სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს
"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია, რო­მე­ლიც ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ერ­თად, 5 ივ­ლისს ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და, ოპე­რა­ტორ­თან ბოლო სა­უ­ბარს იხ­სე­ნებს:

"გარ­და იმი­სა, რომ ლექ­სო აღარ არის, მგო­ნია, რომ ამ ფაქ­ტით გა­ნად­გურ­და სრუ­ლი­ად მე­დია კორ­პუ­სი, იმი­ტომ რომ ეს არის შე­დე­გი (იმი­სა), რაც ყვე­ლამ ვნა­ხეთ 5 ივ­ლისს. არაფ­რის მტკი­ცე­ბას არ და­ვი­წყებ, სა­ნამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ გვექ­ნე­ბა და სა­ნამ თა­ვის სათ­ქმელს არ იტყვის, თუმ­ცა 99%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს შე­დე­გი, რო­მე­ლიც ყვე­ლას დაგ­ვიდ­გა, - ის რომ ლექ­სო აღარ არის, არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ამ დღი­დან.

გა­და­მე­ფა­რა და ეს კი­დევ ათ­მა­გად მძი­მეა ჩემ­თვის, იმი­ტომ რომ მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი იმ დღეს. თით­ქმის ოცი წე­ლია, ოპე­რა­ტო­რი იყო. ბოლო კად­რე­ბი ჩემ­თან ერ­თად გა­და­ი­ღო და თან იყო სა­ში­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ამას რომ ვყვე­ბი ხოლ­მე, მგო­ნია, რომ ადა­მა­ი­ნე­ბი ვერ აღიქ­ვა­მენ რაზე ვლა­პა­რა­კობ. ვლა­პა­რა­კობ იმა­ზე, რომ მას ოცამ­დე ადა­მა­ი­ა­ნი ურტყამ­და და ურტყამ­და საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ის რომ ცო­ცხა­ლი იყო იმ წამს და ახლა ხუთი დღის მერე, რომ ცო­ცხა­ლი აღარ არის, არ ვიცი, რა ვთქვა... ეს არის ის, რა­საც გვი­კე­თე­ბენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ჩვენ, მე­დი­ის წარ­მო­მად­გნ­ლე­ბი არა­ვის­თვის არა­ფერს არ ვნიშ­ნავთ. მე მინ­და იმ ადა­მი­ა­ნებს ვუ­თხრა, ვინც ამარ­თლე­ბენ ჩვემს მი­მართ ძა­ლა­დო­ბას, გულ­წრფე­ლად მრცხვე­ნია მათ მა­გივ­რად და იმე­დია, რომ ამ მძი­მე შემ­თხვე­ვა­საც არ ამარ­თლე­ბენ...

გუ­შინ ბო­ლო­ჯერ ვნა­ხე ლექ­სო, მი­თხრა: - მი­რან­და ამ საქ­მეს სტრას­ბურ­გში ხომ წა­ვი­ღებ­თო. მე ვუ­თხა­რი: - რა თქმა უნდა, ყვე­ლა ერ­თად წა­ვი­ღებთ - მეთ­ქი. ახლა ლექ­სო ვერ წა­ი­ღებს, თუმ­ცა მის ნაც­ვლად, არამ­ხო­ლოდ ჩემი თა­ვის­თვის, არა­მედ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ლექ­სოს უფ­ლე­ბე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ, იმ­დე­ნი წელი რამ­დე­ნიც ვი­არ­სე­ბებ და იმ­დე­ნი წელი რამ­დე­ნიც ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვიქ­ნე­ბი. ახლა უსუს­რე­ბი ვართ, რომ ნა­ხოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აშუ­ქე­ბენ ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ ამ­ბავს, რომ ნა­ხოთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მიხ­ვდე­ბით რომ ეს არის უსუს­რო­ბა, რისი მიღ­წე­ვაც უნ­დო­დათ.

რაც არ უნდა თქვას ექ­სპერ­ტი­ზამ, რა ზე­მოქ­მე­დე­ბაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სხვა, აუ­ცი­ლებ­ლად იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მი­ად­გა 5 ივ­ლისს. გუ­შინ იყო ცო­ცხლი და დღეს გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა ლო­გინ­ში სა­კუ­თარ­მა დე­დამ... გუ­შინ მე­უბ­ნე­ბო­და: - მი­რან­და, მე რომ მირ­ტყამ­დნენ მა­გა­ზე არ ვფიქ­რობ­დი (რა­ღაც მო­მენ­ტში გა­ი­თი­შა, მაგ­რამ სა­ნამ ურტყამ­დნენ და გონ­ზე იყო), ყვე­ლა­ზე უსუ­სუ­რი კაცი ვი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რა­საც შე­იძ­ლე­ბა იქ გიშ­ვე­ბოდ­ნენ და რომ ვერ გეხ­მა­რე­ბო­დი, ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე უსუ­სუ­რიო. ახლა მე ვარ ყვე­ლა­ზე უსუ­სუ­რი, იმი­ტომ რომ ლექ­სოს ვე­რაფ­რით ვერ და­ვეხ­მა­რე­ბი", - ამ­ბობს მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია "ტვ პირ­ველ­თან".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"გუშინ მეუბნებოდა, მე რომ მირტყამდნენ, მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო..." - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"ტვ პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ოპერატორთან ბოლო საუბარს იხსენებს:

"გარდა იმისა, რომ ლექსო აღარ არის, მგონია, რომ ამ ფაქტით განადგურდა სრულიად მედია კორპუსი, იმიტომ რომ ეს არის შედეგი (იმისა), რაც ყველამ ვნახეთ 5 ივლისს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, სანამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება და სანამ თავის სათქმელს არ იტყვის, თუმცა 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი, რომელიც ყველას დაგვიდგა, - ის რომ ლექსო აღარ არის, არის გამოწვეული ამ დღიდან.

გადამეფარა და ეს კიდევ ათმაგად მძიმეა ჩემთვის, იმიტომ რომ მასთან ერთად ვმუშაობდი იმ დღეს. თითქმის ოცი წელია, ოპერატორი იყო. ბოლო კადრები ჩემთან ერთად გადაიღო და თან იყო საშინელი ძალადობის მსხვერპლი და ამას რომ ვყვები ხოლმე, მგონია, რომ ადამაინები ვერ აღიქვამენ რაზე ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ იმაზე, რომ მას ოცამდე ადამაიანი ურტყამდა და ურტყამდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ის რომ ცოცხალი იყო იმ წამს და ახლა ხუთი დღის მერე, რომ ცოცხალი აღარ არის, არ ვიცი, რა ვთქვა... ეს არის ის, რასაც გვიკეთებენ წლების განმავლობაში, რომ ჩვენ, მედიის წარმომადგნლები არავისთვის არაფერს არ ვნიშნავთ. მე მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ამართლებენ ჩვემს მიმართ ძალადობას, გულწრფელად მრცხვენია მათ მაგივრად და იმედია, რომ ამ მძიმე შემთხვევასაც არ ამართლებენ...

გუშინ ბოლოჯერ ვნახე ლექსო, მითხრა: - მირანდა ამ საქმეს სტრასბურგში ხომ წავიღებთო. მე ვუთხარი: - რა თქმა უნდა, ყველა ერთად წავიღებთ - მეთქი. ახლა ლექსო ვერ წაიღებს, თუმცა მის ნაცვლად, არამხოლოდ ჩემი თავისთვის, არამედ ყველაზე მეტად სწორედ ლექსოს უფლებებისთვის ვიბრძოლებ, იმდენი წელი რამდენიც ვიარსებებ და იმდენი წელი რამდენიც ამ პროფესიაში ვიქნები. ახლა უსუსრები ვართ, რომ ნახოთ, რა მდგომარეობაში აშუქებენ ჩემი კოლეგები ამ ამბავს, რომ ნახოთ რა მდგომარეობაში ვართ, მიხვდებით რომ ეს არის უსუსრობა, რისი მიღწევაც უნდოდათ.

რაც არ უნდა თქვას ექსპერტიზამ, რა ზემოქმედებაც არ უნდა ყოფილიყო სხვა, აუცილებლად იყო გამოწვეული იმ დაზიანებებისგან, რომელიც მიადგა 5 ივლისს. გუშინ იყო ცოცხლი და დღეს გარდაცვლილი იპოვა ლოგინში საკუთარმა დედამ... გუშინ მეუბნებოდა: - მირანდა, მე რომ მირტყამდნენ მაგაზე არ ვფიქრობდი (რაღაც მომენტში გაითიშა, მაგრამ სანამ ურტყამდნენ და გონზე იყო), ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, იმიტომ რომ ყველაფერს წარმოვიდგენდი, რასაც შეიძლება იქ გიშვებოდნენ და რომ ვერ გეხმარებოდი, ვიყავი ყველაზე უსუსურიო. ახლა მე ვარ ყველაზე უსუსური, იმიტომ რომ ლექსოს ვერაფრით ვერ დავეხმარები", - ამბობს მირანდა ბაღათურია "ტვ პირველთან".

"გაილახნენ ჟურნალისტები... თავად იქცეოდნენ გამომწვევად, ეს ცემას არ ამართლებს, მაგრამ პასუხისმგებელია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე" - მეუფე დავითი 5 ივლისის მოვლენებზე

"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და "აბა ის 9 წელი ჯობდაო" - იკითხავს, არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით" - თინა ხიდაშელი ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებზე

"პარკში ჩააგდეს საწყალი ბიჭი, ჯერ ლიფტში გაჭედეს, მერე გამოვარდნენ და კიბეზე ათრიეს..." - ვატო წერეთელი ლექსო ლაშქრავას გადასვენებაზე