მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს
"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი შსს-ს ბრი­ფინგს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ლექ­სო ლაშ­ქა­რავს ცხე­დარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს.

"ლექ­სოს მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლა სა­უ­კე­თე­სო რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და "გონ­ში­კი". ორ­ჯერ გა­მო­იყ­ვა­ნა ზე­დო­ზი­რე­ბის კო­მი­დან, მთე­ლი ქა­ლა­ქი მო­ა­ტა­რა "გან­გრე­ულ კა­იფ­ში" მყო­ფი ციც­ქნა მო­პე­დის უკა­ნა სკა­მით და ამის შემ­დეგ მის ყუ­რა­დღე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ლექ­სო ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა… სირ­ცხვი­ლია", - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპე­რა­ტორ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის ამ­სახ­ველ ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დეო მა­სა­ლე­ბი­დან და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­დან დგინ­დე­ბა, რომ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვამ გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ფო­ნი­ჭა­ლა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჯერ შე­ი­ძი­ნა, შემ­დეგ მო­იხ­მა­რა, რის შე­დე­გა­დაც ზე­დო­ზი­რე­ბის გამო ორ­ჯერ გახ­და ცუ­დად.

ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ა­კე­თა და მე­დი­ას შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო მა­სა­ლა წა­რუდ­გი­ნა.

„ვა­სა­ჯა­რო­ებთ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს დე­ტა­ლუ­რად, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია კერ­ძო ობი­ექ­ტე­ბი­სა და 112-ის ზო­გა­დი ხე­დის ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას შემ­დე­გი: ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა 15:28 წუთ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თზე იო­სე­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ე­მარ­თე­ბა ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე 15:31 სა­ათ­ზე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში, სა­დაც ყი­დუ­ლობს ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ერ­თდჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შპ­რი­ცებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­ტურ­დე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. შემ­დეგ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ე­მარ­თე­ბა ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში 16:31 წუთ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა. ფო­ნი­ჭა­ლა­ში ორ­ჯერ ჩა­დის. პირ­ვე­ლად გარ­კვე­ულ თან­ხას ტო­ვებს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნის მიზ­ნით და მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბა ორ­თა­ჭა­ლის­კენ, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე, სა­დაც ყი­დუ­ლობს გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ტებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ კვლავ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბი­ან ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში. ჩა­დი­ან ცურ­ტა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე 19:41 წუთ­ზე, სა­დაც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­ი­ძე­ნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სა­მარ­თი­დან ბრუნ­დე­ბი­ან ორ­თა­ჭა­ლა­ში, გორ­გას­ლის შე­სახ­ვე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ერთ-ერთ ტყის მა­სივ­ში მო­იხ­მა­რენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა მი­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამო ხდე­ბა ცუ­დად და მისი მე­გო­ბა­რი ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბას. გარ­და პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბი­სა, რო­დე­საც ის თვი­თონ ცდი­ლობს მო­ა­სუ­ლი­ე­როს მე­გო­ბა­რი, ვერ ახერ­ხებს ამას და მი­მარ­თავს იქვე არ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რაც ასა­ხუ­ლია ვი­დეო-მა­სა­ლა­ზე, სა­დაც მისი მე­გო­ბა­რი ითხოვს პრე­პა­რატ ნარ­კანს, რად­გან მისი მე­გო­ბა­რი გა­მო­იყ­ვა­ნოს ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის­გან, რაც ასე­ვე ასა­ხუ­ლია და ვი­დეო კად­რებ­ში ის­მის ხმა. ის ვერ ახერ­ხებს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ლაშ­ქა­რა­ვას მიყ­ვა­ნას და თა­ვად ბრუნ­დე­ბა მას­თან, სა­დაც ცდი­ლობს და­ეხ­მა­როს ზე­დო­ზი­რე­ბის გამო მის მე­გო­ბარს, რა­საც ახერ­ხებს, რო­გორც ჩვე­ნე­ბე­ბით იკ­ვე­თე­ბა და მოჰ­ყავს გო­ნე­ბა­ზე. შემ­დეგ ერ­თად, მო­პე­დის სა­შუ­ა­ლე­ბით 23:16 სა­ათ­ზე ბრუნ­დე­ბი­ან „დე­და­ე­ნის ბაღ­ში“, სა­დაც მისი მე­გო­ბა­რი კი­დევ ერთხელ ხდე­ბა ცუ­დად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში - 00:10 წუთ­ზე ჩანს გარე კა­მე­რებ­ში რო­გორ ადის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 6:00 სა­ათ­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი აკე­თე­ბენ შე­ტყო­ბი­ნე­ბას სას­წრა­ფო­ში, სას­წრა­ფოს მის­ვლის დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა გარ­დაც­ვლი­ლი ხვდე­ბათ, რის შემ­დე­გაც იძა­ხე­ბენ პო­ლი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაკო
29

da shen ra yvelafris eqsperti xar es mekvercxe kvecxi ar sheizleba rob daadumot am saitze

დ.ჯ.
36

ეჰ, ხუხა , ხუხა. გინდა რაღაც უზრობა გამოადნო და ხალხს შეასაღო. მართლაც რა გჭირს ტოო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

ექსპერტი გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ლექსო ლაშქარავს ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის პირველადი დასკვნა და გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვეს.

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი". ორჯერ გამოიყვანა ზედოზირების კომიდან, მთელი ქალაქი მოატარა "განგრეულ კაიფში" მყოფი ციცქნა მოპედის უკანა სკამით და ამის შემდეგ მის ყურადღებას მოკლებული ლექსო ზედოზირებით გარდაიცვალა… სირცხვილია", - წერს ხუხაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ვიდეო მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად.

ამის შესახებ უწყებაში განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა და მედიას შესაბამისი ვიდეო მასალა წარუდგინა.

„ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას შემდეგი: ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჩვენებების მიხედვით ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეო-მასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში ისმის ხმა. ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში - 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“, - განაცხადა ჭელიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"