ავტორი:

"პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში... გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ ძლიერი ლიდერობა" - კელი დეგნანი

"პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში... გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ ძლიერი ლიდერობა" - კელი დეგნანი

პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, წაახალისა თუ არა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა მის მიერ გაკეთებული განცხადებით.

"პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ამიტომ, გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ირაკლი ზარქუამ ჩამოსვა (ვიდეო)

"დაიწყოს მოკვლევა პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეთ" - ზაალ უდუმაშვილი

"ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად ვაკეთებდით ამას - ახლა როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს" - ადამ კინზინგერი