ავტორი:

"ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს" - პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს" - პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე

ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

მან გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

"საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ,მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

ასევე ნახეთ: "ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია... შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია" - პრემიერი ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა" - რას წერს გია ხუხაშვილი

live - ეთერშია "პოლიტნიუსის" სპეციალური გამოშვება

"ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა... გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე" - ინგა გრიგოლია