მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ "ფაიზერს" დაველოდო?" - რას პასუხობს შეკითხვას ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი
"რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ "ფაიზერს" დაველოდო?" - რას პასუხობს შეკითხვას ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ნევ­რო­ლო­გი, და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რიგ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. აი, რას წერს ექი­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"შე­კი­თხვა: რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით ავიც­რა - ჩი­ნუ­რით, თუ "ფა­ი­ზერს" და­ვე­ლო­დო.

ვი­საც უბ­რა­ლო შე­ჯა­მე­ბა აინ­ტე­რე­სებს, მათ­თვის მარ­ტი­ვად ვი­ტყვი:

  • "სი­ნო­ვა­კით" აცრა (რაც უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია) დღეს, გა­ცი­ლე­ბით (!) უკეთ და­გი­ცავთ სიკ­ვდი­ლის­გან წლის ბო­ლომ­დე, ვიდ­რე თუნ­დაც ორი კვი­რის მერე "ფა­ი­ზე­რით" აცრა.

ის, ვის­თვი­საც ეს და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერს, ქვე­მოთ ავ­ხსნი მე-8 კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის დო­ნე­ზე.

ეს დას­კვნა ეფუძ­ნე­ბა გარ­კვე­ულ ფაქ­ტებს. და ეს ფაქ­ტე­ბი არის დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან რო­გო­რე­ბი­ცაა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, New England Journal of Medicine.

ეს ფაქ­ტე­ბი და დაშ­ვე­ბე­ბია შემ­დე­გი:

- "ფა­ი­ზე­რი" უფრო ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნაა და უკეთ (უფრო მეტ პრო­ცენ­ტში) იცავს ხალ­ხს კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­გა­ნაც და მის­გან სიკ­ვდი­ლის­გან, ვიდ­რე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა. ეს ნამ­დვი­ლად ასეა, ვერ­ცერ­თი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ვერ იტყვის, რომ ჩი­ნუ­რი უფრო ეფექ­ტუ­რი­აო არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. სწო­რედ ამ სი­მარ­თლეს შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც "ფა­ი­ზერს" „ელო­დე­ბი­ან“.

- უახ­ლე­სი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ერთი და იმა­ვე ქვე­ყა­ნა­ში და პო­პუ­ლა­ცი­ა­ში და იმა­ვე დრო­ის პე­რი­ოდ­ში (რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის­თვის) შე­დარ­და "ფა­ი­ზე­რის" და "სი­ნო­ვა­კის" (ჩი­ნუ­რი) ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, "ფა­ი­ზე­რი" უფრო ეფექ­ტუ­რი იყო ვიდ­რე სი­ნო­ვა­კი.

- მაგ­რამ რო­გორც ამე­რი­კე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ - „ეშ­მა­კი დე­ტა­ლებ­შია და­მა­ლუ­ლი“. ეს გან­სხვა­ვე­ბა ამ ორ ვაქ­ცი­ნას შო­რის ძი­რი­თა­დად იყო მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბის ხარ­ჯზე. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სიკ­ვდი­ლის­გან და კრი­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის­გან დაც­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბა გა­ცი­ლე­ბით მცი­რე და­ახ­ლო­ე­ბით 5 პრო­ცენ­ტი იყო: 91% დაც­ვა "ფა­ი­ზე­რის­გან" და 86% "სი­ნო­ვა­კის­გან".

ეს უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვა ჩი­ლე­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მია დო­მი­ნან­ტუ­რი, თუმ­ცა მა­ნამ­დე არ­სე­ბულ კვლე­ვებ­შიც (სხვა შტა­მებ­ზე) მსგავ­სი პრო­პორ­ცი­ე­ბია - "ფა­ი­ზე­რი" ლი­დე­რობს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სიმპტო­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, თუმ­ცა მძი­მე ფორ­მებ­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე "სი­ნო­ვა­კი" (და სხვა ვაქ­ცი­ნე­ბიც) საკ­მა­ოდ უახ­ლოვ­დე­ბა მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნამ­დვი­ლად ლო­გი­კუ­რია, რომ დელ­ტა შტამ­ზეც მსგავ­სი პრო­პორ­ცი­ე­ბი იყოს და­ცუ­ლი (ამ არ­გუ­მენ­ტში გვეხ­მა­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი დიდი ბრი­ტა­ნე­თის სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც თით­ქმის 100% დელ­ტა შტა­მია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა - "ას­ტრა­ზე­ნე­კას" მიერ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 90%-ით შემ­ცი­რე­ბა).

- ვაქ­ცი­ნის „ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე“ რომ სა­უბ­რო­ბენ, სტან­დარ­ტუ­ლად იგუ­ლის­ხმე­ბა სიმპტო­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ის­გან პრო­ცენ­ტუ­ლი დაც­ვა (რომ­ლის დიდი პრო­ცენ­ტიც მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა). ამას გარ­კვე­ულ წი­ლად შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს ხალ­ხი, რად­გან მგო­ნი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა სიკ­ვდი­ლის­გან და­ი­ცავს თუ არა, ვიდ­რე ის რომ მსუ­ბუ­ქი სურ­დოს მსგავ­სი ინ­ფექ­ცია ექ­ნე­ბა თუ არ ექ­ნე­ბა.

- ვაქ­ცი­ნის­გან სრუ­ლი დაც­ვა (ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი პრო­ცენ­ტე­ბი) სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლია რომ ყა­ლიბ­დე­ბა მე­ო­რე დო­ზი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ.

ახლა კი მა­თე­მა­ტი­კა­ზე გა­და­ვი­დეთ:

პი­რო­ბი­თად რომ ავი­ღოთ, რომ ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე (და­უც­ვე­ლი) გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი *ყო­ველ­თვი­უ­რად* 100%-ია (ან 100, მარ­ტი­ვი გა­მოთ­ვლის­თვის). ეგ ნიშ­ნავს, რომ "ფა­ი­ზე­რით" ორ­ჯერ აც­რილ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ეს იქ­ნე­ბა 9 ადა­მი­ა­ნი (91%-ში იცავს სიკ­ვდი­ლის­გან, 100-91 = 9). "სი­ნო­ვა­კის" შემ­თხვე­ვა­ში ეს იქ­ნე­ბა 14 (100-86 = 14)

ეს ნიშ­ნავს, რომ ახლა (ივ­ლი­სის შუ­ა­ში) რომ აიც­რას ადა­მი­ა­ნი და შემ­დეგ მე­ო­რე დოზა აგ­ვის­ტოს 15-ში, 1 სექ­ტემ­ბრის­თვის უკვე სრუ­ლი დაც­ვა ექ­ნე­ბა. ანუ სექ­ტემ­ბე­რი, ოქ­ტომ­ბე­რი, ნო­ემ­ბე­რი დე­კემ­ბე­რი - თვი­თო­ე­ულ თვე­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა 14. სულ 14+14+14+14= 56 (ნაც­ვლად აუც­რე­ლე­ბის 400-სა იგივ­ბე პე­რი­ოდ­ში)

ორი კვი­რით რომ „და­ვე­ლო­დოთ“ და მერე "ფა­ი­ზე­რით" ავიც­რათ (და­უ­ჯე­რებ­ლად კარგ შემ­თხვე­ვა­ში რომ "ფა­ი­ზე­რი" იქ­ნე­ბა იმ დროს) სუ­რა­თი ასე­თია. სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ჯერ კი­დევ და­უც­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი. ანუ, თუ მთელ სექ­ტემ­ბერ­ში აუც­რე­ლი პა­ცი­ენ­ტი 100 კვდე­ბო­და, პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მოკ­ვდე­ბა 50, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში 4.5 (ცხრის ნა­ხე­ვა­რი), ნუ, და­ვამ­რგვა­ლოთ "ფა­ი­ზე­რის" სა­სარ­გებ­ლოდ 4. ოქ­ტომ­ბერ, ნო­ემ­ბერ, დე­კემ­ბერ­ში 9-ები. ანუ სულ ჯამ­ში: 50 + 4 + 9 + 9 + 9 = 81 შე­დე­გი ასე­თია.

  • თქვენ დღეს რომ აიც­რათ ჩი­ნუ­რით, 45%-ით მე­ტად ხართ და­ცუ­ლი წლის ბო­ლომ­დე კო­რო­ნა­თი სიკ­ვდი­ლის­გან. ( (81 – 56 ) / 56 *100= 45%).

რა თქმა უნდა ეს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გა­მოთ­ვლაა, რომ პოს­ტი წა­კი­თხვა­დი იყოს, და მრა­ვა­ლი წვრილ­მა­ნი ფაქ­ტო­რის და­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად ნა­წი­ლობ­რი­ვი დაც­ვა პირ­ვე­ლი დო­ზის­გან ორი­ვე ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში). თუმ­ცა რომც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის წვრილ­მა­ნე­ბი - ამ­ხე­ლა 45%-ს დი­დად ვერ შეც­ვლის. იმა­ზე აღარ მაქვს ლა­პა­რა­კი, რომ ორ კვი­რა­ზე მეტი ხანი, ვინც ელო­დე­ბა "ფა­ი­ზერს", ეს ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით იზ­რდე­ბა (ერთ თვე­ში უკვე 100%-ზე მე­ტია).

მე აქ რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნას კი არ ვუ­წევ აგი­ტა­ცი­ას - უბ­რა­ლოდ ის ერთი შე­ხედ­ვით „უხი­ლა­ვი“ ციფ­რე­ბი გა­მომ­ყავს სა­აშ­კა­რა­ო­ზე, მათ­თვის, ვინც დაბ­ნე­უ­ლია, და ვი­საც ჯერ­ჯე­რო­ბით არ უნდა ღმერ­თთან (ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში ეშ­მაკ­თან) შეხ­ვედ­რის კო­რო­ნა-ლა­ტა­რია მო­ი­გოს, რა­საც ყო­ველ­თვი­უ­რად 600 ადა­მი­ა­ნი იგებს სა­ქარ­თვე­ლო­ში".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ai
10

amis martlarogor unda davijero? 

ანა
28

აი, ახლა მართლა შემეშინდა....ან ეს კაცი არაა ნორმალური, ან მართლა რაღაცაშია საქმე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ "ფაიზერს" დაველოდო?" - რას პასუხობს შეკითხვას ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

"რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ "ფაიზერს" დაველოდო?" - რას პასუხობს შეკითხვას ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

ამერიკაში მომუშავე ქართველი ნევროლოგი, დავით მრელაშვილი ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ განმარტებას აკეთებს. აი, რას წერს ექიმი სოციალურ ქსელში:

"შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ "ფაიზერს" დაველოდო.

ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს, მათთვის მარტივად ვიტყვი:

  • "სინოვაკით" აცრა (რაც უკვე საქართველოში შესაძლებელია) დღეს, გაცილებით (!) უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ბოლომდე, ვიდრე თუნდაც ორი კვირის მერე "ფაიზერით" აცრა.

ის, ვისთვისაც ეს დაუჯერებლად ჟღერს, ქვემოთ ავხსნი მე-8 კლასის მათემატიკის დონეზე.

ეს დასკვნა ეფუძნება გარკვეულ ფაქტებს. და ეს ფაქტები არის დღეს არსებული სამედიცინო ლიტერატურიდან ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო და ავტორიტეტული წყაროებიდან როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, New England Journal of Medicine.

ეს ფაქტები და დაშვებებია შემდეგი:

- "ფაიზერი" უფრო ეფექტური ვაქცინაა და უკეთ (უფრო მეტ პროცენტში) იცავს ხალხს კორონავირუსის ინფექციისგანაც და მისგან სიკვდილისგან, ვიდრე ჩინური ვაქცინა. ეს ნამდვილად ასეა, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის, რომ ჩინური უფრო ეფექტურიაო არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სწორედ ამ სიმართლეს შეჰყავს შეცდომაში ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ისინი, ვინც "ფაიზერს" „ელოდებიან“.

- უახლესი კვლევის საფუძველზე ერთი და იმავე ქვეყანაში და პოპულაციაში და იმავე დროის პერიოდში (რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინტერპრეტაციისთვის) შედარდა "ფაიზერის" და "სინოვაკის" (ჩინური) ვაქცინების ეფექტურობა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფაიზერი" უფრო ეფექტური იყო ვიდრე სინოვაკი.

- მაგრამ როგორც ამერიკელები ამბობენ - „ეშმაკი დეტალებშია დამალული“. ეს განსხვავება ამ ორ ვაქცინას შორის ძირითადად იყო მსუბუქი ფორმების ხარჯზე. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია - სიკვდილისგან და კრიტიკული ფორმებისგან დაცვაში განსხვავება გაცილებით მცირე დაახლოებით 5 პროცენტი იყო: 91% დაცვა "ფაიზერისგან" და 86% "სინოვაკისგან".

ეს უკანასკნელი კვლევა ჩილეში ჩატარდა, სადაც ბრაზილიური შტამია დომინანტური, თუმცა მანამდე არსებულ კვლევებშიც (სხვა შტამებზე) მსგავსი პროპორციებია - "ფაიზერი" ლიდერობს მნიშვნელოვნად სიმპტომური ინფექციების პრევენციაში, თუმცა მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობაზე "სინოვაკი" (და სხვა ვაქცინებიც) საკმაოდ უახლოვდება მას. აქედან გამომდინარე ნამდვილად ლოგიკურია, რომ დელტა შტამზეც მსგავსი პროპორციები იყოს დაცული (ამ არგუმენტში გვეხმარება დღევანდელი დიდი ბრიტანეთის სიტუაცია, სადაც თითქმის 100% დელტა შტამია და მიუხედავად იმისა - "ასტრაზენეკას" მიერ სიკვდილიანობის 90%-ით შემცირება).

- ვაქცინის „ეფექტურობაზე“ რომ საუბრობენ, სტანდარტულად იგულისხმება სიმპტომური ინფექციისგან პროცენტული დაცვა (რომლის დიდი პროცენტიც მსუბუქი ფორმაა). ამას გარკვეულ წილად შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რადგან მგონი ყველა ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინა სიკვდილისგან დაიცავს თუ არა, ვიდრე ის რომ მსუბუქი სურდოს მსგავსი ინფექცია ექნება თუ არ ექნება.

- ვაქცინისგან სრული დაცვა (ზემოთ მოყვანილი პროცენტები) საერთაშორისოდ მიღებულია რომ ყალიბდება მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ.

ახლა კი მათემატიკაზე გადავიდეთ:

პირობითად რომ ავიღოთ, რომ ვაქცინის გარეშე (დაუცველი) გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი *ყოველთვიურად* 100%-ია (ან 100, მარტივი გამოთვლისთვის). ეგ ნიშნავს, რომ "ფაიზერით" ორჯერ აცრილ პოპულაციაში ეს იქნება 9 ადამიანი (91%-ში იცავს სიკვდილისგან, 100-91 = 9). "სინოვაკის" შემთხვევაში ეს იქნება 14 (100-86 = 14)

ეს ნიშნავს, რომ ახლა (ივლისის შუაში) რომ აიცრას ადამიანი და შემდეგ მეორე დოზა აგვისტოს 15-ში, 1 სექტემბრისთვის უკვე სრული დაცვა ექნება. ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი - თვითოეულ თვეში სიკვდილიანობა იქნება 14. სულ 14+14+14+14= 56 (ნაცვლად აუცრელების 400-სა იგივბე პერიოდში)

ორი კვირით რომ „დაველოდოთ“ და მერე "ფაიზერით" ავიცრათ (დაუჯერებლად კარგ შემთხვევაში რომ "ფაიზერი" იქნება იმ დროს) სურათი ასეთია. სექტემბრის პირველი ორი კვირა ჯერ კიდევ დაუცველია პაციენტი. ანუ, თუ მთელ სექტემბერში აუცრელი პაციენტი 100 კვდებოდა, პირველ ნახევარში მოკვდება 50, მეორე ნახევარში 4.5 (ცხრის ნახევარი), ნუ, დავამრგვალოთ "ფაიზერის" სასარგებლოდ 4. ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში 9-ები. ანუ სულ ჯამში: 50 + 4 + 9 + 9 + 9 = 81 შედეგი ასეთია.

  • თქვენ დღეს რომ აიცრათ ჩინურით, 45%-ით მეტად ხართ დაცული წლის ბოლომდე კორონათი სიკვდილისგან. ( (81 – 56 ) / 56 *100= 45%).

რა თქმა უნდა ეს გამარტივებული გამოთვლაა, რომ პოსტი წაკითხვადი იყოს, და მრავალი წვრილმანი ფაქტორის დამატება შეიძლება (მაგალითად ნაწილობრივი დაცვა პირველი დოზისგან ორივე ვაქცინის შემთხვევაში). თუმცა რომც გავითვალისწინოთ ის წვრილმანები - ამხელა 45%-ს დიდად ვერ შეცვლის. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ ორ კვირაზე მეტი ხანი, ვინც ელოდება "ფაიზერს", ეს ციფრი გაცილებით იზრდება (ერთ თვეში უკვე 100%-ზე მეტია).

მე აქ რომელიმე ვაქცინას კი არ ვუწევ აგიტაციას - უბრალოდ ის ერთი შეხედვით „უხილავი“ ციფრები გამომყავს სააშკარაოზე, მათთვის, ვინც დაბნეულია, და ვისაც ჯერჯერობით არ უნდა ღმერთთან (ან უარეს შემთხვევაში ეშმაკთან) შეხვედრის კორონა-ლატარია მოიგოს, რასაც ყოველთვიურად 600 ადამიანი იგებს საქართველოში".

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია