პარტია”ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მმართველ გუნდს მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენლებს უახლოეს წუთებში შეხვდნენ. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ სათაო ოფისთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში შეჭრას არ აპირებენ,
"ამდენი პოლიციელი რომ ყოფილიყო 5 ივლისს რუსთაველზე, ჩვენ ასეთ მძიმე დღეს არ მივიღებდით. არ დავკარგავდით ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" , მით უმეტეს, ჩვენ ერთ პარლამენტში გვიწევს შესვლა, რომ სასწრაფო წესით მოხდეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა, რათა შექმნილი სიტუაცია იყოს განმუხტული. ამ ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება, მოქმედი სტრუქტურები, პოლიცია, რომელიც კანონს დაიცავს და არა რამდენიმე გიჟი პოლიტიკოსის ძალაუფლებას. მოვუწოდებთ, ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც მათ ოფისში ანს ხვაგან. ეს ქვეყანა არ არის "ქართული ოცნების".
არანაირი ვადა. აქ ვდგავართ, უახლოეს წუთებში გამოვდნენ, შევალთ და დავილაპარაკებთ. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, მთელი პასუხისმგებლობა „ქარულ ოცნებას“ ექნება“, - აღნიშნავს ხაზარაძე.
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს პოლიტიკსოები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ადგილზე მივიდნენ "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი, "მთავარის"დირექოტრი ნიკა გვარამია და ფორმულას” დირექტორი ზურაბ გუმბარიძე.