ავტორი:

"ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით" - მამუკა ხაზარაძე

"ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით" - მამუკა ხაზარაძე

ჩვენ პრაქტიკულად შევესწარით ჟურნალისტებზე ძალადობრივ სპეცოპერაციას, რომლის შედეგად გარდაიცვალა ახლგაზრდა ადამიანი, ამის შესახებ პარტია”ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება. როგორც ხაზარაძე წერს, სასწრაფო წესით უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

„ეს იყო სპეცოპერაცია, წახალისებული და დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და კიდევ უამრავი ადამიანის მიერ, რომელთაც პირდაპირ უნდა დავარქვათ, რუსული ძალის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები და ისინი არ უნდა და ვერ უნდა გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას. არანაირი იმუნიტეტი ანაფორა არ არის, როდესაც ძალადობრივ აქტს უჭერ მხარს.

ძალიან მკაცრად უნდა იყოს ასევე, გამოკვეთილი პასუხისმგებლობა იმ ორგანოების და უწყებების, რომელთაც წარმოადგენენ ეს მოძალადე ადამიანები. ჩვენ დავინახეთ, რუსთაველზე 53 ადამიანიდან, როგორ გალახეს 50 ჟურნალისტი, როგორ იძალადეს მათზე და როგორი მწირი რაოდენობით იყო პოლიცია მობილიზებული.

მე მინდა პირდაპირ ვთქვა, სასწრაფო წესით უნდა გადადგეს პრემიერ- მინისტრი, სასწრაფო წესით უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და სასწრაფო წესით უნდა მოეწყოს განხილვა პარლამენტში და იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც ჩვენს თვალწინ ძალადობნენ და დღესაც დადიან ქუჩებში. უნდა მოხდეს იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც მფარველობდნენ და მფარველობენ მოძალადე ჯგუფებს.

საშინელი კადრები ვნახეთ, როგორ გამოიტაცეს ოჯახიდან ცხედარი. მსგავსი უპატივცემულობა მე არსად არ მინახავს. ეს გავდა კვალის წაშლის ოპერაციას. ძალიან მკაცრები და ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ! ამ მთავრობას ღარიბაშვილის მეთაურობით მიჰყავს ქვეყანა უფსკრულისკენ! ეს არ არის პირველი შემთხვევა, პირველი შემთხვევა იყო, გარეჯი საქართველოა. ის კამპანია, რომელიც მან დაიწყო არჩევნების წინ და ჩვენ დღეს, ვდგავართ ისევ იქ და თითქოს არაფერი არ მომხდარა. ახლა დაიწყეს ლგბტქ+ თემით სპეკულირება და უნდათ, რომ ეს გახდეს წინასაარჩევნო ამბავი.

ბატონო ღარიბაშვილო! თქვენ ვერ მიხვალთ საარჩევნო კამპანიამდე, მე ამას გპირდებით! თქვენ ქვეყანა მიგყავთ უფსკრულისკენ და ეს უფსკრული ჭირდება მხოლოდ ერთ, რუსულ ძალას, რომლის დამქაშები ქართული, ემოციური, ნამდვილად პატრიოტული, ნამდვილად სულიერ თემებს ამოფარებული აკეთებენ იმის პროპაგანდას, რომ ქართველი ხალხის ემოციაზე იმუშაონ და განაწყონ ადამიანები, საზოგადოების მეორე ნაწილის მიმართ.

ეს ოპერაცია იყო ჟურნალისტებზე დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც დამთავრდა მსხვერპლით. ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს ძალიან მკაცრი შეფასება და ძალიან მკაცრი პასუხი“, - წერს ხაზარაძე.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია - როგორია ამ წუთებში ვითარება ადგილზე

"მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა, მეშინოდა, არ წაქცეულიყო - ახალგაზრდა ზარქუამ  ფაქიზად, ოსტატურად ჩამოიყვანა და გადაგვარჩინა" - ფრიდონ ინჯია

"სამწუხაროდ, ბულვარში სეირნობის საშუალება მე არ მომცემია, რომ დავაკვირდე -  შრომის ინსპექტორი ამოწმებს" - თამარ გაბუნია