ავტორი:

"დედას არ უნდოდა ექსპერტიზაზე გადაყვანა" - ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

"დედას არ უნდოდა ექსპერტიზაზე გადაყვანა" - ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ცოტა ხნის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე არიან შეკრებილები მედიის წარმომადგენლები.

გარდაცვლილი ოპერატორის ახლობლის განცხადებით, დედას არ სურდა, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ.

მისივე თქმით, ისინი ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

„ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ დედის წინააღმდეგობის გამო. დედას არ უნდოდა. ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როგორ გარდაიცვალა. დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა - აქ, სხვა მიზეზი შეუძლებელია“, - განაცხადა ახლობელმა.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი უნდა დადგინდეს.

„ლექსო იყო ჩვენი ყველას მეგობარი და ჩვენი ინტერესია, რომ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მოხდა და რატომ მოხდა. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ლექსოს, სიკვდილის მიზეზი“, - განაცხადა მელაძემ.

ოპერატორი ლექსო ლაქშარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"სჯობს, შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები...  კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ" - მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა" - რა ახალ განცხადებასა და კადრებს ავრცელებს შსს

"არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას" - რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ