"ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას.
"დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება.
კორონავირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მაპატიეთ მაგრამ ძალიან ბევრ შეუგნებელ ადამიანს ყავს შვილი. ასეთი გულგრილობა რაც ხდება სკვერებში და სათამაშო მოედნებზე ეს უკვე შეუგნებლობაზე მეტია. რა უნდა გიშველოს ექიმმა თუ ტვინის ნასახი არ გაქვს? ან მთავრობამ რაუნდა ქნას მოვიდეს სათითაოდ ადამიანებთან და შვილი ასე არ გაუშვა სხვა ბავშვებთან სათამაშოდ თორე კოვიდი დაემართებაო სათითაოდ გითხრათ? როგორ არ გეშინიათ რო მომავალს დაუნგრევთ და ჯანმრთელობას გაუფუჭებთ შვილებს? მარტო გართობაზე და გულაობაზე რო ხართ გადასული რაგჭირთ ხალხო? უნებისყოფო ერი ვართ. ოღონდ რამე ჭამონ დალიონ იცეკვონ და სხვა სულ ცალ ფეხზე კიდიათ რა. და რაც მთავარია ინსტაგრამზე გამოდონ მათი გულაობის ფოტოები. სამარცხვინოები ხართ. აღარც ოჯახია და აღარც არაფერი. ან რას გავხართ. ერთი რო ამოიცვამს ბანდაჟს მერე ასიათასი იმეორებს უხდება თუ არ უხდება. კატასტროფაა.
ქართველებს რაღაც თვითგანადგურების რეჟიმი გვაქ ჩართული, სხვანაირად ამ სიგიჟეს რაც ჩვენთან ხდება, ახსნა არა აქვს. "ჟურნალისტები" ქუჩიდან პირდაპირ მოგვიწოდებენ არაფერს არ დავემორჩილოთ... შეიძლება მართლა დაბერდა ერი, დროა უკვე...