ავტორი:

ფოთში 21 წლის ბიჭი დაჭრეს

ფოთში 21 წლის ბიჭი დაჭრეს

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,სენამედში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული არვინ არ არის.

"ექსპერტიზის დასკვნით, ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება" - შსს

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს ავრცელებს

შსს-მ "სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა - ის მოძალადე ჯგუფების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტია