საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება
"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია აგ­რძე­ლებს ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ინ­გლი­სის მიერ გან­ცდი­ლი მარ­ცხის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას. ბოლო დღე­ე­ბის გან­ხილ­ვის თე­მად იქცა ის რა­სის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი, რაც ინ­გლი­სე­ლი ფა­ნე­ბის მხრი­დან მოხ­და იმ სამ ფე­რად­კა­ნი­ან ფეხ­ბურ­თელ­ზე, რო­მელ­თაც ფი­ნა­ლურ თა­მაშ­ში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბი ვერ გა­ი­ტა­ნეს.

ესე­ნი არი­ან: მარ­კუს რეშ­ფორ­დი, ჯე­ი­დონ სან­ჩო და ბუ­კა­იო საკა.

გა­რეტ სა­უთ­გე­ით­მა და ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა ჰარი კე­ინ­მა მკაც­რად უპა­სუ­ხეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რა­სის­ტულ პოს­ტებს.

"ეს ბი­ჭე­ბი მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ და მათ ეყოთ სი­თა­მა­მე თა­ვი­ანთ თავ­ზე აე­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ მო­მენ­ტში, როცა ფსო­ნე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო. ისი­ნი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ მხარ­და­ჭე­რას და არა სა­ზი­ზღარ რა­სის­ტულ შე­უ­რა­ცხყო­ფებს. თუ თქვენ ჩვენს მო­თა­მა­შე­ებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ, ე.ი. ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არ ყო­ფილ­ხართ, ამი­ე­რი­დან თქვენ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი გვაქვს“, - და­წე­რა ჰარი კე­ინ­მა "ტვი­ტერ­ში“.

"ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ იმ რა­სის­ტუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის გამო, რო­მელ­თა სა­მიზ­ნეც მატ­ჩის შემ­დეგ, ინ­გლი­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გახ­დნენ. და­უშ­ვე­ბე­ლია მო­თა­მა­შე­ე­ბი ით­მენ­დნენ ასეთ სა­ში­ნელ ქცე­ვას. ეს უნდა შე­წყდეს სას­წრა­ფოდ და ამის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე და­ი­სა­ჯოს“, - ეს კი "ტვი­ტერ­ში" პრინცმა უი­ლი­ამ­მა და­წე­რა.

მომ­ხდა­რი დაგ­მეს ცნო­ბილ­მა ინ­გლი­სელ­მა მოქ­მედ­მა თუ ვე­ტე­რან­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მაც.

ბრი­ტა­ნულ­მა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ამ BBC-მ გა­ავ­რცე­ლა მარ­კუს რეშ­ფორ­დის გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტიც, რო­მელ­საც აქვე გთა­ვა­ზობთ მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"მე ისიც არ ვიცი, რით და­ვი­წყო... ვერ გა­მოვ­ხა­ტავ სი­ტყვე­ბით იმას, რა­საც ახლა ვგრძნობ. ძა­ლი­ან რთუ­ლი სე­ზო­ნი მქონ­და, ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ფი­ნა­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად მომ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი. პე­ნალ­ტი რომ ვერ გა­ვი­ტა­ნე, თავი ისე ვიგ­რძე­ნი, რომ ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ებს ვუ­ღა­ლა­ტე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ვერ შევ­ძე­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე. ასე არ მინ­დო­და, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებს. მათი წარ­მა­ტე­ბე­ბი - ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბია, მათი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა - ჩემი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაა.

შე­მიძ­ლია ბევ­რჯერ მო­ვი­ხა­დო ბო­დი­ში, სა­კუ­თა­რი თავი მუდ­მი­ვად ვაკ­რი­ტი­კო იმის გამო, რომ პე­ნალ­ტი ვერ გა­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ არას­დროს მო­ვიხ­დი ბო­დიშს იმა­ზე, თუ ვინ ვარ და სა­ი­დან მო­ვე­დი გუნდში. მე ამა­ყი ვარ იმის გამო, რომ მკერ­დზე სამი ლო­მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ვა­ტა­რებ (მხედ­ვე­ლო­ბა­შია ინ­გლი­სის ფეხ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ემბლე­მა - ს.კ.) და იმით, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მამ­ხნე­ვე­ბენ...

სწო­რედ ეს მე­ა­მა­ყე­ბა მე, მარ­კუს რეშ­ფორდს - 23 წლის შავ­კა­ნი­ანს სამ­ხრეთ მან­ჩეს­ტე­რი­დან. ამის გარ­და მე სხვა არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია. ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით. მე უფრო ძლი­ე­რი დავ­ბრუნ­დე­ბი, ჩვენ ყვე­ლა­ნი უფრო გავძლი­ერ­დე­ბით“.

ამა­სო­ბა­ში ლონ­დო­ნის პო­ლი­ცი­ამ რა­სის­ტუ­ლი პოს­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. პა­რა­ლე­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დიდი ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის მი­ე­რაც, რო­მე­ლიც ფეხ­ბურთში უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რო­გორც გა­ზე­თი "თა­იმ­სი“ («The Times») წერს სტა­ტი­ა­ში, სა­თუ­რით: "სოცქსე­ლე­ბის გი­გან­ტებ­მა პო­ლი­ცი­ას სა­ფეხ­ბურ­თო რა­სის­ტე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა გა­დას­ცენ“ (ავ­ტო­რი - ჰენ­რი ზეფ­მა­ნი), ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბი­დან გა­მო­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სოცქსე­ლებს და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ მათ ყვე­ლა­ფე­რი აც­ნო­ბონ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტე­ბის ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერ­თის ვი­ნა­ო­ბა დად­გე­ნი­ლია: მას სა­მუ­და­მოდ ეკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა ლი­გის სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე დას­წრე­ბა.

"ტვი­ტე­რის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ უკვე წაშ­ლი­ლია ფეხ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი ათას­ზე მეტი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
78

რასიზმი, ჰომოფობია, რელიგიური შეუმწყარებლობა - ეს ყველაფერი სიველურის და კანიბალიზმის გადმონაშთები არის, რომელთაც 21-ე საუკუნეში და ამის მიღმა ადგილი არ აქვთ. მოგწონთ თუ არ მოგწონთ - ეს ასეა. მსოფლიო აქეთკენ მიდის და ვერცერთი ჩამორჩენილი სახელმწიფო ამას ხანგრძლივი დროით ვერ შეაჩერებს. მშვიდობა ჯობია ომს, სიკეთე - ბოროტებას, ხოლო ურთიერთგაგება - ურთიერთდაპირისპირებას

llcl
44

ღრმად პატივცემულო ჩვენი მეგობარი განვითარებული სუპერდემოკრატიული ქვეყნების შეშფოთებულ-აღშფოთებულო ელჩებო! იქნებ მსოფლიო დემოკრატიის აკვან ინგლისში მოგვევლო რასიზმისთვის, სხვა ქვეყნის გულშემატკივრების მიმართ სასტიკი ფიზიკური გასწორებისთვის, როცა ეს პრობლემები მოგვარებული იქნება შემდეგ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ საქართველოში ლგპდ თემის ფრთების გაშლისთვის, კი გვითხრა ვაჟამ რომ "მოხდების ხოლმე არწივი დაჭრილი დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს..." , მაგრამ ჩვენ მაინც ვეცადოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება

ბრიტანული მედია აგრძელებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ინგლისის მიერ განცდილი მარცხის გაანალიზებას. ბოლო დღეების განხილვის თემად იქცა ის რასისტული თავდასხმები, რაც ინგლისელი ფანების მხრიდან მოხდა იმ სამ ფერადკანიან ფეხბურთელზე, რომელთაც ფინალურ თამაშში თერთმეტმეტრიანები ვერ გაიტანეს.

ესენი არიან: მარკუს რეშფორდი, ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა.

გარეტ საუთგეითმა და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა მკაცრად უპასუხეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ რასისტულ პოსტებს.

"ეს ბიჭები მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად გამოდიოდნენ და მათ ეყოთ სითამამე თავიანთ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა იმ მომენტში, როცა ფსონები ძალიან მაღალი იყო. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მხარდაჭერას და არა საზიზღარ რასისტულ შეურაცხყოფებს. თუ თქვენ ჩვენს მოთამაშეებს შეურაცხყოფას აყენებთ, ე.ი. ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები არ ყოფილხართ, ამიერიდან თქვენთან საერთო არაფერი გვაქვს“, - დაწერა ჰარი კეინმა "ტვიტერში“.

Three lads who were brilliant all summer had the courage to step up & take a pen when the stakes were high. They deserve support & backing not the vile racist abuse they’ve had since last night. If you abuse anyone on social media you’re not an @England fan and we don’t want you. pic.twitter.com/PgskPAXgxV
— Harry Kane (@HKane) July 12, 2021

"ძალიან შეწუხებული ვარ იმ რასისტული შეურაცხყოფების გამო, რომელთა სამიზნეც მატჩის შემდეგ, ინგლისელი ფეხბურთელები გახდნენ. დაუშვებელია მოთამაშეები ითმენდნენ ასეთ საშინელ ქცევას. ეს უნდა შეწყდეს სასწრაფოდ და ამის ყველა მონაწილე დაისაჯოს“, - ეს კი "ტვიტერში" პრინცმა უილიამმა დაწერა.

I am sickened by the racist abuse aimed at England players after last night’s match.

It is totally unacceptable that players have to endure this abhorrent behaviour.

It must stop now and all those involved should be held accountable. W
— The Duke and Duchess of Cambridge (@KensingtonRoyal) July 12, 2021

მომხდარი დაგმეს ცნობილმა ინგლისელმა მოქმედმა თუ ვეტერანმა ფეხბურთელებმაც.

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ BBC-მ გაავრცელა მარკუს რეშფორდის განცხადების ტექსტიც, რომელსაც აქვე გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

"მე ისიც არ ვიცი, რით დავიწყო... ვერ გამოვხატავ სიტყვებით იმას, რასაც ახლა ვგრძნობ. ძალიან რთული სეზონი მქონდა, ალბათ, ამიტომაც ფინალისთვის ნაკლებად მომზადებული აღმოვჩნდი. პენალტი რომ ვერ გავიტანე, თავი ისე ვიგრძენი, რომ ნაკრების მოთამაშეებს ვუღალატე. სამწუხაროა, რომ ეს ვერ შევძელი და ისტორიული მომენტი ვერ გამოვიყენე. ასე არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ძალიან ვაფასებ ჩემს თანაგუნდელებს. მათი წარმატებები - ჩემი წარმატებებია, მათი წარუმატებლობა - ჩემი წარუმატებლობაა.

შემიძლია ბევრჯერ მოვიხადო ბოდიში, საკუთარი თავი მუდმივად ვაკრიტიკო იმის გამო, რომ პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში. მე ამაყი ვარ იმის გამო, რომ მკერდზე სამი ლომის გამოსახულებას ვატარებ (მხედველობაშია ინგლისის ფეხბურთის ნაკრების ემბლემა - ს.კ.) და იმით, რომ ჩემი ოჯახის წევრები მამხნევებენ...

სწორედ ეს მეამაყება მე, მარკუს რეშფორდს - 23 წლის შავკანიანს სამხრეთ მანჩესტერიდან. ამის გარდა მე სხვა არაფერი დამრჩენია. ყველას მადლობას გიხდით. მე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ჩვენ ყველანი უფრო გავძლიერდებით“.

ამასობაში ლონდონის პოლიციამ რასისტული პოსტების ავტორების მიმართ გამოძიება დაიწყო. პარალელური გამოძიება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფის მიერაც, რომელიც ფეხბურთში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორც გაზეთი "თაიმსი“ («The Times») წერს სტატიაში, სათურით: "სოცქსელების გიგანტებმა პოლიციას საფეხბურთო რასისტების შესახებ მონაცემები უნდა გადასცენ“ (ავტორი - ჰენრი ზეფმანი), ბრიტანეთის მთავრობიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ხელისუფლება სოცქსელებს დაავალდებულებს, რომ მათ ყველაფერი აცნობონ შეურაცხმყოფელი პოსტების ავტორების შესახებ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთის ვინაობა დადგენილია: მას სამუდამოდ ეკრძალება ყველა ლიგის საფეხბურთო მატჩზე დასწრება.

"ტვიტერის“ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკვე წაშლილია ფეხბურთის ნაკრების მოთამაშეების მიმართ გაკეთებული ათასზე მეტი შეურაცხმყოფელი კომენტარი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან