პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შსს-მ მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა - გვეუბნებიან, "ადამიანი მოვკალით, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო" - ნიკა მელია
"შსს-მ მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა - გვეუბნებიან, "ადამიანი მოვკალით, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო" - ნიკა მელია

"ეს რე­ჟი­მი უნდა წა­ვი­დეს, მთავ­რო­ბა უნდა გა­დად­გეს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. რას იტყვის მო­ძა­ლა­დე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის თავს იმარ­თლებს, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი აღარ არის", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მის­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გუ­შინ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა სახ­ლში სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და, რი­თაც გა­მო­ძი­ე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს. ნიკა მე­ლი­ას შე­ფა­სე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბით "მო­რა­ლუ­რი და­ცე­მის ფსკე­რი გახ­ვრი­ტა“.

"არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, რას იტყის მკვლე­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს მიმ­ტა­ცე­ბე­ლი. ბრძო­ლა იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ გა­მო­ძი­ე­ბით კი­დევ უფრო უა­რესს ამ­ბობს, მო­რა­ლუ­რი და­ცე­მის ფსკე­რი გახ­ვრი­ტეს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ გვთა­ვა­ზო­ბენ, რომ ჩვენ სა­სიკ­ვდი­ლოდ კი ვცე­მეთ, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლი სხვა რა­ღა­ცის გამო დად­გაო. გვე­უბ­ნე­ბი­ან, მოვ­კა­ლით ადა­მი­ა­ნი, 40-მა კაც­მა ვცე­მეთ, მაგ­რამ მა­ინც სხვა რა­ღა­ცამ მოკ­ლაო. ეს კი­დევ უა­რე­სი ვერ­სი­აა, რა­საც ახლა სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს არა­სო­დეს არ და­ი­ჯე­რებს.

აღარ არის ყალ­ბი ეტი­კე­ტის დაც­ვის დრო, ვინ არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, სა­მარ­თა­ნიშ­ვი­ლი თუ გო­მე­ლა­უ­რი? იმი­ტომ არი­ან ამ უწყე­ბა­ში, რომ მი­ი­ტა­ცეს, აბრა არის მხო­ლოდ გაკ­რუ­ლი, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროა, მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო რომ და­ირ­ქვან, ერ­თა­დერ­თი ეს არ აკად­რეს ხალ­ხს, და­ნარ­ჩე­ნი რაც მათ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, არის ძა­ლა­დობ­რი­ვი”, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ დრო­ის­თვის მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მი­ვიდ­ნენ. მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის­კენ მსვლე­ლო­ბით გა­და­ი­ნაც­ვლეს.

რო­გორც "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხდა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას მშვი­დო­ბი­ა­ნად აპი­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
257

შენ კმაყოფილი ხარ მაგ მომენტიტ ვიდრე შეწუხებული. თუ გეღირსა მოსვლა სათავეში ვნახავტ რისი გამკეტებელი ხარ მაგრამ არც მაშინ შეგრცხვება ზაან.

@@@
276

ნეტა შენ ვისზე უნდა ილაპარაკო დიდი ხანია სპეცრაზმს წინ არ მიუძღვი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"შსს-მ მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა - გვეუბნებიან, "ადამიანი მოვკალით, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო" - ნიკა მელია

"შსს-მ მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა - გვეუბნებიან, "ადამიანი მოვკალით, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო" - ნიკა მელია

"ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, მთავრობა უნდა გადადგეს უახლოეს პერიოდში. რას იტყვის მოძალადე, რომელიც ყოველთვის თავს იმართლებს, არანაირი მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, გუშინ ალექსანდრე ლაშქარავა სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, რითაც გამოძიება გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ნარკოტიკების მოხმარებას განიხილავს. ნიკა მელიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებებით "მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტა“.

"არავის აინტერესებს, რას იტყის მკვლელი და სახელმწიფოს მიმტაცებელი. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოძიებით კიდევ უფრო უარესს ამბობს, მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტეს, მაგრამ მეორე მხრივ გვთავაზობენ, რომ ჩვენ სასიკვდილოდ კი ვცემეთ, მაგრამ სიკვდილი სხვა რაღაცის გამო დადგაო. გვეუბნებიან, მოვკალით ადამიანი, 40-მა კაცმა ვცემეთ, მაგრამ მაინც სხვა რაღაცამ მოკლაო. ეს კიდევ უარესი ვერსიაა, რასაც ახლა სთავაზობენ საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფერს არასოდეს არ დაიჯერებს.

აღარ არის ყალბი ეტიკეტის დაცვის დრო, ვინ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამართანიშვილი თუ გომელაური? იმიტომ არიან ამ უწყებაში, რომ მიიტაცეს, აბრა არის მხოლოდ გაკრული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროა, მოძალადეების სამინისტრო რომ დაირქვან, ერთადერთი ეს არ აკადრეს ხალხს, დანარჩენი რაც მათ საქმიანობას უკავშირდება, არის ძალადობრივი”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. მათ ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს.

როგორც "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხდა, აქციის მონაწილეები პროტესტის გამოხატვას მშვიდობიანად აპირებენ.

"თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება" - ალეკო ელისაშვილი

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები "ქართული ოცნების“ რაიონულ ოფისებში იყო განაწილებული და იქიდან არიგებდნენ

"მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები დღეს არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ამ პროგრამით მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ", - ლევან დავითაშვილი