მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი
"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა, რო­მე­ლიც 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, დღეს დი­ლით სა­კუ­თარ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია ავ­რცე­ლებს.

"რა უსა­მარ­თლოა ცხოვ­რე­ბა. "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი. - კო­მენ­ტა­რებ­ში კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. - არა­ფე­რი ვი­ცით, ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა ახლა".

5 ივ­ლისს რუს­თა­ველ­ზე "თბი­ლი­სის პრა­ი­დის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­დი­ის ათო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელს - ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს - ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. რამ­დე­ნი­მე მათ­განს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ ოპე­რა­ცი­აც ჩა­უ­ტარ­და. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის იყო "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვაც. არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს უფ­რო­სის ნო­დარ მე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ად­გილ­ზე, გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ, სა­ათ­ზე მეტი ხნის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. ოპე­რა­ტორს "ნიუ-ჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კა­ში თვალ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მას სა­ხე­ზე უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"უბ­რა­ლოდ კი­ბე­ზე შეგ­ვე­ფეთ­ნენ, ჟურ­ნა­ლისტზე გა­ი­წი­ეს ჯერ და შემ­დეგ ჩამ­ქო­ლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირ­ტყამ­და, მთე­ლი კი­ბის სა­ფე­ხუ­რი, ზედა ნა­წი­ლი, ქვე­და ნა­წი­ლი. რა­ღაც ნა­წი­ლი ავი­და ზე­ვით, და­ვი­წყე გა­ყო­ლა. რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზე იყ­ვნენ ესე­ნი, რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­მა მცე­მა. ჩა­მაგ­დეს, ქვე­ვით გა­და­მაგ­დეს და ისე მცე­მეს, ტექ­ნი­კა და­ა­ქუც­მა­ცეს, არ ვიცი, ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ უნ­დო­დათ მე­დია გა­მო­ეყ­ვა­ნათ მწყობ­რი­დან.

როცა მე მცემ­დნენ, ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტი კე­დელ­ზე აა­ყუ­დეს. მერე შე­ამ­ჩნია, რომ ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და. ტე­ლე­ფო­ნე­ბი წა­არ­თვეს, და­ლე­წეს. და­უ­ნა­ხეს თუ არა ტე­ლე­ფო­ნი, ეგ­რე­ვე და­უმტვრი­ეს.

ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო სა­წყლად, არ ვიცი, ერთი რა­ტომ იყო, ქვე­ვით ბევ­რი იყო. პო­ლი­ცია იყო თვი­თონ და­სახ­მა­რე­ბე­ლი, პო­ლი­ცი­ის ფუნ­ქცია ვერ გა­ვი­გეთ. ადა­მი­ა­ნე­ბი უმი­სა­მარ­თოდ ამო­დი­ოდ­ნენ და ვი­საც ფე­რა­დი ტან­საც­მე­ლი ეცვა, ვინც იმათ ნორ­მებ­ში არ ჯდე­ბო­და, ყვე­ლას სცემ­დნენ.

ახლა მე მე­ძა­ხი­ან ამოც­ნო­ბა­ზე მო­დიო, მაგ­რამ ორი დღე კი­დევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავ­დი­ვარ და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მო­ვახ­დი­ნო, იმი­ტომ, რომ 50-60 ადა­მი­ა­ნი იყო. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ იქ, თვი­თონ შე­უძ­ლი­ათ, თვი­თონ იცი­ან.

სა­ხის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა მაქვს თვა­ლის გარ­შე­მო, ტვი­ნის შერ­ყე­ვა, და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი, ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და ერთი, ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ", - ყვე­ბო­და ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

  • ambebi.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო, ვუ­სამ­ძიმ­რებთ ჩვენს კო­ლე­გებს, ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ესაა შედეგი განუკითხაობის და დაუსჯელობის კინო წინ არის 

ნნნ
10

ჩვენ ქვეყანა გვაქვს?! ჩვენ ქრისტიანები ვართ?! ეჭვი მეპარება! ვინ ყრიხართ?! რომელი რწმენის მქადაგებლები ხართ?! ჯიბის? ძალაუფლების? ეკლესია გადაგვრდა! ქრისტე რომ მოვიდეს პირველი თქვენ გადაგივლიდათ თქვე არაბიბლიის მცოდნეებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს არხის ჟურნალისტი

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, დღეს დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ავრცელებს.

"რა უსამართლოა ცხოვრება. "ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილი იპოვეს", - წერს ჟურნალისტი. - კომენტარებში კი აღნიშნავს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. - არაფერი ვიცით, ექსპერტიზა უტარდება ახლა".

5 ივლისს რუსთაველზე "თბილისის პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მედიის ათობით წარმომადგენელს - ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს - ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მათგანს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ოპერაციაც ჩაუტარდა. დაშავებულთა შორის იყო "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავაც. არხის საინფორმაციოს უფროსის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე, გამოძახების შემდეგ, საათზე მეტი ხნის დაგვიანებით მივიდა. ოპერატორს "ნიუ-ჰოსპიტალსის" კლინიკაში თვალზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას სახეზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან.

როცა მე მცემდნენ, ჩემი ჟურნალისტი კედელზე ააყუდეს. მერე შეამჩნია, რომ ჩალურჯებები ჰქონდა. ტელეფონები წაართვეს, დალეწეს. დაუნახეს თუ არა ტელეფონი, ეგრევე დაუმტვრიეს.

ერთი პოლიციელი იყო საწყლად, არ ვიცი, ერთი რატომ იყო, ქვევით ბევრი იყო. პოლიცია იყო თვითონ დასახმარებელი, პოლიციის ფუნქცია ვერ გავიგეთ. ადამიანები უმისამართოდ ამოდიოდნენ და ვისაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა, ვინც იმათ ნორმებში არ ჯდებოდა, ყველას სცემდნენ.

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო. პოლიციელები იყვნენ იქ, თვითონ შეუძლიათ, თვითონ იციან.

სახის ძვლის მოტეხილობა მაქვს თვალის გარშემო, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, ოპერაცია გამიკეთდა ერთი, ახლა ვიმყოფები დაკვირვების ქვეშ", - ყვებოდა ალექსანდრე ლაშქარავა ჟურნალისტებთან.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, ვუსამძიმრებთ ჩვენს კოლეგებს, ოჯახსა და ახლობლებს.

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი