საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე
"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ექ­სპერ­ტი­ზა არის მთა­ვა­რი დას­კვნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რა იყო მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რა­მაც ამ პი­როვ­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია", - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ, რომ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა გუ­შინ სახ­ლში სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და, ჭე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ვერ­სი­ის გაჟ­ღე­რე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ და ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ.

"სჯობს, შე­ვა­ფა­სოთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე ასა­ხუ­ლი კად­რე­ბი. ჩვენ ამით კონ­კრე­ტუ­ლი ვერ­სი­ის გაჟ­ღე­რე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებთ, ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე ვმუ­შა­ობთ, გა­მო­ძი­ე­ბა არ არის ის ნა­ად­რე­ვი შე­დე­გი, რო­დე­საც წი­ნას­წარ შე­იძ­ლე­ბა რამე ით­ქვას, ჩვენ ამი­ტომ ვა­ტა­რებთ სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას, რო­მელ­საც რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ოჯა­ხის მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტიც ეს­წრე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბი სი­ზუს­ტით შე­ის­წავ­ლი­ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზეზს, მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად ით­ქვას, რამ გა­მო­იწ­ვია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ჭე­ლი­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ტომ გა­და­ას­ვე­ნეს ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, ჭე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ "მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბას აქვს ინ­ტე­რე­სი, კი­თხვებ­ზე პა­ხუ­ხი გას­ცეს."

"ეს საპ­რო­ცე­სო, ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლია. რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დად­გე­ნი­ლე­ბა ინიშ­ნე­ბა, მი­მარ­თვა ხდე­ბა. ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. ეს არ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი დრო. ეს არის სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბას, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბას აქვს ინ­ტე­რე­სი, კი­თხვებ­ზე პა­ხუ­ხი გას­ცეს. შე­სა­ბა­მი­სიდ, გარ­და იმი­სა, რომ ჩა­ტარ­დეს სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მე­ზე გა­დაჭ­რით თქვას გა­მო­ძი­ე­ბამ დას­ტუ­რი. ექ­სპერ­ტი­ზა არის მთა­ვა­რი დას­კვნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ რა იყო მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რა­მაც ამ პი­როვ­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს არის მი­ზე­ზი, რომ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს, ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ ვი­დე­ო­მა­სა­ლებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ მო­რიგ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ვი­დე­ო­კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, გუ­შინ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სახ­ლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და. მი­სი­ვე თქმით, მა­ნამ­დე ლაშ­ქა­რა­ვა ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რის შემ­დე­გაც ორ­თა­ჭა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუფ
43

უცნაურია, რატომ დაიწყეთ მისი გადაადგილების შესწავლა? თან ასე სწრაფად? იმედია, სასამართლო აქტი თვალთვალზე გქონდათ. თითო მკვლელობის საქმეს წლობით ვერ იძიებთ და ამგვარ ე.წ. სენსიტიურ თემებს მეორე დღესვე რომ "გამოაცხობთ", თქვენ თვითონ არ გიკვირთ? :)

Giga
44

5 ივლისის ცემის კადრებიც გააშუქეთ..!!!@

ეს კადრები არაფრის მთქმელია

ავტორი:

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ამ პიროვნების გარდაცვალება გამოიწვია", - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იგულისხმებოდა, როდესაც საუბრობენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, ჭელიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს იკავებენ და ყველა ვერსიაზე მუშაობენ.

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები. ჩვენ ამით კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, გამოძიება არ არის ის ნაადრევი შედეგი, როდესაც წინასწარ შეიძლება რამე ითქვას, ჩვენ ამიტომ ვატარებთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, რომელსაც როგორც აღვნიშნე, ოჯახის მოწვეული ექსპერტიც ესწრება, მეცნიერები სიზუსტით შეისწავლიან გარდაცვალების უშუალო მიზეზს, მხოლოდ მაშინ შეიძლება დეტალურად ითქვას, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება“, - აღნიშნავს ჭელიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, რატომ გადაასვენეს ალექსანდრე ლაშქარავა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ჭელიძე აღნიშნავს, რომ "მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, როდესაც გამოძიებას აქვს ინტერესი, კითხვებზე პახუხი გასცეს."

"ეს საპროცესო, ტექნიკური ნაწილია. როდესაც გარკვეული ექსპერტიზის დადგენილება ინიშნება, მიმართვა ხდება. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არ არის განსაკუთრებულად დიდი დრო. ეს არის სტანდარტული პროცედურა. რაც შეეხება ოჯახიდან გადმოსვენებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, როდესაც გამოძიებას აქვს ინტერესი, კითხვებზე პახუხი გასცეს. შესაბამისიდ, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შეუძლებელია რაიმეზე გადაჭრით თქვას გამოძიებამ დასტური. ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, თუ რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ამ პიროვნების გარდაცვალება გამოიწვია. ეს არის მიზეზი, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა“, – განაცხადა ჭელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით ახალ ვიდეომასალებს ავრცელებს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ მორიგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ვიდეოკადრების მიხედვით, გუშინ ლექსო ლაშქარავა სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა. მისივე თქმით, მანამდე ლაშქარავა ერთ-ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ორთაჭალის მიმართულებით გადაადგილდა.

"ექსპერტიზის დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება" - შსს

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"