სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი..." - რას ყვებოდა 5 ივლისის თავდასხმაზე მირანდა ბაღათურია
"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი..." - რას ყვებოდა 5 ივლისის თავდასხმაზე მირანდა ბაღათურია

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ამ, რო­მე­ლიც 5 ივ­ლისს მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დროს, გარ­დაც­ვლილ ოპე­რა­ტორ­თან, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, თავდსხმის დე­ტა­ლე­ბი იმა­ვე დღეს ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში გა­იხ­სე­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა მოჰ­ყვა, თუ რო­გორ გა­უს­წორ­დნენ მათ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ში. მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ას თქმით, მას­ზე პირ­ველ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა იძა­ლა­და. "პირ­ვე­ლე­ბის" კო­რეს­პონ­დენ­ტმა გა­იხ­სე­ნა, რომ "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი ად­გილ­ზე არ გა­მო­ი­ძა­ხა.

"პირ­ვე­ლად როცა შე­მო­იჭრ­ნენ, პირ­ვე­ლი წიხ­ლი მომ­ხვდა მე, გა­მიზ­ნუ­ლი წიხ­ლი და მერე უკ­ნი­დან თმა მომ­ქა­ჩა მა­მა­ომ და მი­თხრა, ეხლა მა­ინც ძლივს გა­გა­ჩუ­მე­ბო, ჩემ­მა ოპე­რა­ტორ­მა უთხრა, რას აკე­თებ ჟურ­ნა­ლის­ტი­აო, ვი­ყა­ვით ჩა­კე­ტი­ლე­ბი მე და ჩემი ოპე­რა­ტო­რე­ბი, ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლი, იყო და­უც­ვე­ლი ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჩემი ოპე­რა­ტო­რი იყო სის­ხლის გუ­ბე­ში 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმო­წყა­ლოდ ურტყამ­დნენ, მე ვყავ­დი კი­ბის მო­ა­ჯირ­ზე 15 კაცს გა­კა­ვე­ბუ­ლი, ვკი­ო­დი, არ მოკ­ლათ-მეთ­ქი, მჩქმეტ­დნენ და წიხ­ლებს მირ­ტყამ­დნენ, ტე­ლე­ფო­ნი გა­და­მიგ­დეს და 20-მა კაც­მა ჩა­ით­რია ლექ­სო და არ ჩან­და. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­საც სცემ­დნენ", - გა­იხ­სე­ნა მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ამ.

5 ივ­ლისს ძა­ლა­დობ­რი­ვი და ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი მე­დი­ის ათე­უ­ლო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ტვ პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტორ­მა, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვამ თვა­ლის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მას სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და დამ­სხვრე­უ­ლი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. ოპე­რა­ტორ­მა კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რა. დღეს დი­ლით ის სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპერ­ტი­ზა.

ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა­სა და მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 8 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
20

მკვლელობა და ბოროტება ეკლესიის და ქოცების სახელით. ვინც ამ ძალადობას ამართლებთ, ან ცდილობთ თქვათ, რომ ეს ბიჭი სხვა მიზეზით მოკვდა, არაადამიანები ხართ. 

???
4

იქ ვინც გაგიშვათ კარგად იცოდა, რომ მსგავსი რამე მოხდებოდა. რას გიხდიან ორივე მხარეს ამდენს რომ ერთმანეთის ხოცვა გიღირდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი..." - რას ყვებოდა 5 ივლისის თავდასხმაზე მირანდა ბაღათურია

"ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი..." - რას ყვებოდა 5 ივლისის თავდასხმაზე მირანდა ბაღათურია

"ტვ პირველის" ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს მომხდარი თავდასხმის დროს, გარდაცვლილ ოპერატორთან, ლექსო ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა, თავდსხმის დეტალები იმავე დღეს ტელეგადაცემაში გაიხსენა.

ჟურნალისტმა მოჰყვა, თუ როგორ გაუსწორდნენ მათ ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში. მირანდა ბაღათურიას თქმით, მასზე პირველმა სასულიერო პირმა იძალადა. "პირველების" კორესპონდენტმა გაიხსენა, რომ "სირცხვილიას" ოფისში ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟების დამატებითი ძალები ადგილზე არ გამოიძახა.

"პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე, გამიზნული წიხლი და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ეხლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო, ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ", - გაიხსენა მირანდა ბაღათურიამ.

5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიის ათეულობით წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტვ პირველის ოპერატორმა, ალექსანდრე ლაშქარავამ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო, მას სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერატორმა კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარა. დღეს დილით ის საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი