ავტორი:

"არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები..." - გიგი უგულავა

"არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები..." - გიგი უგულავა

არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და არ მიიღება ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები - საზიზღრები ხართ ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაში სხედხართ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ, რაც დათესა იმას მოიმკის.

"არ მიიღება ღარიბაშვილის ფარისევლური სამძიმარი და არ მიიღება ეს ფარისევლურად გადმოგდებული ცრემლები. გულისამრევია ყველა ვინც იძახის დღეს - დაველოდოთ გამოძიებას. საზიზღრობაა, ყველამ ვინც დაიწყო გარდაცვლილი ადამიანის სახელის შებღალვა და საზიზღრები ხართ ყველა, ვინც დღეს ხელისუფლებაში სხედხართ! რაც დათესეთ იმას მოიმკით.

დღეს უნდა შევიკრიბოთ. შევიკრიბოთ ლექსოს, თემირლან მაჩალიკაშვილის გამო, თუნდაც გირგვლიანის გამო. რა შუაშია თვითმკვლელობა?! 5 დღის წინ ადამიანი დაასახიჩრეს, სცემეს. ახლა ვსაუბრობთ თვითმკვლელობამდე მიყვანამდე?! ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, მეუფეებმა?! ეს ყველაფერი ჯოჯოხეთად მოგიბრუნდებათ. პერსონალურად ღარიბაშვილს - აი, ამ საზიზღრობის, შლეგი, გონება დაკარგული „ჩმორი“ ივანიშვილის, რომელიც ყველა საზიზღრობაზე ხელის მომწერია. ივანიშვილი გიჟი წავიდა და ორი გიჟი დატოვა, ეს ქვეყანა განსაცდელშია. ეს სიტუაცია აფეთქდება, ჩამოგვეშლება ყველაფერი. ადამიანს ხომ ვეღარ გავაცოცხლებთ?! საზიზღრობაა, ეს ყველაფერი“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დრონით გადაღებული ჩასვენება... გლოვაშიც პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, დღეს მათ თავად მოკლეს მედია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"