პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე
"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 5-6 ივ­ლისს დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გამო ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუხს აგებს.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­მო­სუ­ლი.

„ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, ის, რაც ვნა­ხეთ დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბით ამას. ჩვენ გუ­ში­ნაც მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა მკაც­რად დას­ჯი­ლი, ვინც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ძა­ლა­დო­ბა­ში. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა, აგ­რე­სია, შე­უ­რა­ცხყო­ფა და ზო­გა­დად, ის ან­ტა­გო­ნიზ­მი, რაც იკ­ვე­თე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. ეს არ ვარ­გა, და­უშ­ვე­ბე­ლია. უფრო მეტი სიყ­ვა­რუ­ლი, უფრო მეტი პა­ტი­ვის­ცე­მაა სა­ჭი­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ებს, აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე. რო­დე­საც ჩვენ ვხე­დავთ, რომ 5 ადა­მი­ა­ნი უს­წორ­დე­ბა ერთ ადა­მი­ანს, სა­ერ­თოდ რაზე ვლა­პა­რა­კობთ?! პო­ლი­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­მო­სუ­ლი. ეს არ იყო ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე შეკ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხდე­ბო­და ის უბე­დუ­რე­ბა, რაც ვი­ხი­ლეთ და ამას მოჰ­ყვა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. 100-ზე მეტი პირი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე, ვი­საც ბრა­ლი მი­უ­ძღვის და და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ მათ შო­რის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ძა­ლა­დობ­რივ მო­წო­დე­ბებ­ზე სა­პატ­რი­არ­ქომ უნდა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა.

„ალ­ბათ, ამა­ზე სა­პატ­რი­არ­ქომ უნდა გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა. ჩემ­თვის, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი და თუნ­დაც გან­ცხა­დე­ბე­ბი. ძა­ლა­დო­ბა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი არ არის, რომ მუშ­ტი და­არ­ტყა ვი­ღა­ცას, ძა­ლა­დო­ბა არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რიც, რაც კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან ხდე­ბა. ამას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ვუთ­მოთ მო­მა­ვალ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს, რო­გორც კა­ლა­ძე ამ­ბობს, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას სრუ­ლად ენ­დო­ბა.

„გა­მო­ძი­ე­ბას ვენ­დო­ბი. და­ვე­ლო­დოთ სა­ბო­ლოო გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. გუ­შინ იყო შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზსს
62

მართალი ხარ კახი. იცი ვიღაცას გაეცინება, მაგრამ მე გეტყვით: საქართველო დღეს ერთერთი მართლა ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა. აშშ ან ბრიტანეთი გგონიათ დემოკრატიული? ბიბისი-ს შეხედეთ, საიდანაც ჩვენმა ჟურნალისტებმა გადმოიღეს საუბრის მანერა და მიდგომები, წამლიან მოსახლეობას მიკერძოებულობით და ტყუილებით. 

არჩი
110

აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მერს. სამი ტელევიზია (მათთან ერთად კავკასიაც ეფაფხურება) უდიდეს ფსიქოლოგიურ ძალადობას და წნეხს ახორციელებენ მოსახლეობის მიმართ. მათი მთავარი საინფორმაციო გადაცემები იწყება კრიმინალური ქრონიკით - აქ მოკლეს, იქ გააუპატიურეს, იქ იძალადეს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბები, მათ შორის საგარეო პოლიტიკა და შეხვედრები მეათე ხარისხოვანია. მთავარია მოსახლეობა დაიზაფროს, გაუჩნდეს ნიჰილიზმი, დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდაადაა და საშველი ერთია - სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს.

საერთოდ, როგორ მოხდა, რომ ოპოზიციაში ყველა გენიოსია, ხალხზე და ქვეყანაზე დარდით ღამე არ ძინავთ და ხელისუფლებაში ყველა უჭკუოა, უნიათოა, თავს ვერ ართმევენ მართვას და ქვეყანა და ხალხი ეზიზღება?

ვიცი გამოსავალი - ომბუდსმენი ლომჯარია უნდა ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტად, სააკაშვილი - პრემიერ მინისტრად, ხაზარაძე, ჯაფარიძე, უგულავა, ბოკერია - მინისტრებად, ბურჯანაძე - პარლამენტის თავმჯდომარედ, მოსამართლეები უნდა გავყაროთ და მათ ადგილზე დაინიშნონ ადვოკატები - მათ უკეთ იციან იურისპრუდენცია და სამართალი. 

ასე გვეშველება.

ავტორი:

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 5-6 ივლისს დედაქალაქში განხორციელებული ძალადობის გამო ყველა მონაწილე კანონის წინაშე პასუხს აგებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, ის, რაც ვნახეთ დედაქალაქის ქუჩებში. კატეგორიულად ვემიჯნებით ამას. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანი იქნება მკაცრად დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან. ეს არ ვარგა, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო.

რაც შეეხება დამნაშავეებს, აუცილებლად ყველას მოეთხოვება პასუხი კანონის წინაშე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ 5 ადამიანი უსწორდება ერთ ადამიანს, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ძალიან რთული იყო იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი ადამიანი იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გამოსული. ეს არ იყო ერთ კონკრეტულ ადგილზე შეკრება. სამწუხაროდ, ხდებოდა ის უბედურება, რაც ვიხილეთ და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ყველა მონაწილე, ვისაც ბრალი მიუძღვის და დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მათ შორის, სასულიერო პირების ძალადობრივ მოწოდებებზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება.

„ალბათ, ამაზე საპატრიარქომ უნდა გააკეთოს განცხადება. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები და თუნდაც განცხადებები. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს, როგორც კალაძე ამბობს, მიმდინარე გამოძიებას სრულად ენდობა.

„გამოძიებას ვენდობი. დაველოდოთ საბოლოო გადაწვეტილებას, რომელიც იქნება გაკეთებული. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. გუშინ იყო შუალედური დასკვნა“, - განაცხადა კალაძემ.

"შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში ერთი სკამი ცარიელია..." - ვის სახსოვრად იყო ცარიელი სკამი კალაძის მერად წარდგენის ცერემონიაზე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

"არ გამოვა ასე, ბატონო კახა, უნდა აირჩიოთ, ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი ან მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი" - თინა ბოკუჩავა კალაძეს