პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"50 კაცი მირტყამდა... ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს" - როგორ იხსენებდა თავდასხმის დეტალებს გარდაცვლილი ოპერატორი
"50 კაცი მირტყამდა... ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს" - როგორ იხსენებდა თავდასხმის დეტალებს გარდაცვლილი ოპერატორი

გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა, რო­მელ­საც 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ა­ზე "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ "On.ge"-სთან თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებ­და:

"უბ­რა­ლოდ კი­ბე­ზე შეგ­ვე­ფეთ­ნენ, ჟურ­ნა­ლისტზე გა­ი­წი­ეს ჯერ და შემ­დეგ ჩამ­ქო­ლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირ­ტყამ­და, მთე­ლი კი­ბის სა­ფე­ხუ­რი, ზედა ნა­წი­ლი, ქვე­და ნა­წი­ლი. რა­ღაც ნა­წი­ლი ავი­და ზე­ვით, და­ვი­წყე გა­ყო­ლა. რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზე იყ­ვნენ ესე­ნი, რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­მა მცე­მა. ჩა­მაგ­დეს, ქვე­ვით გა­და­მაგ­დეს და ისე მცე­მეს, ტექ­ნი­კა და­ა­ქუც­მა­ცეს, არ ვიცი, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ უნ­დო­დათ მე­დია გა­მო­ეყ­ვა­ნათ მწყობ­რი­დან.

როცა მე მცემ­დნენ, ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტი კე­დელ­ზე აა­ყუ­დეს. მერე შე­ამ­ჩნია, რომ ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და. ტე­ლე­ფო­ნე­ბი წა­არ­თვეს, და­ლე­წეს. და­უ­ნა­ხეს თუ არა ტე­ლე­ფო­ნი, ეგ­რე­ვე და­უმტვრი­ეს.

ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო სა­წყლად, არ ვიცი, ერთი რა­ტომ იყო, ქვე­ვით ბევ­რი იყო. პო­ლი­ცია იყო თვი­თონ და­სახ­მა­რე­ბე­ლი, პო­ლი­ცი­ის ფუნ­ქცია ვერ გა­ვი­გეთ. ადა­მი­ა­ნე­ბი უმი­სა­მარ­თოდ ამო­დი­ოდ­ნენ და ვი­საც ფე­რა­დი ტან­საც­მე­ლი ეცვა, ვინც იმათ ნორ­მებ­ში არ ჯდე­ბო­და, ყვე­ლას სცემ­დნენ.

ახლა მე მე­ძა­ხი­ან ამოც­ნო­ბა­ზე მო­დიო, მაგ­რამ ორი დღე კი­დევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავ­დი­ვარ და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მო­ვახ­დი­ნო, იმი­ტომ, რომ 50-60 ადა­მი­ა­ნი იყო. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ იქ, თვი­თონ შე­უძ­ლი­ათ, თვი­თონ იცი­ან.

სა­ხის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა მაქვს თვა­ლის გარ­შე­მო, ტვი­ნის შერ­ყე­ვა, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და ერთი, ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ", - ყვე­ბო­და ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა.

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა, რო­მე­ლიც 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია ავ­რცე­ლებს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპერ­ტი­ზა.

ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა­სა და მი­რან­და ბა­ღა­თუ­რი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 8 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­დე­გად ლექ­სოს სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და დამ­სხვრე­უ­ლი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. ის კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
41

ვტირი, როგორ შემეცოდა...საწყალი ბიჭი, რას შეეწირა, რაააააას ??!!!! გაიხარე ეხლა, პრემიერო, და ყველამ გაიხარეთ, ვინც სცემდით, უსაზიზღერესი ადამიანები ხართ! 

:)
53

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ღარიბაშვილმა და გადადგეს. ძალადობის ორგანიზატორი ყველა მღვდლის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. საპატრიარქოს პირველმა პირმა უარი უნდა თქვას თანამდებობაზე და უწმინდესის ტიტულზე. ის ვინც დაპატიმრებულები არიან არაფერს წარმოადგენენ, ისინი მხოლოდ იარაღები არიან ზემოთ ჩამოთვლილი ბოროტრბის ხელში

ავტორი:

"50 კაცი მირტყამდა... ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს" - როგორ იხსენებდა თავდასხმის დეტალებს გარდაცვლილი ოპერატორი

"50 კაცი მირტყამდა... ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს" - როგორ იხსენებდა თავდასხმის დეტალებს გარდაცვლილი ოპერატორი

გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ "On.ge"-სთან თავდასხმის დეტალებს იხსენებდა:

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან.

როცა მე მცემდნენ, ჩემი ჟურნალისტი კედელზე ააყუდეს. მერე შეამჩნია, რომ ჩალურჯებები ჰქონდა. ტელეფონები წაართვეს, დალეწეს. დაუნახეს თუ არა ტელეფონი, ეგრევე დაუმტვრიეს.

ერთი პოლიციელი იყო საწყლად, არ ვიცი, ერთი რატომ იყო, ქვევით ბევრი იყო. პოლიცია იყო თვითონ დასახმარებელი, პოლიციის ფუნქცია ვერ გავიგეთ. ადამიანები უმისამართოდ ამოდიოდნენ და ვისაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა, ვინც იმათ ნორმებში არ ჯდებოდა, ყველას სცემდნენ.

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო. პოლიციელები იყვნენ იქ, თვითონ შეუძლიათ, თვითონ იციან.

სახის ძვლის მოტეხილობა მაქვს თვალის გარშემო, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, ოპერაცია გამიკეთდა ერთი, ახლა ვიმყოფები დაკვირვების ქვეშ", - ყვებოდა ალექსანდრე ლაშქარავა.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, დღეს დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად დროს ხვალ, 12:00 საათამდე აძლევენ

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

"ათასობით ქართველი ნაცემი ჟურნალისტის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციას მართავს"- როგორ ეხმიანება უცხოური მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას