ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, მზად არის "ტვ პირველის“ ოპერატორის  გარდაცვალების საქმის საექსპერტო ნიმუშები საზღვარგარეთ  ლაბორატორიებში იქნას შესწავლილი

შსს-ს ინფორმაციით, მზად არის "ტვ პირველის“ ოპერატორის  გარდაცვალების საქმის საექსპერტო ნიმუშები საზღვარგარეთ  ლაბორატორიებში იქნას შესწავლილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის "ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს

"არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას" - რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ