სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს
"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ ვი­დე­ო­მა­სა­ლებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ მო­რიგ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ვი­დე­ო­კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, გუ­შინ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სახ­ლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუნ­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი შედ­გე­ნი­ლია გარე ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­სა­ჯა­რო­ვებთ ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ამ ეტაპ­ზეა მო­პო­ვე­ბუ­ლი.

გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი შედ­გე­ნი­ლია გარე ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი - ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ლისს, 15:28 სთ-ზე, მო­პე­დით ტო­ვებს სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მართს.

15:31 სთ-ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­დის ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში. აფ­თი­ა­ქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ იწყებს გა­და­ად­გი­ლე­ბას ფო­ნი­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა 16:31 სთ-ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ფო­ნი­ჭა­ლი­დან მო­დის ორ­თა­ჭა­ლა­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნ­დე­ბა ფო­ნი­ჭა­ლა­ში. სა­ი­და­ნაც გა­და­ად­გილ­დე­ბა "დედა ენის ბა­ღის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც დაჰ­ყო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნ­დე­ბა სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­ვა­რა­უ­დოდ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

მისი დაბ­რუ­ნე­ბის კად­რე­ბი, ასე­ვე ასა­ხუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ გან­თავ­სე­ბულ გარე ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. გრძელ­დე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის გა­მო­კი­თხვა და იმ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავ­დეს.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებს.

შე­სა­ბა­მი­სად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პე­რი­ო­დუ­ლად მო­გაწ­ვდით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. ლაშ­ქა­რა­ვას 5 ივ­ლისს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ წუ­თებ­ში პარ­ლა­მენ­ტთან მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Burke
1

Gmertma natelshi amyopos!!!

მაო
34

დიდი ძმა გვიყურებს

ავტორი:

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით ახალ ვიდეომასალებს ავრცელებს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ მორიგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ვიდეოკადრების მიხედვით, გუშინ ლექსო ლაშქარავა სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

მისივე განმარტებით, ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული.

გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება "დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.

მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.

მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს.

შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაცდომა არ გამოკვეთილა" - რა განაცხადა გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე თამარ გაბუნიამ

"ძალადობაში მონაწილე დავით კუტალაძე და მასთან მყოფი პირები, შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ლექსო ლაშქარავას" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

"კანონიერმა ქურდმა" პასპორტი შეჭამა, რის შემდეგაც, უკრაინიდან მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში