ავტორი:

"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და "აბა ის 9 წელი ჯობდაო" - იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით" - თინა ხიდაშელი ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებზე

"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და "აბა ის 9 წელი ჯობდაო" - იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით" - თინა ხიდაშელი ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებზე

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და "აბა ის 9 წელი ჯობდაო" - იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს. ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული ამ ბრბოს ხელის აუკანკალებლად გულშემატკივრობდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ, მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.

ნუ დაიჯერებთ, რადგან 21-ე საუკუნეა, რაღაცები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის.

მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარში ვერ ამოგიდეგით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი. იმედი მაქვს, მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები, ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!" - წერს თინა ხიდაშელი.

საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ დედა აღარ მყავს" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი

"წუხს ძალიან მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს..." - რას ამბობს არქიმანდრიტი, რომელიც ლექსო ლაშქარავას ოჯახში პატრიარქის სახელი მივიდა