Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ევროკავშირი? აი, რაში იხარჯება რიგითი ევროპელების ფული საქართველოში..." - რას წერს "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი
"რატომ ევროკავშირი? აი, რაში იხარჯება რიგითი ევროპელების ფული საქართველოში..." - რას წერს "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი

ორ­გა­ნი­ზა­ცია "მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" წევ­რი გი­ორ­გი ჟღენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გან­მარ­ტავს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას, თუ რა­ტომ უნდა აირ­ჩი­ოს სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"2021 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გან­სა­ზღვრუ­ლია 287 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი, მათ­გან უმე­ტე­სი სწო­რედ ევ­რო­კავ­ში­რი­დან მო­დის.

ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ მო­ა­ხერ­ხა და ისე წარ­მო­ა­ჩი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რომ ევ­რო­კავ­ში­რი, თით­ქოს, მხო­ლოდ LGBTQ+ თემს ეხ­მა­რე­ბა და ქარ­თვე­ლე­ბის გარ­ყვნა­ში დებს ინ­ვეს­ტი­ცი­ას. თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა სულ სხვაგ­ვა­რია.

აი, რაში იხარ­ჯე­ბა რი­გი­თი ევ­რო­პე­ლე­ბის ფული:

  • აჭა­რის სოფ­ლე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პროგ­რა­მა (EU, KFW) - 12.3 მი­ლი­ო­ნი ლარი.
  • ქუ­თა­ი­სის მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის პრო­ექ­ტი (EU, KfW) - 1.4 მი­ლი­ო­ნი ლარი.
  • და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (CNF) - 2.3 მი­ლი­ო­ნი ლარი.
  • ბა­თუ­მის ავ­ტო­ბუ­სე­ბის პრო­ექ­ტი (E5P, EBRD) - 4 მი­ლი­ო­ნი ლარი.
  • თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდის პრო­ექ­ტი (E5P, CEB) - 4.2 მი­ლი­ო­ნი ლარი.
  • სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა (EU) - 52 მი­ლი­ო­ნი ლარი.
  • და ათო­ბით სხვა პროგ­რა­მა...

სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც შვი­ლე­ბი დაგ­ყავთ, ტრან­სპორ­ტი, რომ­ლი­თაც ყო­ველ­დღი­უ­რად სარ­გებ­ლობთ, კა­ნა­ლი­ზა­ცია, რო­მელ­საც ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნებთ, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ყვე­ლა სხვა სფე­რო მეტ­წი­ლად ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია და სა­მა­გი­ე­როდ ერ­თა­დერთ რა­მეს ითხო­ვენ! რომ შევ­ქმთან ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, არ ვი­ძა­ლა­დოთ ერ­თმა­ნეთ­ზე და პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნე­თის უფ­ლე­ბებს და როცა არ­ცერთ პი­რო­ბას არ ვას­რუ­ლებთ და პა­სუხს გვთხო­ვენ, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ზღუდ­ვა­ში ვდებთ ბრალს და მი­ვი­თი­თებთ, რომ მათ ქვეყ­ნებს მი­ხე­დონ.

ბო­ლოს უნდა გთხო­ვოთ, რომ გა­ა­ზი­ა­როთ ეს პოს­ტი, თო­რემ ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ წა­ლე­კა ყვე­ლა­ფე­რი და მათ შო­რის ჩვე­ნი გო­ნე­ბაც.

მე ვირ­ჩევ ევ­რო­პას კი არა, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვაქვს და არც ვსა­ჭი­რო­ებთ მას­ში, რად­გან ჩვენ ევ­რო­პის ისე­თი­ვე გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ვართ, რო­გორც საფ­რან­გე­თი, შვე­დე­თი, ავ­სტრია და სხვე­ბი".

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კონსტანტინე თავართქილაძე
23

აქედან სარგებელსაც იღებენ!!!! არავინ ტყუილად არაფერს არ აკეთებს მით უმეტეს ევროპის ბიუროკრატია!!!!!!!!! არ გვჭირდება ეს ყალბი ნოტაციები!!!!!! ევროპაში ყოფნა საქართველოს ბუნებრივი არჩევანია კანალიზაციის და ნარჩენების გამო კი არ გვინდა თავისუფლების და განვითარების გამო გვინდა ევროპა!!!!!!!! საქართველოს მეფეები, დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები იღწვოდნენ რომ ევროპასთან კავშრი გვქონოდა არა მგონია სკოლის ავტობუსების გამო დადიოდა სულხან-საბა ან ილია ჭავჭავაძე ნარცენების გადამუშავების გამო მოგვიწოდებდა ევროპელობას!!!!! ცოტა დაფიქრდით რეებს აქვვეყნებთ!!!!

ავტორს
29

გაფიცებ ოჯახს დამიზუსტე - გრანტს რას ეძახი? თანხებს რომელიც სქჩუქრად გადმოსცეს საქართველოს? თუ თანხებს რომელიც კრედიტის სახით მიეცა საქართველოს, საქართველოში არსებულ პროცენტზე უფრო დაბალ პროცენტად? თუ ამ პროცენტიან ვალთან ერთად მოაყოლეს თავის ფირმებთან დადებული კონტრაქტები, რომ ეგ ფული ეგრევე უკან დაიბრუნონ ერთხელ როგორც ჰონორარი და მერე ვალად თავის პროცენტიანა, და მეორე რომ სრულად არ გადაიხადოს, აღარ ადარდებთ იმიტომ რომ პირველი მაინც ჩაბრუნებულია ევროპულ ფინანსებში?

მაგხელა ვითომ და გამანათლებელ სტატიას რომ წერ , მთლად გაგვანათლე აბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"რატომ ევროკავშირი? აი, რაში იხარჯება რიგითი ევროპელების ფული საქართველოში..." - რას წერს "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი

"რატომ ევროკავშირი? აი, რაში იხარჯება რიგითი ევროპელების ფული საქართველოში..." - რას წერს "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი

ორგანიზაცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი გიორგი ჟღენტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს საკუთარ მოსაზრებას, თუ რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ ევროპა და ევროპული ღირებულებები.

"2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია 287 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი, მათგან უმეტესი სწორედ ევროკავშირიდან მოდის.

ბოლო პერიოდში რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და ისე წარმოაჩინა ყველაფერი, რომ ევროკავშირი, თითქოს, მხოლოდ LGBTQ+ თემს ეხმარება და ქართველების გარყვნაში დებს ინვესტიციას. თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარია.

აი, რაში იხარჯება რიგითი ევროპელების ფული:

  • აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა (EU, KFW) - 12.3 მილიონი ლარი.
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) - 1.4 მილიონი ლარი.
  • დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF) - 2.3 მილიონი ლარი.
  • ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - 4 მილიონი ლარი.
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB) - 4.2 მილიონი ლარი.
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა (EU) - 52 მილიონი ლარი.
  • და ათობით სხვა პროგრამა...

სკოლები, რომლებშიც შვილები დაგყავთ, ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობთ, კანალიზაცია, რომელსაც ასევე ყოველდღიურად იყენებთ, ნარჩენების გადამუშავება, პროფესიული განათლება, სოფლის მეურნეობა და ყველა სხვა სფერო მეტწილად ევროკავშირის დაფინანსებულია და სამაგიეროდ ერთადერთ რამეს ითხოვენ! რომ შევქმთან ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, არ ვიძალადოთ ერთმანეთზე და პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და როცა არცერთ პირობას არ ვასრულებთ და პასუხს გვთხოვენ, სუვერენიტეტის შეზღუდვაში ვდებთ ბრალს და მივითითებთ, რომ მათ ქვეყნებს მიხედონ.

ბოლოს უნდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ეს პოსტი, თორემ ბოლო პერიოდში რუსულმა პროპაგანდამ წალეკა ყველაფერი და მათ შორის ჩვენი გონებაც.

მე ვირჩევ ევროპას კი არა, სხვა არჩევანი არ გვაქვს და არც ვსაჭიროებთ მასში, რადგან ჩვენ ევროპის ისეთივე განუყოფელი ნაწილი ვართ, როგორც საფრანგეთი, შვედეთი, ავსტრია და სხვები".

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე