ავტორი:

ბელგიაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც კორონავირუსის ორი ვარიანტით იყო დაინფიცირებული

ბელგიაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც კორონავირუსის ორი ვარიანტით იყო დაინფიცირებული

ბელგიაში კორონავირუსით 90 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც, ვირუსის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტებით იყო დაინფიცირებული, - ინფორმაციას მედია საშუალებები ბელგიელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

”ეს არის SARS-CoV-2– ის ორი შემაშფოთებელი ვარიანტით თანაინფიცირების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა”, - განაცხადა ბიოლოგმა ენ ვანკირბერგენი, რომელიც კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული კონგრესის (ECCMID) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია.

მისივე თქმით, პაციენტი ბელგიის ქალაქ ალსტის საავადმყოფოში მარტში გარდაიცვალა. მას სუნთქვის გაუარესება სწრაფად განუვითარდა და 5 დღეში დაიღუპა.

კვლევების შედეგად საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ პაციენტი ერთდროულად ორი ვარიანტით, „ალფა“, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტითა“ და „ბეტა“, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული ვარიანტით“, იყო ინფიცირებული.

"ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია..." - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ