ავტორი:

"წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს..." - რას ამბობს არქიმანდრიტი, რომელიც ლექსო ლაშქარავას ოჯახში პატრიარქის სახელი მივიდა

"წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს..." - რას ამბობს არქიმანდრიტი, რომელიც ლექსო ლაშქარავას ოჯახში პატრიარქის სახელი მივიდა

ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახში პატრიარქის სახელით სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მივიდა და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პატრიარქი და სამღვდელოება ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

ამასთან, მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება.

"შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი, ძალიან დასანანია... უსამძიმრებს უწმინდესი და ყველა სამღვდელოება მისი ოჯახის წევრებს.

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. რამე ისეთი რომ იყოს, აქ მოვიდოდი?! წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს?! პასუხისმგებლობა ალბათ, არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე