პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომის დააწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრიმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციას მიმართა, გააგრძელონ პარლამენტის სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილის პიკეტირება მანამ, სანამ მმართველი გუნდი თანახმა არ იქნება, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყონ. გადა ამისა, სამადაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბონ.