სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა
"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნი­სა და ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცირ­და, რის შე­სა­ხე­ბაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სურ­დო მა­წუ­ხებს და სა­ში­ნე­ლი სი­სუს­ტე მა­წუ­ხებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სურ­დო გა­ცი­ე­ბის შე­დე­გი იყო, რად­გან ზუს­ტად და­ემ­თხვა კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ქვეშ ძილს. სი­სუს­ტეს და მუდ­მი­ვი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას, კი გა­დაწ­ვას ვუ­კავ­ში­რებ­დი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­უ­სუნ­თქა­ვად და მუდ­მი­ვად გა­მო­უ­ძი­ნებ­ლად მუ­შა­ო­ბამ და სტრეს­მა გა­მო­იწ­ვია. ბოლო დღე­ებ­ში შფოთვე­ბი, გან­წყო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ტვინ­ში ქა­ო­სიც, "მოშ­ნად გა­ი­ჩი­თა" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ამა­საც იმ სტრესს კი არა და, სა­ვა­რა­უ­დოდ ტრავ­მას ვუ­კავ­ში­რებ­დი, ბოლო პე­რი­ოდ­ში რომ გა­ვი­ა­რე. თუმ­ცა მა­ინც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი "და­ცე­მის" ხა­რის­ხით. არ­ცერ­თი წა­მით არ და­მიშ­ვია კო­ვი­დი, სწო­რედ ამ ამ­ბე­ბის გამო და იმის გა­მოც, რომ მოხ­დი­ლიც მაქვს და ორ­ჯერ ვარ აც­რი­ლი. ისე მოხ­და, რომ სხვა ადა­მი­ანს გა­ყო­ლილ­მა, ბა­რემ იქვე მეც გა­ვი­კე­თე ტეს­ტი და და­დე­ბი­თი ვარ. ახლა და­ვა­კავ­ში­რე მთე­ლი ეს უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი იმ კო­ვი­დის გა­მოც­დი­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვა­რი წლის წინ გა­და­ვი­ტა­ნე. ახლა პირ­ველ რიგ­ში ვდარ­დობ ჩემს კონ­ტაქ­ტებ­ზე.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინც გნა­ხეთ, გა­ი­კე­თეთ რა ხვალ ტეს­ტი. წი­ნა­ზე არა­ვის­თვის არ გა­და­მი­დია, მაგ­რამ ახლა რად­გან არც მი­ფიქ­რია, ბევრთან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, თან ამ მხრივ, რა­ნა­ი­რი აქ­ტი­უ­რი დღე­ე­ბი იყო. ასე­ვე ვდარ­დობ ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც, რო­მე­ლიც ძლივს შე­ვა­კო­წი­წე და ჩე­მი­ვე არ­ჩე­ვა­ნით კი "დედა ვუ­ტი­რე", მაგ­რა ახლა ამ გა­დაღ­ლილ-გა­დამ­წვარ-გა­მო­ფი­ტულ­ზე მე­ო­რედ კო­ვი­დი რო­გორ "წა­ი­ღებს", მარ­თლა აღარ ვიცი.

ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვენ ყვე­ლას!

და ბა­რემ აქვე თა­ნას­წო­რო­ბაც იყოს", - წერს ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
61

ჰოო აბა თქვენ რა გეგონათ ეს ვაქცია რამის მაქნისია?!

ეგ კიდევ არაფერი, უარაესი არ გიქნათ!მე ამის მეშინია!

ბექა
21

მეც ეჭვი შემეპარა ვაქცინის ეფექტურობაში. იქნებ ეს სხვა შტამია, რომელზეც ეს ვაქცინა არ მოქმედებს.

ავტორი:

"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

"მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ძლივს შევაკოწიწე"  - ანა სუბელიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი კოვიდ ინფექციის გადატანისა და ორჯერ ვაქცინაციის შემდეგ, მეორედ დაინფიცირდა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო რამდენიმე დღეა სურდო მაწუხებს და საშინელი სისუსტე მაწუხებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ სურდო გაციების შედეგი იყო, რადგან ზუსტად დაემთხვა კონდიციონერის ქვეშ ძილს. სისუსტეს და მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას, კი გადაწვას ვუკავშირებდი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოუსუნთქავად და მუდმივად გამოუძინებლად მუშაობამ და სტრესმა გამოიწვია. ბოლო დღეებში შფოთვები, განწყობის რადიკალური ცვლილებები და ტვინში ქაოსიც, "მოშნად გაიჩითა" ჩემს ცხოვრებაში. ამასაც იმ სტრესს კი არა და, სავარაუდოდ ტრავმას ვუკავშირებდი, ბოლო პერიოდში რომ გავიარე. თუმცა მაინც გაკვირვებული ვიყავი ჩემი "დაცემის" ხარისხით. არცერთი წამით არ დამიშვია კოვიდი, სწორედ ამ ამბების გამო და იმის გამოც, რომ მოხდილიც მაქვს და ორჯერ ვარ აცრილი. ისე მოხდა, რომ სხვა ადამიანს გაყოლილმა, ბარემ იქვე მეც გავიკეთე ტესტი და დადებითი ვარ. ახლა დავაკავშირე მთელი ეს უცნაური შეგრძნებები იმ კოვიდის გამოცდილებასთან, რომელიც ნახევარი წლის წინ გადავიტანე. ახლა პირველ რიგში ვდარდობ ჩემს კონტაქტებზე.

ბოლო დღეების განმავლობაში ვინც გნახეთ, გაიკეთეთ რა ხვალ ტესტი. წინაზე არავისთვის არ გადამიდია, მაგრამ ახლა რადგან არც მიფიქრია, ბევრთან მქონდა კონტაქტი, თან ამ მხრივ, რანაირი აქტიური დღეები იყო. ასევე ვდარდობ ჩემს ჯანმრთელობაზეც, რომელიც ძლივს შევაკოწიწე და ჩემივე არჩევანით კი "დედა ვუტირე", მაგრა ახლა ამ გადაღლილ-გადამწვარ-გამოფიტულზე მეორედ კოვიდი როგორ "წაიღებს", მართლა აღარ ვიცი.

ჯანმრთელობა ჩვენ ყველას!

და ბარემ აქვე თანასწორობაც იყოს", - წერს ანა სუბელიანი.

"ექიმებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო... ვისაც არ სურს, გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, აეკრძალოთ პაციენტთან მუშაობა" - შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე