ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი სუმია სვამინათანი მოქალაქეებს ურჩევს, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების შერევისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან, ვაქცინების კომბინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
"ცოტა საშიში ტენდენციაა. ვიმყოფებით ზონაში, სადაც მონაცემები და მტკიცებულებები არ არსებობს," - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ამასთან, მეცნიერი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების პრაქტიკა ქვეყნებში ქაოტურ სიტუაციას გამოიწვევს.
”ქვეყნებში ქაოტური სიტუაცია იქნება, თუ მოქალაქეები დაიწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, როდის და ვინ მიიღებს მეორე, მესამე და მეოთხე დოზას,” - აღნიშნა მეცნიერმა.