მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში
აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

კა­ცობ­რი­ო­ბას, არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მრა­ვა­ლი ეპი­დე­მია და პან­დე­მია ახ­სოვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო 2 წე­ლია კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ამ მსოფ­ლიო მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა დღის წეს­რი­გი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ერთ-ერთ უდი­დეს პრობ­ლე­მას კვლავ აივ/შიდსი წარ­მო­ად­გენს.

გა­ე­როს შიდსის პროგ­რა­მის (UNAIDS) მო­ნა­ცე­მე­ბით, აივ/ შიდსის ეპი­დე­მია რჩე­ბა დი­ნა­მი­ურ და მზარ­დი ხა­სი­ა­თის ეპი­დე­მი­ად, რო­მელ­მაც სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით მო­იც­ვა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბამ და ეფექ­ტი­ან­მა პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ­მა პროგ­რა­მებ­მა აივ/შიდსის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბეს, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ინც იზ­რდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ ინ­ფექ­ცია/შიდსის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1989 წელს გა­მოვ­ლინ­და. მი­უ­ხერ­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო მი­ე­კუთ­ვნე­ბა აივ ინ­ფექ­ცია/შიდსის და­ბა­ლი პრე­ვა­ლენ­ტო­ბის ქვეყ­ნებს, ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 500 შე­ად­გენს, რაც ისე­თი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი რი­ცხვია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას რომ გა­დავ­ხე­დოთ, 2021 წლის ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო - პრაქ­ტი­კულ ცენ­ტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია აივ-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 8 853 შემ­თხვე­ვა, სა­ი­და­ნაც 6 612 - მა­მა­კა­ცი, ხოლო 2 241 - ქა­ლია. პა­ცი­ენ­ტთა ასა­კი 29-დან 40 წლამ­დე მერ­ყე­ობს. 2021 წელს, გა­მოვ­ლინ­და 221 ახა­ლი შემ­თხვე­ვა.

აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გა­ნა­წი­ლე­ბა გა­და­ცე­მის გზე­ბის მი­ხედ­ვით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 49,7% ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით, 35,7% ინექ­ცი­უ­რი ნარ­კო­მა­ნი­ით, 12,2% ჰომო/ბი-სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტით, 1,3% ვერ­ტი­კა­ლუ­რი გზით (დე­დი­დან შვილ­ზე), 0,6% - და­უდ­გე­ნე­ლი გზით და 0,5% სის­ხლის გა­დას­ხმით.

შიდსთან ბრძო­ლის საქ­მე­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენს აივ/შიდსის გა­მოვ­ლე­ნა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კა და და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა, რო­გორც სხვა­დას­ხვა რის­კჯ­გუფ­ში, ასე­ვე ზო­გად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა აივ/შიდსის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი.

„2004 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ველ­მა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, და­ნერ­გა და უზ­რუნ­ველ­ყო აივ ინ­ფექ­ცია/შიდსის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უნი­ვერ­სა­ლუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე და­ნერ­გი­ლია პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის თუ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­დეს აივ/შიდსის და სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და მო­ნი­ტო­რინგზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დი (AHF), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს აშშ-ში აივ/შიდსის მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლეს მიმ­წო­დე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს. ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას აივ-ზე სწრაფ და ანო­ნი­მურ ტეს­ტი­რე­ბას, კონ­დო­მებს, რო­გორც სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან თავ­დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ებს სრუ­ლი­ად უფა­სოდ სთა­ვა­ზობს“, - აღ­ნიშ­ნავს შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ხე­თა­გუ­რი.

ქვე­ყა­ნა­ში აივ/შიდსთან ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი თვალ­სა­ჩი­ნო და რე­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის არა­საკ­მა­რი­სად მოც­ვა­ში, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­სა და აივ ინ­ფექ­ცი­ის დაგ­ვი­ა­ნე­ბულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს კი, ხელს უწყობს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ნელ, თუმ­ცა მზარდ დი­ნა­მი­კას.

„დღე­ი­სათ­ვის, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, აივ ინ­ფექ­ცია მარ­თვა­დი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სის­ტე­მა­ტი­უ­რი/უწყვე­ტი მი­ღე­ბა, მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე, უზ­რუნ­ველ­ყოფს და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის ეფექ­ტურ კონ­ტროლს და ამ­ცი­რებს ვირუ­სის გა­და­ცე­მის რისკს. ვირუ­სის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­სას, მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ვირუ­სის დათ­რგუნ­ვა, იმუ­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნა, სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ შიდსის პრე­ვენ­ცი­ის და ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა ტეს­ტი­რე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, აივ-ზე სწრაფ და მარ­ტივ ტეს­ტი­რე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, მათ შო­რის ჩვე­ნი ფონ­დის ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი სთა­ვა­ზობს. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ტეს­ტი­რე­ბა ანო­ნი­მუ­რი და სრუ­ლი­ად უფა­სოა“, - აცხა­დებს ნინო ხე­თა­გუ­რი.

რო­გორც ნინო აღ­ნიშ­ნავს, და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე, მო­ი­ცავს შემ­დეგ სტა­დი­ებს: ვირუ­სის ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რი­დან ასიმპტო­მუ­რი პე­რი­ო­დი (2-3 კვი­რა), მწვა­ვე რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი სინ­დრო­მი (2-3 კვი­რა), კლი­ნი­კუ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სე­რო­კონ­ვერ­სია (2-4 კვი­რა), ასიმპტო­მუ­რი ქრო­ნი­კუ­ლი აივ ინ­ფექ­ცია (სა­შუ­ა­ლოდ 8 წელი), სიმპტო­მუ­რი აივ ინ­ფექ­ცია/შიდსი (სა­შუ­ა­ლოდ 1,3 წელი) და ბოლო სტა­დია გარ­დაც­ვა­ლე­ბა. აივ ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს წარ­მო­ად­გენს აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ან შიდსით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის უსიმპტო­მო პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას, რომ ვირუ­სის ად­რე­ულ ეტაპ­ზე დი­აგ­ნოს­ტი­კა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რო­გორც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის­თვის, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

„შიდსი ნელა პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა. მას იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვირუ­სი (აივ), რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში შეჭ­რი­სას აზი­ა­ნებს ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას, რის შე­დე­გად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი მო­წყვლა­დი ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი ან/და იშ­ვი­ა­თი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ. აივ-ი არ­სე­ბობს ორ­გა­ნიზ­მის მთელ რიგ ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­ში, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით შე­ი­ცავს სის­ხლი, სპერ­მა, ვა­გი­ნა­ლუ­რი ლორ­წო და თავ­ზურგტვი­ნის სი­თხე. სწო­რედ ამ ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­თან კონ­ტაქ­ტი არის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის შემ­ცვე­ლი. შიდსის ვირუ­სი გა­და­ცე­მის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი გზა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რია (ჰე­ტე­რო თუ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი). ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ვირუ­სის გა­და­ცე­მა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცებ­ში. აივ/შიდსის გა­და­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­რო­ებს წარ­მო­ად­გენს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის სის­ხლის ან მისი ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­დას­ხმა, ასე­ვე, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ხლით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი შპ­რი­ცის, ნემ­სის და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ან/და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის არას­ტე­რი­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და ტატუ/პირ­სინგზე მო­თხოვ­ნა, რაც ვირუ­სის გა­და­ცე­მის რე­ა­ლურ წყროს წარ­მო­ად­გენს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის, ერთ-ერთ რის­კჯ­გუფს წარ­მო­ად­გე­ნენ. ვირუ­სის გა­და­ცე­მის კი­დევ ერთ წყა­როს წარ­მო­ად­გენს ვერ­ტი­კა­ლუ­რი გზა - აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დი­დან ნა­ყოფ­ზე ან ახალ­შო­ბილ­ზე მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, მშო­ბი­ა­რო­ბის ან ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­მა­კა­ცებს შო­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის ძი­რი­თა­დი გზა ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა და და­უც­ვე­ლი ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბია. ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში იზ­რდე­ბა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მქო­ნე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ქალ­თა შო­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის ძი­რი­თა­დი გზა ასე­ვე არის და­უც­ვე­ლი ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რი­დან ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ, და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბი­სას“, - აცხა­დებს ნინო ხე­თა­გუ­რი.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკა­ნას­კნელ წლებ­ში, აღი­ნიშ­ნე­ბა აივ/შიდსით ავად­მყო­ფე­ბის სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა­სა და მოვ­ლა-მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბის ეფექ­ტი­ან მუ­შა­ო­ბას­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ/შიდსით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი, ძი­რი­თა­დად, აივ ინ­ფექ­ცი­ის გვი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კი­კაა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 20%-ზე მეტ­მა, არც კი იცის რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, რაც ხელს უწყობს და­ა­ვა­დე­ბის უნებ­ლიე გავ­რცე­ლე­ბას. თუ გა­მო­ვი­ჩენთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვიზ­რუ­ნებთ რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და, სა­რის­კო ქცე­ვის შემ­თხვე­ვე­ში, დრო­უ­ლად ჩა­ვი­ტა­რებთ ტეს­ტი­რე­ბას, შევ­ძლებთ და­ვა­მარ­ცხოთ შიდსის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ხე­თა­გუ­რი.

რო­გორც ნინო აღ­ნიშ­ნავს, მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ შიდსის ვირუ­სი არ გა­და­ე­ცე­მა: ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი გზით - არ არის სა­ში­ში აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან სა­უ­ბა­რი, ვირუ­სი არ გა­და­დის არც კოც­ნით, არც დახ­ვე­ლე­ბით და და­ცე­მი­ნე­ბით; სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბით - არ არის სა­ში­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, მოხ­ვე­ვა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჭურ­ჭლით, თეთ­რე­უ­ლით, სა­ერ­თო ტუ­ა­ლე­ტით და აბა­ზა­ნით სარ­გებ­ლო­ბა, არ არის სა­ში­ში აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ერ­თად ყოფ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და მგზავ­რო­ბა ტრან­სპორ­ტით; მწე­რე­ბის ან/და ცხო­ვე­ლე­ბის კბე­ნის შე­დე­გად.

ნე­ბის­მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს აივ ინ­ფექ­ცი­ა­ზე უფა­სო და ანო­ნი­მუ­რი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და უფა­სო კონ­დო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად, შე­უძ­ლია მი­მარ­თოს შიდსის ჯან­დაც­ვის ფონ­დის (AHF) სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრს, მი­სა­მარ­თზე: თბი­ლი­სი, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. #37დ. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ ფონ­დის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი https://www.facebook.com/ahfgeorgia ან ვებგ­ვერ­დი https://freehivtest-ge.org/ge/

R

თამო
0

ცოტა მაინც დაგეწერათ სიმპტომებზე... უბრალოდ საინტერესოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

კაცობრიობას, არსებობის ისტორიის განმავლობაში, მრავალი ეპიდემია და პანდემია ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელია კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა და ფაქტობრივად, მთლიანად შეცვალა დღის წესრიგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას კვლავ აივ/შიდსი წარმოადგენს.

გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მონაცემებით, აივ/ შიდსის ეპიდემია რჩება დინამიურ და მზარდი ხასიათის ეპიდემიად, რომელმაც საოცარი სისწრაფით მოიცვა მსოფლიოს ყველა კონტინენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობამ და ეფექტიანმა პროფილაქტიკურმა პროგრამებმა აივ/შიდსის გავრცელების სტაბილურობა განაპირობეს, მთელ მსოფლიოში, აივ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მაინც იზრდება.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. მიუხერდავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, ექსპერტების შეფასებით აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა, დაახლოებით, 8 500 შეადგენს, რაც ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

საქართველოში აივ ინფიცირებულთა ოფიციალურ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2021 წლის ივნისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 8 853 შემთხვევა, საიდანაც 6 612 - მამაკაცი, ხოლო 2 241 - ქალია. პაციენტთა ასაკი 29-დან 40 წლამდე მერყეობს. 2021 წელს, გამოვლინდა 221 ახალი შემთხვევა.

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასე გამოიყურება: 49,7% ჰეტეროსექსუალური გზით, 35,7% ინექციური ნარკომანიით, 12,2% ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით, 1,3% ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე), 0,6% - დაუდგენელი გზით და 0,5% სისხლის გადასხმით.

შიდსთან ბრძოლის საქმეში სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ სფეროში მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს აივ/შიდსის გამოვლენა, პროფილაქტიკა და დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც სხვადასხვა რისკჯგუფში, ასევე ზოგად მოსახლეობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია და მისგან გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკური ზარალი.

„2004 წლიდან, საქართველომ პირველმა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, დანერგა და უზრუნველყო აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. საქართველოში უკვე დანერგილია პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თუ მკურნალობის მეთოდები, რაც საშუალებას იძლევა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს აივ/შიდსის და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და მონიტორინგზე ხელმისაწვდომობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF), რომელიც წარმოადგენს აშშ-ში აივ/შიდსის მკურნალობის ერთ-ერთი უმსხვილეს მიმწოდებელს, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. ფონდის წარმომადგენლობა მოსახლეობას აივ-ზე სწრაფ და ანონიმურ ტესტირებას, კონდომებს, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტაციებს სრულიად უფასოდ სთავაზობს“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

ქვეყანაში აივ/შიდსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული თვალსაჩინო და რეალური მიღწევების მიუხედავად, კვლავ არსებობს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები, რაც მაღალი რისკის ჯგუფების არასაკმარისად მოცვაში, აივ ინფიცირებულთა გამოუვლენელი შემთხვევების მაღალ მაჩვენებლებსა და აივ ინფექციის დაგვიანებულ დიაგნოსტიკაში გამოიხატება. ეს კი, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელების ნელ, თუმცა მზარდ დინამიკას.

„დღეისათვის, თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით, აივ ინფექცია მართვადი ინფექციური დაავადებაა. მედიკამენტების სისტემატიური/უწყვეტი მიღება, მთელი სიცოცხლის მანძილზე, უზრუნველყოფს დაავადების პროგრესირების ეფექტურ კონტროლს და ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს. ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, მკურნალობის შედეგად შესაძლებელი ხდება ვირუსის დათრგუნვა, იმუნიტეტის აღდგენა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს, რომ შიდსის პრევენციის და ადრეულ სტადიაზე გამოვლენის უალტერნატივო გზა ტესტირებაა. საქართველოში, აივ-ზე სწრაფ და მარტივ ტესტირებას მოსახლეობას არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის ჩვენი ფონდის ტესტირების ცენტრი სთავაზობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტესტირება ანონიმური და სრულიად უფასოა“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

როგორც ნინო აღნიშნავს, დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, მკურნალობის გარეშე, მოიცავს შემდეგ სტადიებს: ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან ასიმპტომური პერიოდი (2-3 კვირა), მწვავე რეტროვირუსული სინდრომი (2-3 კვირა), კლინიკური გაუმჯობესება და სეროკონვერსია (2-4 კვირა), ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია (საშუალოდ 8 წელი), სიმპტომური აივ ინფექცია/შიდსი (საშუალოდ 1,3 წელი) და ბოლო სტადია გარდაცვალება. აივ ინფექციის წყაროს წარმოადგენს აივ ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული ადამიანი როგორც დაავადების უსიმპტომო პერიოდში, ასევე კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ. გამომდინარე აქედან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ვირუსის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია, როგორც ინფიცირებულის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის, ასევე დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.

„შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რის შედეგად ინფიცირებული პირი მოწყვლადი ხდება სხვადასხვა ინფექციური ან/და იშვიათი სიმსივნური დაავადების მიმართ. აივ-ი არსებობს ორგანიზმის მთელ რიგ ბიოლოგიურ სითხეებში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს სისხლი, სპერმა, ვაგინალური ლორწო და თავზურგტვინის სითხე. სწორედ ამ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი არის ინფიცირების რისკის შემცველი. შიდსის ვირუსი გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი გზა აივ ინფიცირებულთან ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კავშირია (ჰეტერო თუ ჰომოსექსუალური). ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვირუსის გადაცემა ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცებში. აივ/შიდსის გადაცემის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს ინფიცირებულის სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა, ასევე, აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ან/და სილამაზის სალონების არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ტატუ/პირსინგზე მოთხოვნა, რაც ვირუსის გადაცემის რეალურ წყროს წარმოადგენს, მოქალაქეები, რომლებიც ხშირი მომხმარებლები არიან აღნიშნული მომსახურების, ერთ-ერთ რისკჯგუფს წარმოადგენენ. ვირუსის გადაცემის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს ვერტიკალური გზა - აივ ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცებს შორის ინფიცირების ძირითადი გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება და დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია. ბოლო პერიოდში, საქართველოში იზრდება ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე ინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა. ქალთა შორის ინფიცირების ძირითადი გზა ასევე არის დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტები. აივ ინფიცირებული პირიდან ინფექციის გადაცემის რისკი ყველაზე მაღალია ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ, დაავადების პროგრესირებისას“, - აცხადებს ნინო ხეთაგური.

მისი თქმით, საქართველოში, უკანასკნელ წლებში, აღინიშნება აივ/შიდსით ავადმყოფების სიკვდილობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მოვლა-მკურნალობის პროგრამების ეფექტიან მუშაობასთან. საქართველოში აივ/შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზი, ძირითადად, აივ ინფექციის გვიანი დიაგნოსტიკიკაა.

„საქართველოში, ინფიცირებული მოქალაქეების 20%-ზე მეტმა, არც კი იცის რომ ვირუსის მატარებელია, რაც ხელს უწყობს დაავადების უნებლიე გავრცელებას. თუ გამოვიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ვიზრუნებთ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და, სარისკო ქცევის შემთხვევეში, დროულად ჩავიტარებთ ტესტირებას, შევძლებთ დავამარცხოთ შიდსის გავრცელება საქართველოში“, - აცხადებს საქართველოში შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

როგორც ნინო აღნიშნავს, მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა: ჰაერ-წვეთოვანი გზით - არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან საუბარი, ვირუსი არ გადადის არც კოცნით, არც დახველებით და დაცემინებით; საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით - არ არის საშიში ინფიცირებულის ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა, არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით; მწერების ან/და ცხოველების კბენის შედეგად.

ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩასატარებლად და უფასო კონდომების მისაღებად, შეუძლია მიმართოს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37დ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფონდის ფეისბუქის გვერდი https://www.facebook.com/ahfgeorgia ან ვებგვერდი https://freehivtest-ge.org/ge/

R

"ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა

თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა

"ტოიოტას ელექტროჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარება ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს უკავშირდება" - თინათინ მაკარიძე