დე­ბა დიდი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თო, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ან წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს - სა­ხელ­წმი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და­იც­ვას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე.

„კი­დევ ერთხელ მინ­და ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯა­ხის წი­ნა­შე, მე­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­შე, „ტვ პირ­ვე­ლის“ წი­ნა­შე, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ის რაც მოხ­და 5 ივ­ლისს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფომ მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ვერ შე­ას­რუ­ლა და ვერ და­იც­ვა, ვერც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა, ვერც სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ეს უკვე საკ­მა­რის­ზე მე­ტია, მე არ მჭირ­დე­ბა დიდი გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, რომ დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თო. მე აქ ვხე­დავ ძი­რი­თად მი­ზეზს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის სა­ბა­ზი­სო ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს, ეს ჩა­მოშ­ლი­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბია. რა თქმა უნდა, ეს სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძა­ლა­დო­ბის წამ­ხა­ლი­სე­ბე­ლი, რა თქმა უნდა, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე. ის, რომ სა­ხელ­მწი­ფომ წი­ნას­წარ რა­ღაც იცო­და და გაგ­ვაფრ­თხი­ლა, ეს მხო­ლოდ ამ­ძი­მებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას და არ ამ­სუ­ბუ­ქებს - სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­უბ­რო­ბენ ხოლ­მე ასე­თი გო­ნო­რით, რომ „ჩვენ ხომ გა­გაფრ­თხი­ლეთ!“ - ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იცი­ან, რომ მათ ნათ­ქვამ სი­ტყვას ნდო­ბა არ აქვს და იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო არ დამ­ძიმ­დეს, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ინ­ფორ­მა­ცია ასე ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს, მათ შო­რის, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით.

„მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს უნდა მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დეს. ის, რომ უწყე­ბა დო­ზი­რე­ბით გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და ჩემ­თვის ნიშ­ნავს ერთ რა­ღა­ცას - უბ­რა­ლოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნათ­ქვამ სი­ტყვას იმ­დე­ნად უკვე ნდო­ბა და ფასი აღარ აქვს, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­არ­ღვი­ონ, მათ შო­რის, კა­ნო­ნი და ასე ნა­წილ-ნა­წილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზონ ეს. ეს პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სი­სუს­ტე­ზე. ეს მი­უ­თი­თებს იმას, რომ ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ძი­რი­თად მათ ფუნ­ქცი­ებს ვერ ას­რუ­ლებს,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
50

გავრილოვის ღამეს ასრულებდა? საერთოთ რომ არ გააკეტოთ კომენტარი და ჩუმათ იყოთ ჯობია.

ეეეეეე
43

გახარია, კაი ეხლა რა, სკამისთვის ყველაფერს ნუ იკადრებთ!! იმიტომ აქვეყნებენ რომ ეშინიათ, და რისი ეშინიათ ეგეც იცით ხო? რომ არ იცოდეთ ბოდიშს არ მოიხდიდით ბასიანის მოცეკვავე ხალხთან. ოცნებას ეშინია ეტყობა არეულობის, იმიტომ რომ იცის რას ნიშნავს ეგ მოსახლეობისთვის. კორსიკელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯგუფები, ყველა ბრძოლას აჩერებდა ზაფხულში რომ ტურისტი შემოსულიყო და საკუთარ მოსახლეობას ეკონომიური დარტყმა არ ჰქონოდა. საქართველოში პირიქით ხდება - მაინცდამაინც ზაფხულში ტეხავენ არეულობას - მოღალატეები არიან და თქვენც ნუ მიემატებით ამ დემაგოგებს და გამყიდველებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო" - გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე

"მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო" - გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე

ის, რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიება, რომ დასკვნები გავაკეთო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან წამახალისებელი, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს - სახელწმიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას ოჯახის წინაშე, მედია საზოგადოების, ჟურნალისტების წინაშე, „ტვ პირველის“ წინაშე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა, ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, საქართველოს სხვა მოქალაქეები, ეს უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს - სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ ხოლმე ასეთი გონორით, რომ „ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთ!“ - ეს უნდა გაითვალისწინონ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში იციან, რომ მათ ნათქვამ სიტყვას ნდობა არ აქვს და იმისთვის, რომ ყველაფერი კიდევ უფრო არ დამძიმდეს, იძულებულები არიან, ინფორმაცია ასე ეტაპობრივად გაასაჯაროვოს, მათ შორის, კანონის დარღვევით.

„მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გამოძიება დასრულდეს. ის, რომ უწყება დოზირებით გვაწვდის ინფორმაციებს, ეს ძალიან სამწუხაროა და ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას - უბრალოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად უკვე ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან დაარღვიონ, მათ შორის, კანონი და ასე ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ეს. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე. ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტები ძირითად მათ ფუნქციებს ვერ ასრულებს,“ - განაცხადა გახარიამ.

"სამწუხაროდ, ბულვარში სეირნობის საშუალება მე არ მომცემია, რომ დავაკვირდე -  შრომის ინსპექტორი ამოწმებს" - თამარ გაბუნია

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრანჭვა მოსწონს ხალხს" - ალეკო ელისაშვილი კალაძის შესახებ