მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტას ელექტროჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება" - თინათინ მაკარიძე
"ტოიოტას ელექტროჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება" - თინათინ მაკარიძე

"ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ამ“ ურ­თუ­ლე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და­ი­სა­ხა მიზ­ნად, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბას 2050 წლამ­დე გეგ­მავს. ის აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას 21-ე სა­უ­კუ­ნის ინო­ვა­ცი­უ­რი, მძლავ­რი და ეკო­ნო­მი­უ­რი სა­მო­დე­ლო ხა­ზის შექ­მნა­ზე, რო­მელ­საც ნახ­ში­რო­ჟან­გის გაფ­რქვე­ვის იმ­დე­ნად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ექ­ნე­ბა, რომ გა­რე­მო­ზე მი­ნი­მა­ლურ ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს.

ამ სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ზე მოქ­მე­დი ყვე­ლა ფაქ­ტო­რი (ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ჩათ­ვლით). სწო­რედ ამი­ტომ, ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­ო­ნე­რად ცნო­ბი­ლი „ტო­ი­ო­ტა“ მომ­ხმა­რე­ბელს ეტა­პობ­რი­ვად სთა­ვა­ზობს იმ პრო­დუქ­ტებს, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ მო­ერ­გე­ბა კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­სა და ინფრას­ტრუ­ქუ­რას და ამავდრო­უ­ლად, მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­რე­მოს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ელექტრო­ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლე­ბი, ე.წ. ფლაგ-ინ ტექ­ნო­ლო­გია, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი და წყალ­ბად­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ტო­ი­ო­ტას გლო­ბა­ლუ­რი გეგ­მის თან­მი­დევ­რუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

რა­ტომ აგ­რძე­ლებს „ტო­ი­ო­ტა“ ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას და ქმნის ახა­ლი ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას და რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის გლო­ბა­ლურ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს - ამ თე­მებ­ზე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მმარ­თვე­ლი თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე სა­უბ­რობს.

- ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სულ უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. არც ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დუ­ლი ბრენ­დე­ბის ასე­თი წარ­მა­ტე­ბაა შემ­თხვე­ვი­თი -„ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ამ“ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ველ­მა შე­ა­ბი­ჯა ჰიბ­რი­დე­ბით. სწო­რედ ის იყო პი­ო­ნე­რი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლებს შო­რის, რო­მელ­მაც 1997 წელს, სე­რი­უ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­უშ­ვა პრი­უ­სის სა­ხით. ტო­ი­ო­ტამ უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის მხრივ, რა­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­ბა­ზარ­ზე მისი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­ვე­წი­სა და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ, ტო­ი­ო­ტა უს­წრებს სხვა ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლებს და მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის მძლავრ, სა­ი­მე­დო, ეკო­ნო­მი­ურ, ყველ­გან­მა­ვალ პრო­დუქტს და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მე­ბი ჩვენ­შიც არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია. ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა ამ კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე და მეტ­წი­ლად, ტო­ი­ო­ტას ბრენ­დზე. სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვის გამ­ძლე­ო­ბა­ში ან რამ­დე­ნად გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბო­და ის სხვა­დას­ხვა კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში. მუ­სი­რებ­და აზრი, თით­ქოს ჰიბ­რი­დი მხო­ლოდ ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბო­და კომ­ფორ­ტუ­ლი. მაგ­რამ ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დებ­მა თა­ვი­სი სი­ტყვა თქვა - ეს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გამ­ძლე, სა­ი­მე­დო და კომ­ფორ­ტუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პი­სა და სირ­თუ­ლის სა­ფა­რის­თვის, გა­მო­სა­დე­გია ნე­ბის­მი­ერ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში და უზ­რუნ­ველ­ყოფს მძღო­ლი­სა და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას.

ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დებს არ აქვს ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, რად­გან მათ ჰიბ­რი­დულ სის­ტე­მა­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ძრა­ვას შო­რის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად იმ­დე­ნად მა­ღალ დო­ნე­ზეა აწყო­ბი­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერც კი ხვდე­ბა, რო­დის მოძ­რა­ობს მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მის ხარ­ჯზე და რო­დის - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ძრა­ვის ხარ­ჯზე.ეს დიდი კომ­ფორ­ტია და ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ვინც ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რიდს მარ­თავს, ამა­ში დაგ­ვე­თან­ხმე­ბა.

„ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით, მუდ­მი­ვად ან­ვი­თა­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას. უფრო მე­ტად აფარ­თო­ებს ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბას, იმ­დე­ნად, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში, ეტა­პობ­რი­ვად,მისი ყვე­ლა სა­მო­დე­ლო ხაზი ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლით შე­ივ­სე­ბა.

ტო­ი­ო­ტას ასე­თი მიდ­გო­მა იმ მხრი­ვაც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მომ­ხმა­რე­ბელს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა - შეძ­ლებს სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი ვერ­სია შე­არ­ჩი­ოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი ეტა­პობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ვა.

- რა­ტომ მუ­შა­ობს ტო­ი­ო­ტა ასე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რო­გორც ჩანს, ეს კორ­პო­რა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცეფ­ცი­აა?

- „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი. მას აქვს ამ­ბი­ცია და ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ლი­დუ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს არა მხო­ლოდ უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნის მხრივ, არა­მედ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი.

ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ტო­ი­ო­ტას­თვის, რაც თან­ხვედ­რა­შია მის ფი­ლო­სო­ფი­ას­თან, სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და გლო­ბა­ლურ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებ­თან. ტო­ი­ო­ტა პირ­ვე­ლი ავტო მწარ­მო­ე­ბე­ლია, რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა 6 ძი­რი­თა­დი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვა. ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი 2015-დან 2050 წლამ­დე ეტა­პობ­რი­ვად უნდა შეს­რულ­დეს.

ტო­ი­ო­ტას ხედ­ვა ასე­თია: იმის­თვის, რომ მომ­ხმა­რებ­ლის და­ცუ­ლო­ბის ხა­რის­ხი მარ­თლაც მა­ღა­ლი იყოს, ის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში უნდა ცხოვ­რობ­დეს. უსაფრ­თხო გა­რე­მო კი ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მი­ნი­მი­ზა­ცი­ა­საც გუ­ლის­ხმობს. შე­სა­ბა­მი­სად, ტო­ი­ო­ტას გა­მოწ­ვე­ვა №1 - ეს ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია CO2-ის ნუ­ლო­ვა­ნი ემი­სი­ით. კორ­პო­რა­ცი­ის მი­ზა­ნია, 2010 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, CO2-ის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი 2050 წლის­თვის,გლო­ბა­ლუ­რად 90%-ით შე­ამ­ცი­როს. ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ტო­ი­ო­ტა ნახ­ში­რო­ჟან­გის გაფ­რქვე­ვის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით, მათი გა­ყიდ­ვე­ბის ზრდი­თა და ეკო-დრა­ი­ვინ­გის მხარ­და­ჭე­რით გეგ­მავს.

„ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ გა­მოწ­ვე­ვა №2 - CO2-ის ნუ­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ბოლ­ქვია ავ­ტო­მო­ბი­ლის სრუ­ლი სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ავტო მწარ­მო­ებ­ლის მი­ზა­ნია,სრუ­ლად აღ­მო­ფხვრას CO2-ის ემი­სია ავ­ტო­მო­ბი­ლის მთლი­ა­ნი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ გა­მოწ­ვე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ტო­ი­ო­ტა საწ­ვა­ვის სა­ნაც­ვლოდ, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გეგ­მავს.

შე­სა­ბა­მი­სად, ტო­ი­ო­ტას გა­მოწ­ვე­ვა №3 - წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში CO2-ის ნუ­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მიღ­წე­ვაა. 2050 წლის­თვის მან მიზ­ნად და­ი­სა­ხა, მი­აღ­წი­ოს ქარ­ხნე­ბი­დან CO2-ის ნუ­ლო­ვან ემი­სი­ას, ამას­თან ერ­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ეკო­მე­გობ­რულ წარ­მო­ე­ბას და­უ­ჭი­როს მხა­რი.

გა­მოწ­ვე­ვა №4 წყლის რე­სურ­სე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი და ოპ­ტი­მა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბაა. ტო­ი­ო­ტას მი­ზა­ნი პლა­ნე­ტის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რე­სურ­სის მოხ­მა­რე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი გა­რე­მო-პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბის სწო­რი მარ­თვა და რე­ციკ­ლი­რე­ბაა.

ტო­ი­ო­ტას არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა №5 - ეს გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. ავ­ტო­გი­გან­ტი მიზ­ნად ისა­ხავს, გლო­ბა­ლუ­რად შე­უ­წყოს ხელი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის და­ნერგვას.

„ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ მიერ 2050 წლის­თვის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ბოლო, გა­მოწ­ვე­ვა №6 - ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში მყო­ფი მო­მავ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. ტო­ი­ო­ტას მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს გა­რე­მოს­დაც­ვა­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ამით რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ოს ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბა ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ, აღარ არის სა­და­ვო, რომ ტო­ი­ო­ტას სე­რი­უ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იხ­ვე­წე­ბა და სულ უფრო მე­ტად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ხდე­ბა, მთელს მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც სა­თა­ნა­დოდ აფა­სებს იმ პრი­ო­რი­ტე­ტებს, რა­საც ტო­ი­ო­ტა თა­ვის ჰიბ­რი­დებ­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს - საწ­ვა­ვის უაღ­რე­სად ეკო­ნო­მი­უ­რი ხარ­ჯვა, ნახ­ში­რორ­ჟან­გის მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, სიმ­ძლავ­რე, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბი, ელე­გან­ტუ­რო­ბა და კომ­ფორ­ტი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს ტო­ი­ო­ტა კი­დევ არა­ერ­თხელ და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებს.

(NS)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ტოიოტას ელექტროჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება" - თინათინ მაკარიძე

"ტოიოტას ელექტროჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება" - თინათინ მაკარიძე

"ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ ურთულესი გარემოსდაცვითი გამოწვევები დაისახა მიზნად, რომლის შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს. ის აგრძელებს მუშაობას 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც ნახშიროჟანგის გაფრქვევის იმდენად დაბალი მაჩვენებელი ექნება, რომ გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს.

ამ სტრატეგიის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გარემოზე მოქმედი ყველა ფაქტორი (ელექტროენერგიის დამატებითი რესურსებისა და კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის ჩათვლით). სწორედ ამიტომ, ჰიბრიდული ტექნოლოგიების პიონერად ცნობილი „ტოიოტა“ მომხმარებელს ეტაპობრივად სთავაზობს იმ პროდუქტებს, რომელიც საუკეთესოდ მოერგება კონკრეტულ რეგიონსა და ინფრასტრუქურას და ამავდროულად, მაქსიმალურად უზრუნველყოფს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების შემცირებას. შესაბამისად, ელექტროჰიბრიდული მოდელები, ე.წ. ფლაგ-ინ ტექნოლოგია, ელექტრომობილები და წყალბადზე მომუშავე ავტომობილები ტოიოტას გლობალური გეგმის თანმიდევრული განხორციელების შემადგენელი ნაწილია.

რატომ აგრძელებს „ტოიოტა“ ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობას და ქმნის ახალი ტიპის ავტომობილებს, რა ფაქტორები განაპირობებს ტოიოტას ჰიბრიდების უპირატესობას და რამდენად უკავშირდება ეს პროცესი ავტომწარმოებლის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს - ამ თემებზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გარემოსდაცვითი მმართველი თინათინ მაკარიძე საუბრობს.

- ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება მსოფლიოში. არც ტოიოტას ჰიბრიდული ბრენდების ასეთი წარმატებაა შემთხვევითი -„ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ 21-ე საუკუნეში პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. სწორედ ის იყო პიონერი ავტომწარმოებლებს შორის, რომელმაც 1997 წელს, სერიული ჰიბრიდული ავტომობილი გამოუშვა პრიუსის სახით. ტოიოტამ უდიდესი გამოცდილება დააგროვა ჰიბრიდული ტექნოლოგიების წარმოების მხრივ, რამაც საერთაშორისო ავტობაზარზე მისი კონკურენტული უპირატესობა განაპირობა. სერიული წარმოების ჰიბრიდული ტექნოლოგიების დახვეწისა და მუდმივი განვითარების მხრივ, ტოიოტა უსწრებს სხვა ავტომწარმოებლებს და მომხმარებელს ყოველთვის მძლავრ, საიმედო, ეკონომიურ, ყველგანმავალ პროდუქტს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

რაც შეეხება საქართველოს, ჰიბრიდული სისტემები ჩვენშიც არანაკლებ პოპულარულია. ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ამ კატეგორიის ავტომობილებზე და მეტწილად, ტოიოტას ბრენდზე. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მომხმარებელი არ იყო დარწმუნებული ჰიბრიდული ძრავის გამძლეობაში ან რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. მუსირებდა აზრი, თითქოს ჰიბრიდი მხოლოდ ქალაქის პირობებში იქნებოდა კომფორტული. მაგრამ ტოიოტას ჰიბრიდებმა თავისი სიტყვა თქვა - ეს ავტომობილები ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, საიმედო და კომფორტულია ნებისმიერი ტიპისა და სირთულის საფარისთვის, გამოსადეგია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და უზრუნველყოფს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას.

ტოიოტას ჰიბრიდებს არ აქვს ხელშემშლელი ფაქტორები, რადგან მათ ჰიბრიდულ სისტემასა და ტრადიციული სისტემის ძრავას შორის ურთიერთკავშირი ტექნოლოგიურად იმდენად მაღალ დონეზეა აწყობილი, რომ მომხმარებელი ვერც კი ხვდება, როდის მოძრაობს მისი ავტომობილი ჰიბრიდული სისტემის ხარჯზე და როდის - ჩვეულებრივი ძრავის ხარჯზე.ეს დიდი კომფორტია და ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც ტოიოტას ჰიბრიდს მართავს, ამაში დაგვეთანხმება.

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ არ კმაყოფილდება მიღწეული შედეგით, მუდმივად ანვითარებს ამ მიმართულებას. უფრო მეტად აფართოებს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომანქანების წარმოებას, იმდენად, რომ მომდევნო წლებში, ეტაპობრივად,მისი ყველა სამოდელო ხაზი ჰიბრიდული მოდელით შეივსება.

ტოიოტას ასეთი მიდგომა იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება ექნება - შეძლებს სასურველი მოდელის ჰიბრიდული ვერსია შეარჩიოს. რასაკვირველია, ყველა ჰიბრიდული მოდელი ეტაპობრივად საქართველოშიც შემოვა.

- რატომ მუშაობს ტოიოტა ასე მიზანმიმართულად ჰიბრიდული სისტემების გაუმჯობესებაზე, როგორც ჩანს, ეს კორპორაციისთვის მნიშვნელოვანი კონცეფციაა?

- „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომწარმოებელი. მას აქვს ამბიცია და ცდილობს საზოგადოებაში სოლიდური წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ უსაფრთხო და საიმედო სატრანსპორტო საშუალებების შექმნის მხრივ, არამედ გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება და სერიული წარმოება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ტოიოტასთვის, რაც თანხვედრაშია მის ფილოსოფიასთან, სოციალურ პასუხისმგებლობასა და გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებთან. ტოიოტა პირველი ავტო მწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა 6 ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევა. ეს გამოწვევები 2015-დან 2050 წლამდე ეტაპობრივად უნდა შესრულდეს.

ტოიოტას ხედვა ასეთია: იმისთვის, რომ მომხმარებლის დაცულობის ხარისხი მართლაც მაღალი იყოს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა ცხოვრობდეს. უსაფრთხო გარემო კი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მინიმიზაციასაც გულისხმობს. შესაბამისად, ტოიოტას გამოწვევა №1 - ეს ახალი ავტომობილია CO2-ის ნულოვანი ემისიით. კორპორაციის მიზანია, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, CO2-ის გამონაბოლქვი 2050 წლისთვის,გლობალურად 90%-ით შეამციროს. ამის განხორციელებას ტოიოტა ნახშიროჟანგის გაფრქვევის დაბალი მაჩვენებლის მქონე ავტომობილების წარმოებით, მათი გაყიდვების ზრდითა და ეკო-დრაივინგის მხარდაჭერით გეგმავს.

„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გამოწვევა №2 - CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვია ავტომობილის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ავტო მწარმოებლის მიზანია,სრულად აღმოფხვრას CO2-ის ემისია ავტომობილის მთლიანი საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. ამ გამოწვევის განხორციელებას ტოიოტა საწვავის სანაცვლოდ, განახლებადი ენერგიებით აღჭურვილი სისტემების გამოყენებით გეგმავს.

შესაბამისად, ტოიოტას გამოწვევა №3 - წარმოების პროცესში CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევაა. 2050 წლისთვის მან მიზნად დაისახა, მიაღწიოს ქარხნებიდან CO2-ის ნულოვან ემისიას, ამასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე ეკომეგობრულ წარმოებას დაუჭიროს მხარი.

გამოწვევა №4 წყლის რესურსების მინიმალური და ოპტიმალური მოხმარებაა. ტოიოტას მიზანი პლანეტის ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის მოხმარების მინიმიზაცია, ადგილობრივი გარემო-პირობების გათვალისწინებით,ჩამდინარე წყლების სწორი მართვა და რეციკლირებაა.

ტოიოტას არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა №5 - ეს გადამუშავებული რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სისტემების ჩამოყალიბებაა. ავტოგიგანტი მიზნად ისახავს, გლობალურად შეუწყოს ხელი ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილების გადამუშავების ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვას.

„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ 2050 წლისთვის შესასრულებელი ბოლო, გამოწვევა №6 - ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მომავლის საზოგადოების ჩამოყალიბებაა. ტოიოტას მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მთელს მსოფლიოში და ამით რეალობად აქციოს ადამიანის ოცნება ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების თაობაზე.

სწორედ ამიტომ, აღარ არის სადავო, რომ ტოიოტას სერიული ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომელიც მუდმივად იხვეწება და სულ უფრო მეტად რევოლუციური ხდება, მთელს მსოფლიოში საუკეთესოდ არის აღიარებული. სასიხარულოა, რომ ჩვენი ადგილობრივი მომხმარებელიც სათანადოდ აფასებს იმ პრიორიტეტებს, რასაც ტოიოტა თავის ჰიბრიდებში ითვალისწინებს - საწვავის უაღრესად ეკონომიური ხარჯვა, ნახშირორჟანგის მინიმალური გამონაბოლქვი, სიმძლავრე, უსაფრთხოების დაცვის უახლესი სისტემები, ელეგანტურობა და კომფორტი. დარწმუნებული ვართ, ჩვენს მომხმარებელს ტოიოტა კიდევ არაერთხელ და სასიამოვნოდ გააოცებს.

(NS)

თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"