მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე
პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, სა­დაც "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საპ­რო­ტეს­ტოდ აქ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "გა­დად­გეს მკვლე­ლი მთავ­რო­ბა“ უნდა გა­ი­მარ­თოს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­ი­კე­ტა.

ამ წუ­თებ­ში ად­გილ­ზე სცე­ნის მო­წყო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი. მათ ბა­ნე­რი სა­ხელ­წო­დე­ბით: "გა­დად­გეს და და­ი­სა­ჯოს მო­ძა­ლა­დე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი“ გა­მო­ფი­ნეს.

ამას­თან, აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს და სან­თლე­ბი და­ან­თეს. ისი­ნი ამ ფორ­მით გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი მო­თხოვ­ნე­ბია: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მა; მომ­ხდა­რის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა; ყვე­ლა მო­ძა­ლა­დის და­კა­ვე­ბა და კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით დას­ჯა, რომ­ლე­ბიც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას და­ესხნენ თავს. ასე­ვე, "ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

პარლამენტის შენობის წინ, სადაც "ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საპროტესტოდ აქცია, სახელწოდებით "გადადგეს მკვლელი მთავრობა“ უნდა გაიმართოს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

ამ წუთებში ადგილზე სცენის მოწყობა მიმდინარეობს. აქციის ტერიტორიაზე იკრიბებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ ბანერი სახელწოდებით: "გადადგეს და დაისაჯოს მოძალადე ღარიბაშვილი“ გამოფინეს.

ამასთან, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მოთხოვნებია: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს. ასევე, "ძალადობრივი აქციის“ ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ

"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

ხმაური პარლამენტთან - ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევთ