ავტორი:

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი...  პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი...  პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე, რადგან თავის სახლში ვერაფერი იპოვა" - რას წერს სააკაშვილი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პოლონეთში შემთხვევით ქართველ ტაქსის მძღოლს შეხვდა.

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი ზუგდიდიდან, ფრენის დროს, რომელიც პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე იმიტომ, რომ თავის სახლში ვერაფერი ვერ იპოვა.

ახლა, რომ ყოფილიყო ლაზიკა, მინიმალური ხელფასი ემზარისთანა ადამიანებისთვის, იქნებოდა 2000 ევრო საქართველოში და აქ, ასე ვხვდებით აეროპორტიდან აეროპორტში, სადღაც შემთხვევით ქუჩაში, ქართველ ტაქსის მძღოლებს პოლონეთში.

ყველა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება - ჩვენ შევძლებთ ეს გავაკეთოთ! ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი გადის წლევანდელი წლის ოქტომბერზე, უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს. ემზარი უნდა დაბრუნდეს სახლში, ზუგდიდში" - წერს სააკაშვილი.

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი